დარგებიმემცენარეობამეფუტკრეობა

თაფლოვანი მცენარეები, ყვავილობის დრო და ნექტარპროდუქტულობა

საქართველოში ყველა მეფუტკრეობის განვითარებისთვის პირობა არსებობს. ჩვენში გავრცელებული 1000-ზე მეტი სახეობის თაფლოვანი მცენარიდან 100-150 სახეობა თაფლის სასაქონლო პროდუქციას იძლევა.

საქართველო მდიდარია ხეხილის ბაღების, ტყის მინდორსაცავი ზოლების, ბუჩქოვანი, ბაღჩეული-ბოსტნეული, მინდვრების კულტურების, მინდვრის, მდელოს, საძოვრების, ტყის ბალახოვანი, ეთეროვანი და ტექნიკური, სპეციალურად ფუტკრის ნათესი ბალახების თაფლოვნებით, რომლებიც იძლევიან ნექტარს და ყვავილის მტვერს, რომლებიც ფუტკრის არსებობისათვის აუცილებელ საკვებს წარმოადგენს.

ისინი ადრე გაზაფხულიდან იწყებენ ყვავილობას, მათი ნექტარი ფუტკრის ოჯახის განვითარებას, ფუტკრის გამოკვებას, ბარტყის აღზრდას ხმარდება და ოჯახის თანდათანობითი განვითარებით მთავარ ღალიანობას ძლიერი კონდიციის ოჯახებს ახვედრებს, რომელთა ძირითადი წარმომადგენლებიდან აკაცია, ცაცხვი, წაბლი, ძიძო, იონჯა, ესპარცეტი, მზესუმზირა და მრავალ სხვათაგან აგროვებს თაფლის სასაქონლო პროდუქციას.

გარდა იმისა, რომ ფუტკარი იძლევა 6 სახის პროდუქციას:თაფლს, ყვავილის მტვერს, სადედე ფუტკრის რძეს, ცვილს, დინდგელს და შხამს, ფუტკარი უდიდეს როლს ასრულებს სასოფლოსამეურნეო კულტურების დამტვერიანების და მოსავლიანობის გაზრდის საქმეში. იქ, სადაც მეფუტკრეობის დარგს ყურადღება ექცევა ფუტკრის ოჯახებს იყენებენ ხეხილის დასამტვერიანებლად და კარგ გასამრჯელოსაც იღებენ, რაც დარგის რენტაბელობის და შემოსავლიანობის ზრდის ერთ-ერთ წყაროდ ითვლება.

ამ დროს ერთი მცენარის ყვავილის მტვერის გადატანა ხდება მეორე ყვავილის დინგზე, რაც უმრავლეს შემთხვევაში მწერების საშუალებით ხდება, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი ფუტკარს უკავია. ჯვარედინი დამტვერვა ხდება ქარის საშუალებითაც. ამიტომ დამტვერიანების მიხედვით მცენარეები იყოფა ენტომოფილიურ და ანემოფილურ მცენარეებად. ენტომოფილური მცენარეების განაყოფიერება მწერების საშუალებით ხდება, ანემოფილურის კი – ქარის საშუალებით. ენტომოფილურ ჯგუფს ეკუთვნის ყვავილოვანი მცენარეების 80%-ზე მეტი.

ისინი ნაკლები რაოდენობით გამოჰყოფენ მტვერს. ყვავილის მტვერის მარცვალი მძიმეა, ტენიანი, წებოვანი და ხორკლიანი, ადვილად ეწებება მწერებს და გადააქვთ ისინი ერთი მცენარიდან მეორეზე. ასეთი მცენარეები უფრო მკაფიოდ შეფერილნი და არომატულები არიან, რითაც მწერებს იზიდავენ. ფუტკრით დამტვერვა წარმატებით გამოიყენება სათბურებში. ჯვარედინი დამამტვერიანებელი მცენარეების ერთი მეხუთედი ქარის საშუალებით ნაყოფიერდებიან და უხვად გამოყოფენ მტვერს.

მათ, როგორც აღვნიშნეთ, ანემოფილური მცენარეები ჰქვიათ. მრავალი ანემოფილური მცენარე მტვერიანდება მწერების საშუალებითაც.

ანემოფილური მცენარეებია: ჭვავი, შვრია, სიმინდი, ნაძვი, ფიჭვი, მუხა, არყი და სხვა.

