დარგებიმეფუტკრეობა

თაფლის ბალანსის დადგენა და მისი მნიშვნელობა

იმისთვის , რომ დადგინდეს საფუტკრის განთავსების ნაკვეთზე თაფლოვანი მცენარეების  ნექტრის საერთო მარაგი , აუცილებელია თაფლ – პროდუქტიულობის ნორმები (იხ . შესაბამისი ცხრილი) გადავამრავლოთ ამ მცენა რეების მიერ დაკავებულ ფართობის (ჰა ან კვ , მ .) მოცულობაზე.

თაფლოვანი მცენარეების  საერთო მარაგის შესაფასებლად გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ ფუტკრის პროდუქტიული ფრენის რადიუსი შეადგენს დაახლოებით 2 ან 2,5 კმ-ს . არჩეული ფართობის თაფლ-პროდუქტიულობის დასადგენად წერტილიდან, სადაც საფუტკრე სკებია განლაგებული,  ცირკულით შემოვავლებთ წრეს, რომლის რადიუსი მასშტაბით შეესაბამება ფრენის რადიუსის 2 კმ-ს. ამის შედეგად  გამოგვივა, რომ ფართობი იქნება 1250 ჰა-ს ტოლი.  

გაანგარიშებისათვის ამ ტერიტორიაზე საზღვრავენ ფუტკრების პროდუქტიული მიმოფრენის რადიუსში არსებული ცალკეული მცენარეებით დაკავებული ნაკვეთების ფართობებს ( სახნავ-სათესს, ბაღებს, მდელოებს, ტყეებსა და თესლმბრუნავ მინდვრებს) და ამ ფართობებზე ცალკეული  თაფლოვანი მცენარეების შემადგენლობას. ვინაიდან, დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს ტყეების განახლებული სრულყოფილი აღწერილობა ტყეების თაფლოვანების (ცაცხვის, ნეკერჩხლის, წაბლის, ჟოლოსი და სხვა) დასადგენად,  აუცილებელია გავარკვიოთ ტყის უმნიშვნელოვანესი ჯიშების ზუსტი რაოდენობა. ამისთვის, ტყის მონაკვეთზე უნდა იაროთ პირდაპირ, ერთბაშად 8-10 მიმართულებით (დაახლოებით 100 მ) და ჩაინიშნოთ 2-4 მეტრიან ზოლზე შემხვედრი ხეების საერთო რაოდენობა და სახეობები. ამ ჩანაწერების საფუძველზე ხდება სხვადასხვა ხეების ჯიშის რაოდენობისა და მათ მიერ დაკავებული ფართობის პროცენტული თანაფარდობის დადგენა.

მდელოებზე  და სხვა ნეკვეთებზე ბალახოვანი მცენარეების აღსაწერად ყოველ 100 მ-ის დიაგონალზე მონიშნავენ ნაკვეთებს (1ჰა x 1მ) , რომელზეც ითვლიან მცენარეების რაოდენობას, მათ შორის უმნიშვნელოვანეს თაფლოვანებს. ყველა ნაკვეთების მონაცემების შეჯამებით ადგენენ მათ პროცენტულ თანაფარდობას თითოეული თაფლოვანი მცენარის სახეობის მიერ დაკავებულ ფართობთან მიმართებაში. დავუშვათ, ტყის 200 ჰა თაფლოვანი მცენარეების ამ სახით დათვლა-აღწერისას დადგინდა, რომ მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 1000 ხეს, მათ შორის 200 ცაცხვია, ხოლო 50 ნეკერჩხალი. ამრიგად, დგინდბა, რომ ცაცხვი შეადგენს ტყის მცენარეები 20%-ს, ხოლო, ნეკერჩხალი – 5%-ს. შესაბამისად ტყის საერთო ფართობის 200 ჰა-დან ცაცხვს უკავია 40 ჰა, ხოლო ნეკერჩხალს – 10ჰა.  

მავე მეთოდით  მინდვრის  ფართობზეც ადგენენ უმნიშვნელოვანესი თაფლოვანი მცენარეების რაოდენობას.  სასოფლო-სამეურნეო თაფლოვანი ( მზესუმზირა, საკვები ბალახები,  ხილი თუ კენკროვანი) მცენარეების მიერ დაკავებული ფართობის მონაცემები შეიძლება აღებულ იქნას ადგილობრივი მეურნეობებისგან, ხოლო  თითოეული მცენარის თაფლწარმოქმნის პროდუქტულობას ადგენენ ცხრილში მოცემული მონაცემების საფუძველზე, ადგილობრივი პირობების (ნიადაგ-კლიმატური, სახეობების თავისებურებები და აგროტექნიკის დონე)  აუცილებელი შესწორებების გათვალისწინებით. თაფლის მარაგი და თითოეული საფუტკრის თაფლოვანი ბალანსი დგინდება თაფლოვანი მცენარეების  შემადგენლობისა და მათ მიერ დაკავებული ფართობის მონაცემთა საფუძველზე,  იქვეა მითითებული ცალკეული მიწის ნაკვეთების ფართობი, ცალკეული თაფლოვანების სახეობები და მათ მიერ დაკავებული ფართობები, მათი თაფლპროდუქტულობა და თაფლის ამოღების თავისებურება. თუმცა, გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოებაც, რომ ასეთი მეთოდით ხდება ნექტარის მარაგის მიახლოებითი რაოდენობის დადგენა, რაც შემდგომში ზუსტდება მოცემულ ტერიტორიაზე  მუშაობის ფაქტობრივი მაჩვენებლებით. 

