აგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებიდარგებიმემარცვლეობა

მზესუმზირის მოყვანის ტექნოლოგია

მზესუმზირის წარმოშობის ადგილი ჩრდილო ამერიკაა, სადაც გავრცელებულია მისი ველური ფორმები. მზესუმზირას კულტივირება პირველად მოახდინეს აქ მცხოვრებმა ინდიელებმა 2-3 ათასი წლის წინ, ევროპაში კი შემოიტანეს ესპანელებმა.

საქართველოში მზეუმზირის კულტურის მოყვანა დაიწყეს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და კაჭრეთის ტერიტორიაზე. ამ პერიოდში დედოფლის-წყაროში აშენდა პირველი ზეთსახდელი ქარხანაც.

დღეისათვის მზესუმზირა ძირითადად მოჰყავთ კახეთის რეგიონში კერძოდ, სიღნაღის, ლაგოდეხის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს (მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 50%) მუნიციპალიტეტებში. ფერმერები თესავენ, როგორც ძველ რუსულ ჯიშებს, რომლებიც ათეული წლების წინ დამკვიდრდა და რომლის თესლის წარმოებასაც თვითონვე ახდენენ, ასევე ინტროდუცირებულ ჰიბრიდებს, რომლებიც მაღალი მოსავლიანობის გარდა გამოიჩევიან პარაზიტ მცენარე კელაპტარას წინააღმდეგ გამოყენებული ჰერბიციდისადმი მდგრადობით.

მზესუმზირაში მამრობითი სტერილობის აღმოჩენის შემდეგ სელექციონერებმა დაიწყეს ჰიბრიდების მიღება, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ამ კულტურისადმი კომერციული ინტერესი. ამჟამად მსოფლიოში მზესუმზირას მრავალი ჯიში და ჰიბრიდი არსებობს, რომელთა გაუმჯობესებაც მუდმივად ხდება.

ჯიშის/ჰიბრიდის შერჩევისას ყურადღება ექცევა მის დანიშნულებას (ზეთოვანი ან არაზეთოვანი მიმართულების), მოსავლიანობის პერიოდს, მოსავლიანობას, ცხიმის შემცველობას, თესლის ზომას (არაზეთოვან ფორმებში) და სხვ.

სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით მზესუმზირას ჯიშები/ჰიბრიდები შეიძლება იყოს საადრეო (90-100 დღე), საშუალო-საადრეო (100-110 დღე) და საგვიანო (110-130 დღე).

თუ რატომ და როგორ უნდა მოვიყვანოთ მზესუმზირა, ამის შესახებ ვრცლად იხილეთ pdf  ბმულზე: https://srca.gov.ge/files/mzesumzira_12_gv.pdf