ქართულ ფუტკარს, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში, როგორც ყველაზე გრძელხორთუმიანი, შეუძლია ღრმად მოთავსებული სანექტრეებიდან მოიპოვოს ნექტარი და გადაამუშაოს თაფლად. სანექტრეებიდან ნექტრის გამოყოფა ყვავილობით იწყება და მთავრდება დამტვერიანებასთან ერთად.

ნექტარი უცხო სიტყვაა და ნიშნავს უკვდავების წყაროს. ნექტარში შედის ყველა ის ელემენტი, რომელიც თაფლშია, მაგრამ განსხვავდება თაფლისაგან იმით, რომ ნექტარში რთული შაქრებია: შქერი, წყავი, იელი, შინდი, მოცვი, მოცხარი, კვრინჩხი, ასკილი, ვარდი, კოწახური, კუნელი და სხვა.

ბაღჩეულ-ბოსტნეული თაფლოვნებია: კიტრი, ნესვი, გოგრა, საზამთრო, ქინძი, მარწყვი, ქონდარი, რეჰანი.

მინდვრის კულტურებს მიეკუთვნება: სამყურა, იონჯა, ძიძო, ესპარცეტი.

მინდვრის, მდელოს საძოვრების და ტყის თაფლოვანი ბალახებია: ბაბუაწვერა, ვირისტერფა, სალბი, დედა ფუტკარა, თავსისხლა, თავშავა, ნარი, შავბალახა, ბოლოკა, ტყის პიტნა, შავწამალა, ოქროწკეპლა, სვია, ბეგქონდარა, პატარაძალა, ლაშქარა, ჭინჭრის დედა, რაფსი, მზესუმზირა. ამ უკანასკნელის ყვავილედში 2000-მდე ყვავილია და მასზე ერთდროულად რამოდენიმე ფუტკარი მუშაობს.

ეთეროვანი და ტექნიკური თაფლოვანი მცენარეებია: რეჰანი, კატაბალახა, თამბაქო, ვარდკაჭაჭა.
სპეციალურად ფუტკრისათვის საკვები ნათესი ბალახებიაფაცელია, ლურჯი ძირწითელა, ბარამბო, გველთავა, უსუპი და სხვა.

ზემოთჩამოთვლილი მცენარეები მეფუტკრეობის აქტიური სეზონის მთელ პერიოდში ყვავილობას იწყებენ ადრე გაზაფხულიდან, ერთის დაყვავილებას მოსდევს მეორის ყვავილობა, მეორისას – მესამე და ა.შ. გვიან შემოდგომამდე ფუტკარს შეუძლია იყოს აქტიურ მდგომარეობაში, განვითარდეს, გამრავლდეს და აითვისოს ფრენის რადიუსში მყოფი თაფლოვნების მიერ გამოყოფილი ნექტარი და შექმნას მაღალი კვებითი ღირებულების, როგორც საფურაჟე, ისე სასაქონლო პროდუქცია. ეკოლოგიურად სუფთა პოლიფლორული თაფლი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უმრავლესი რაიონებიდან მიღებული თაფლი ეკოლოგიურად სუფთაა, რადგანაც იქ არ ხდება ხეხილის ბაღების, მინდვრების დამუშავება პესტიციდებით, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა – გორი, ქარელი, ხაშური,

თაფლის დაბინძურებისა და ფუტკრის მოწამვლისაგან თავის დაცვის მიზნით პესტიციდები გამოიყენება მცენარეთა ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ.

თუ ფუტკრის ფრენის არეალში თაფლოვანი მცენარეები ვერ აკმაყოფილებენ ნექტარზე ფუტკრის მოთხოვნას, მაშინ საფუტკრე უნდა იქნეს გადატანილი სამთაბაროდ ისეთ ადგილზე, სადაც მოსალოდნელია თაფლოვანი მცენარეების მოსალოდნელია თაფლოვანი ყვავილობა და ფუტკრის განვითარებისა და არსებობისათვის შესაფერისი პირობებია. სწორედ ფუტკრისათვის საკვები ბაზა განსაზღვრავს საფუტკრის ხასიათს სტაციონარული უნდა იყოს იგი თუ სამთაბარო. ფუტკრისათვის საკვები ბაზა უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო საფურაჟე თაფლის რაოდენობას, რომელიც ხმარდება ფუტკრის და ბარტყის გამოკვებას, არამედ სასაქონლო თაფლის მიღებას.

