დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ჭროღა  ანუ  ჭარმაგი  ღვინის  დაყენება

ღვინის დაყენების ამ მეთოდს საქართველოში დღემდე მიმართავენ. ეს წესი წითელი და თეთრი ფერის ყველა ჯიშის ყურძნის ერთად დაწურვას და ერთ ქვევრში დაყენებას გულისხმობს. ამ დროს შერეული ფერის ღვინო მიიღება, რომელსაც კახეთში „ჭარმაგს უწოდებენ“, ხოლო ქართლში „ჭროღა ღვინოს.“

ასეთი ღვინის დაყენება ქართველი გლეხის ხელმოკლეობით უნდა ყოფილიყო განპირობებული, რადგან მცირე ვენახის მეპატრონე გლეხი, ვენახში სხვადასხვა ჯიშის ვაზიდან ისე მცირე მოსავალს მიიღებდა, ცალ-ცალკე დასაყენებლად, არც ჭურჭელი ეყოფოდა და მოსავალიც ისე მცირე იქნებოდა, მათ ცალკე დაყენებას აზრი არ ექნებოდა. ასეთი ღვინის დაყენების დროს ყურძენს ერთ კალათაში კრეფენ, ერთ საწნახელში წურავენ და ერთ ქვევრში მთლიან ან ნაწილობრივ ჭაჭაზე ადუღებენ. ცხადია, ასეთ ღვინოს საბაზრო დანიშნულება არ ჰქონდა და მთელი მოსავალი ოჯახში ისმებოდა.

ჭროღა ღვინის დაყენებას ხელს უწყობდა ვაზის ნერგის გამომყვან-გამყიდველთა საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ანუ დასაყნობ სანამყენედ განურჩევლად ჭრიან ყველა ჯიშის ყურძნის ლერწს.

ბავშვობაში პირადად ვახლდი ბაზარში მამას, სადაც გამყიდველი ქალის ქმარ-შვილის ათჯერადი დაფიცების შემდეგ, ციცქის 400 ძირი ნერგი შევიძინეთ, ფაქტობრივად კი, კონებში დასავლეთ საქართველოში კულტივირებული თითქმის ყველა ჯიშის ვაზის და ორივე ფერის ყურძნის ნერგი აღმოჩნდა, ამიტომ იძულების წესით, ამ ვენახის მოსავლიდან დღემდე თუ ცუდი მოსავალია ჭროღა ღვინოს ვაყენებთ, თუ კარგი მოსავალი თეთრს და წითელ ღვინოს ცალ-ცალკე.

ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის                             

უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის

ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/,

ტელ. 551 333 155