თაფლის ბაზარი 2021 წელი _ მიმოხილვა, ანალიზი

მსოფლიო ბანკის სიაში, 83 ქვეყანაა, როგორც მაღალგანვითარებული, რომელთა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე $ 12,500 და მეტია.

ღარიბთა სიაში, სადაც შემოსავლის დონე $ 1000 დან-4000-ზე ნაკლებია _ 79 ქვეყანა. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ბაზარი  თაფლს უმთავრესად მიაწვდის მსხვილ იმპორტიორების. ვინც დიდ პატიებს ყიდულობს და მეტს იხდის ფასსაც ის კარნახობს ბაზარს.

ფინანსური მდგომარეობა მთელ მსოფლიოში უარესდება: მაგალითად, 2018 წელს FAO– ს გაანგარიშებით, პლანეტაზე მშიერი ქვეყნების რაოდენობა 51-ია და მათ დასახმარებლად, მდიდარი ქვეყნები ფინანსურ დახმარებას გაზრდიან,  მაგრამ საკუთარი ფინანსური დეფიციტის შესამცირებლად, ისინი ფინანსურ ბერკეტებსაც გამოიყენებენ, რათა შემოსავლების დონე არ შეუმცირდეთ.

ეს გამოჩნდა 2020 წელს, როდესაც თაფლის უმეტეს სახეობებზე ფასი 0,5-19%-ით დაეცა.

შეიცვალა მომხმარებელთა რაოდენობა: ექსპორტირებული თაფლის 70% -ზე მეტი მოდის ევროკავშირისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებზე. ევროსტატის პროგნოზის თანახმად, 2025 წლისთვის ევროკავშირის მოსახლეობა შეიძლება 2,5 მილიონით შემცირდეს (500 ათასი 2021 წელს). მოსახლეობა მცირდება _  მცირდება მოხმარებაც.

ამასთან, კოვიდ-2019 პანდემიის გამო, თაფლი დაავადების პრევენციისა და მკურნალობის ერთ-ერთ საშუალებად რჩება. ეს საშუალებას მისცემს ღარიბი ქვეყნების მეფუტკრეებს თაფლზე ფასი გაზარდონ.

მდიდარი და განვითარებული ქვეყნების თაფლის იმპორტის დინამიკა და პროგნოზი

როგორ მოიქცევიან თაფლის უდიდესი ექსპორტიორები?

მოდით გავაანალიზოთ წინა სტატისტიკური მონაცემები თაფლის 1კბ ფასის, შესყიდვების მოცულობის, კონტრაქტების მთლიანი ღირებულების მიხედვით.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, თაფლის შესაძენი ფასი გაიზარდა იაპონიის, ჩინეთისა და პოლონეთის ბაზარზე.

კონტრაქტის მთლიანი ფასი, $ მილიონი 

იაპონიაში, როგორც კუნძულოვან ქვეყანისთვის,  ადგილობრივი თაფლის დეფიციტის მიზეზი გასაგებია, მაგრამ ჩინეთთან და პოლონეთთან ეს გაუგებარია. შესაძლოა, ჩინელები  მაღალხარისხოვან თაფლს საკუთარი საჭიროებებისათვის  ყიდულობენ, ხოლო პოლონელები მცირე ჭურჭელში დასაფასოებლად და  შეფუთად რეექსპორტის მიზნით.

აქვე სამომავალოდ ჩინეთი შესაძლოა განვიხოთ, როგორც ელიტური თაფლის სახეობების მყიდველად, ხოლო პოლონეთი მეზობელ ქვეყნებთან _  პოტენციურ შუამავალად.

თაფლის იმპორტიორი ქვეყნები

წელი, იმპორტი/ათას.ტ.

2015

2016 2017 2018

2019

აშშ

175

166 202.5 198

189

გერმანია

90.5

84 93 86

81

იაპონია

36

48.5 43 44.,5

45

დიდი ბრიტანეთი

42

41 46 50.5

49

ჩინეთი

6.2

6 57 4

5

პოლონეთი

21

24 25,5 26

29.5

მდიდარი და განვითარებული ქვეყნების თაფლის იმპორტის დინამიკა და პროგნოზი

მსოფლიო ბაზარზე  თაფლის შესყიდვების დინამიკა არასტაბილურია. 2016 წელს თითქმის ყველა ქვეყანამ შეამცირა შეძენილი თაფლის მოცულობა. სავარაუდო სამომავლო მიზანი მწარმოებლებისთვის პროდუქციაზე ფასების შემცირება იყო, რამაც 2-3 წლის შემდეგ იმუშავა.

არ არის გამორიცხული, რომ იმპორტიორებმა ეს სტრატეგია საკუთარი მოსახლეობისთვის იაფი თაფლის მოსაპოვებლად და კვების სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად გამოიყენონ  (ოპტიმალური სიმშრალისა და ტემპერატურის პირობებში თაფლი საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს მაღალი ხარისხს).