ფუტკარი მთელი წლის განმავლობაში საჭიროებს 100 კგ-მდე თაფლს, რაც ხმარდება ყოველდღიურად თავისი თავის და ბარტყის გამოსაკვებად, გარდა ამისა საჭიროებს 30 კგ ჭეოს, რომელიც ფუტკრის და ბარტყის აუცილებელ ცილოვან საკვებს წარმოადგენს, რომლის დასამზადებლად ფუტკარი იყენებს ყვავილის მტვერს და თაფლს. თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის ვადების და საფუტკრიდან მათი დაშორების მანძილის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მეფუტკრემ ადგილზე ღალიანობის შეწყვეტის შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს თუ საფუტკრე სად გადაიტანოს. ხარისხის მიხედვით თაფლოვანი მცენარეები ორ ჯგუფად იყოფა – პირველი და მეორე ხარისხის თაფლოვნებად, პირველი ხარისხის თაფლოვნებიდან ფუტკრის ძლიერი ოჯახები ზოგჯერ დღეში 10 კგ-მდე ნექტარს აგროვებენ, მათ მიეკუთვნება: აკაცია, სათიბების ყველა თაფლოვნები – სალბი, დედა ფუტკარა, ირმისმხალა, ღიღილო, ვირისტერფა, ბაბუაწვერა, კლდის ვაშლა, ნემსიწვერა, თავსისხლა, ლურჯი ძირწითელა და სხვა. ამიტომ მათი ყვავილობის პერიოდს მთავარ ღალიანობას უწოდებენ.

მეორე ხარისხის თაფლოვანები მცირე რაოდენობით იძლევიან ნექტარს, ახასიათებთ ხანგრძლივი ყვავილობა, ფუტკრები მათ მიერ გამოყოფილი ნექტრით საზრდოობენ აძლიერებენ ოჯახს, მაგრამ თაფლის სასაქონლო პროდუქციას ვერ იძლევიან. იმისდა მიხედვით თაფლოვანი მცენარეები ფუტკრისათვის რა პროდუქციას იძლევიან, იყოფიან სამ ჯგუფად: ნექტრის, ნექტრის და ყვავილის მტვერის და მარტო ყვავილის მტვერის მომცემ მცენარეებად.

მარტო ყვავილის მტვერის მომცემი მცენარეებია: თხილი, ნუში, არყი, ვაზი, კაკლის ხე, მურყანი, ვერხვი, სოჭი, ვარდი, მუხა, ასკილი, ყაყაჩო, მრავალძარღვა და სხვა. არის ისეთი მცენარეები, რომლებიც ფუტკრისათვის უსაფრთხო მაგრამ ადამიანისათვის მომწამვლელ ნექტარს გამოჰ ყოფენ, ასეთ მცენარეს ეკუთვნიან იელი, შქერი, რომლებიც დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული და მისგან მიღებული თაფლი მათრობელა თაფლის სახელწოდებითაა ცნობილი. მათრობელა თაფლის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ადნრომედოტოქსინი, რომელიც ფუტკრის მიმართ უვნებელი, ხოლო ადამიანისათვის ტოქსიკურია.

განსაკუთრებით ტოქსინს დიდი რაოდენობით შეიცავს შქერის ყვავილები. მათრობელა თაფლს ფუტკარი აგროვებს დაგვიანებული   გაზაფხულის დროს, როცა თაფლოვანი მცენარეები ჯერ კიდევ არ ჰყვავიან, ამ დროს კი ყვავილობს შქერი, საიდანაც ფუტკარი აგროვებს ნექტარს და თაფლად გადაამუშავებს.

გარეგნული შეხედულებით, სუნით, გემოთი, არომატით, ოქროს ფერით, იგი ჩვეულებრივ თაფლს ჰგავს, მაგრამ ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს. თაფლის მიღებიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ადამიანს უცივდება ხელ-ფეხი, ეწყება თავის და კუჭის ტკივილი, პირღებინება, თავბრუხვევა და ხშირად გონების დაკარგვა. მათრობელა თაფლის გაუვნებლობის რადიკალური საშუალება ჯერ-ჯერობით არ არის გამონახული.

მას ძირითადად ფუტკრის საკვებად ხმარობენ.  ზოგიერთი მცენარე, მაგ. სურო, გამოჰყოფს ისეთ ნექტარს, რომელიც ფუტკრის ჩიჩახვშივე ემზადება კრისტალიზაციისათვის და ფიჭაში ჩასხმული კრისტალდება, რომელსაც ფუტკარი ზამთარში ვერ ითვისებს და ხშირად შიმშილით იხოცება.