ტერიტორიის თაფლოვანი პროდუქტიულობა

ნაკვეთი და ფართობი თაფლოვანი მცენარეები ფარტობი (ჰა – ში) ფუტკრის პროდუქტი ული ფრენის რადიუსშ თფლოვანი პროდუქტიუ ლობა, კგ. ღალის  დახასიათება (სახეობა)
1 ჰა და სულ
ტყე -300 ჰა ცაცხვი, ნეკერჩხალი წვრილფოთ ლოვანი 40

 10

700 175 28000

1750

მთავარი ღალიანობა, საგაზაფხულო მხარდამჭერი თაფლგროვ
ველი -80 ჰა თეთრი სამყურა, ვარდისფერი სამყურა 10

4

80

100

800

 400

ღალიანობა, ზაფხულის მხარდამჭერი თაფლგროვა
მინდვრის ნათესი – 700 ჰა  მინდვრის ბალახები,  პარკოვანები 6

50

20

50

60

20

300 3000 400 მთავარი და  ზაფხულის ღალა
ხეხილის ბაღი – 30 ვაშლი 10 25 250 საგაზაფხულო, მხარდამჭერი
ხილ კენკრა- 20 ჰა ალუბალი, ჟოლო 5

4

20

50

100

200

მთავარი ღალიანობა, გვიანი საგაზაფხულო მხარდამჭერი თაფლგროვა
ბოსტეული – 30 ჰა  კიტრი 4 25 100 გვიანი საგაზაფხულო თაფლგროვა

   ცხრილში მოცემულია ტყისა და ველის ტერიტორიაზე თაფლის მარაგის გათვლის მონაცემები 

თქვენთვის მოცემულ მაგალითში, ფუტკრის  პროდუქტიული ფრენის რადიუსში  თაფლის საერთო მარაგი შეადგენს 35,3 ათას კგ-ს, რომელიც ასეა გადანაწილებული: გაზაფხულის პერიოდში 3,1 ათასი კგ, ხოლო ზაფხულში -1,1 ათასი კგ. და თაფლის მოპოვების მთავარ პერიოდში (ცაცხვისა და სხვა მასიურად წარმოდგენილი მცენარეებიდან) 31 ათას კგ.

თაფლოვანი ბალანსის დასადგენად უნდა გვახსოვდეს, რომ საშუალოდ წლის განმავლობაში თითოეული ოჯახი ითვისებს 90-100 კგ თაფლს. დავუშვათ, რომ თითოეულ ოჯახს ასევე დაგეგმილი აქვს 25 კგ სარეალიზაციო თაფლის მიღება. მაშინ თითოეულ ოჯახზე მოდის 125 კგ თაფლის მარაგი. თუმცა, გათვალისწინებულ უნდა იქნას ისიც, რომ ნექტრის მარაგი სრულად არ არის გამოყენებული ფუტკრის მიერ არასაიმედო ამინდის, ოჯახის მდგომარეობისა თუ სხვა მიზეზების გამო. მიჩნეულია, რომ ფუტკრების ოჯახს შეუძლია პროდუქტულად აითვისოს ნექტრის მარაგის დაახლოებით ნახევარი, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 17 650 კგ-ს. ფუტკრების ოჯახები განსაკუთრებით ჭარბათ იქნებიან მომარაგებულნი ნექტრით ცაცხვიდან თაფლგროვის პერიოდში. ფუტკრების ოჯახები სწორედ ამ მცენარეებისგან მოაგროვებენ სარეალიზაციო თაფლს და ოჯახებისთვის საჭირო საკვები თაფლის ძირითად საკვებ მარაგს შემოდგომა-ზამთრისა და გაზაფხულისთვის. 

უნდა აღინიშნოს, რომ თაფლის ბალანსის თეორიული გათვლები ყოველთვის არ ასახავს რეალურ სურათს. ადგილის თაფლის რესურსის განსაზღვრისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკონტროლო სკებისა  და ანალოგიურ პირობებში არსებული საფუტკრეების პროდუქტულობის მრავალწლიან მაჩვენებლებს. საკონტროლო სკების მაჩვენებლები თაფლოვანების ყვავილობის ფონოლოგიურ მაჩვენებლებთან ერთობლიობაში იძლევიან საერთო სურათს სეზონის განმავლობაში ღალის ცალკეული პერიოდების ძლიერებისა თუ ხანგრძლივობის შესახებ.

წყარო: „მეფუტკრეობის საფუძვლები“