2015 წლიდან თაფლის ფასის ანალიზი მასზე ფასის განუხრელ კლებას აჩვენებს. ექსპორტიორი ქვეყნებისათვის შესყიდვების ღირებულება 2015–2019 წლებთან შედარებით ორჯერ შემცირდა.

იმპორტირებული  თაფლის ფასი  ყველაზე მეტად  აშშ-მა შეამცირა _ 3.5 დოლარიდან 2.3 დოლარამდე (2019 წლის მონაცემებით/ (51.5%-ით), დიდმა ბრიტანეთმა _ 37.5%-ით და გერმანიამ _ 19%-ით.

თაფლის ფასი – ბოლო წლების დინამიკა

თაფლის იმპორტიორი ქვეყნები

2015

2016 2017 2018 2019

ფასისი დინამიკა

2015 წ.-დან

2019-მდე %

აშშ

3.5

2.5 2.8 2.5 2.3

-51.5

გერმანია

3.6

3.3 3.4 3.6 3

-19

იაპონია

3.2

3.2 3.3 3.3 3.2

-0.7

დიდი ბრიტანეთი

3.1

2.9 2.8 2.5 2.3

-37.5

ჩინეთი

11.5

12 16 18.5 17

+32

პოლონეთი

2.3

1.9 2 2.4 2

-9.8

თაფლის ფასი. ბოლო წლების დინამიკა

ერთადერთი ექსპორტიორი, რომელმაც შესასყიდი თაფლის ფასი გაიზარდა, ჩინეთია. იაპონიაში იმპორტირებული თაფლის ღირებულება იმავე დონეზე რჩება, რაც წინა წლებში იყო. პოლონეთი თანდათან ამცირებს შესასყიდ ფასებს.

ინფლაციური პროცესებმა  აშშ თაფლის ფასის შემცირება გამოიწვია, თუმცა ვარაუდობნდნენ, ფასი კვლავ გაიზრდებოდა, მაგრამ ბოლო წლების დინამიკამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის.

დღეს იმპორტიორი ქვეყნები სულ უფრო ნაკლებს იხდიან თაფლში, რაც მეფუტკრეებს აიძულებს, სხვა სარეალიზაციო ბაზრები ეძებონ ან თავი დაანებონ თაფლის წარმოებას. მაგალითად: მაღალი ხარისხის ცაცხვისა და წიწიბურას 1,4 კგ. თაფლი საბაზრო ფასი უკრაინაში (მეგაპოლისში) 240-280 გრივნა (10 დოლარამდეა). ხალხი მზად არის ეს ფასი გადაიხადოს,  რადგან Covid-2019- ის მძიმე ფორმის მკურნალობა შეიძლება 50-100-ჯერ მეტი დაჯდეს.

როგორც მსოფლიო ბაზრის მიმოხილვამ აჩვენა, შეიმჩნევა მცირე ზომის ჭურჭელში (მინის და პლასტმასის) ქილებში შეფუთული თაფლის ღირებულების გაზრდის ტენდენცია.

ცალკეულ, განსაკუთრებული ტიპის  გამოხატული გემოვნების თავლს, უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს ვიდრე 200 ლიტრიან ჭურჭელში დაფასოებულ რამდენიმე ტიპის თაფლის ნაზავს _ კუპაჟს.

მეფუტკრეებს  სამოქმედოდ რამდენიმე ვარიანტი აქვთ:

  • უნდა იყნენ მზად თაფლის ღირებულების შესამცირებლად თუ მსხვილ ექსპორტიორებე აკეთებენ არჩევანს;
  • თვითონ დააფასოეთ საკუთარი თაფლი სხვადასხვა  ზომის ჭურჭელში და გაზარდონ სარეალიზაციო ფასი;
  • თვითონ დაამყარონ კავშირი და აწარმოონ მოელაპარაკება შემსყიდველებთან;

და გახსოვდეთ, რომ Covid-2019 ეპიდემიასთან ერთად ცაცხვის, აკაციიის და წიწიბურას თაფლზე მოთხოვნილება გაიზრდება. ამ ფაქტორმა აიძულა ევროპელები დაფიქრებულიყვნენ საკუთარ თაფლის მარაგის შექმნაზე.

ევროკავშირის მეფუტკრეების რაოდენობის მკვეთრმა შემცირებამ (2017-2019 წლებში 25 ათასით) აიძულა ხელისუფლებები მათ პრობლემებს უფრო ახლოს გაცნობოდნენ და ქმედითი ნაბიჯი გადაედგათ. წლეულს ევროკავშირი  მეფუტკრეების რაოდენობის 25,6 ათასით გაზრდას გეგმავს.

თაფლზე მსოფლიო ფასების შემდგომი შემცირება მეფუტკრეებს აიძულებს საკუთარი პროდუქცია შიდა ბაზარზე გაყიდონ, სადაც  ფასი 3-ჯერ მეტია. მთავრობაც ხელს შეუწყობს ფერმერებს თაფლის წარმოების თვითღერებულების შეცირებაში. თავის მხრივ  თაფლის დეფიციტი გავლენას მოახდენს მსოფლიო ფასების ზრდაზეც.

წყარო: www.honeyprice.ua