კრისტალიზაციას განიცდის უჯრედში ზოგიერთ წლებში მზესუმზირის ნექტარიდან მიღებული თაფლიც. ასევე სწრაფად კრისტალდება ოქროწკეპლას თაფლი. არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო გვალვიან ამინდში როცა მცენარეში წყდება ნექტრის გამოყოფა, ისინი ფოთლების საშუალებით გამოჰყოფენ ტკბილ წვენს. ნამს, რომელსაც მცენარეული მანანა ეწოდება (მას ვარდნილ თაფლსაც უწოდებენ).

არსებობს მეორე სახის მანანაც: ცხოველური მანანა, იგი არის ფოთლის ზედაპირზე მცხოვრები პარაზიტების, ფარიანების, მღიების და სხვათა მიერ მცენარეული მანანით კვების შედეგად გამოყოფილი ტკბილი ექსკრემენტებისაგან შეგროვილი წვენი, რომელსაც ფუტკარი ითვისებს და სათანადო გადამუშავების შემდეგ ამზადებს მას.
მცენარეულთან შედარებით ცხოველური წარმოშობის მანანა თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო ფუტკრისათვის საშიშ პროდუქტს წარმოადგენს. მანანა თაფლი არასოდეს არ მიეკუთვნება ნატურალურ თაფლს.

მანანას გამოჰყოფიასამანი, მუხა, არყის ხე, კაკალი, ნაძვი, ალუბალი, ატამი, ალვის ხე, წაბლი, ნუში, თელა, ვერხვი და სხვა. მანანა დიდი რაოდენობით გამოიყოფა ტყის ზოლში. თუ მანანა თაფლი სამარაგო თაფლში იქნება იგი ზამთარში იწვევს ფუტკრის მოწამვლას და სიკვდილს.

საქართველოში არის ისეთი მცენარეები, რომლებიც ფუტკრის მიმართ შხამიან ნექტარს და ყვავილის მტვერს გამოჰყოფენ, რაც ფუტკრის მოწამვლას იწვევს. ასეთებს ეკუთვნით: წყლის იელი, მაჯაღვერი, მცოცავი ფრინტა, ხარისთვალა, შორველა, შხამიანი ციკუტა, ხარის ძირა, შხამა, ტიტა, ტილწირი, სურო, ცხენის წაბლი, თავიანი ხახვი, ყანის ბაია, ყაყაჩო და სხვა.

ფუტკრის მოწამვლას და სიკვდილს იწვევს: კამელია, ბუერა, ოლიანდრე, როზმარინი, ძაღლყურძენა, ამბროზია, ლემა, ლენცოფა, ხარიშუბლა და სხვა.

მომშხამველი მცენარეების უმრავლესობა ფუტკარში ერთნაირ კლინიკურ ნიშნებს იწვევენ, ისინი შეიცავენ არა მარტო ფუტკრის, არამედ ადამიანების და ცხოველების მიმართ მომშხამვლელ ნივთიერებებს ალკალოიდების სახით, რომლებიც იწვევენ ფუტკრის კიდურების დამბლას, სკის გარშემო მცოცავი, დაპატარავებულ მუცლიანი, ფრენისუნარდაკარგული, გაშლილ ფრთებიანი, ხორთუმგადმოგდებული ფუტკრების არსებობას.

გარდა ზემოთჩამოთვლილი თაფლოვანებებისა, საქართველოში არსებობს ფუტკრისათვის აუთვისებელი თავლოვანების დიდი მარაგი, საირმის ხეობაში. დუშეთის მთიანეთში, ბზიფის ხეობაში, კავკასიონის კალთებზე, ალაზნის და კოლხეთის დაბლობზე, სქურის და ბორჯომ-ბაკურიანის ზედა ნაწილის ხეობაში, ბახმაროს მთებში, ახალქალაქის, ნინოწმინდის ალპურ საძოვრებში, ლებარდეს მთებში და სხვა, რომელთა ათვისება დააჩქარებს მეფუტკრეობის პროდუქტების სიუხვის შექმნას. ქვემოთ ვიძლევით საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი თაფლოვანი მცენარეების სურათებს.

ნექტრის მომცემი მცენარეებია: აკაცია, წაბლი, ცაცხვი, ჯონჯოლი, ევკალიპტი, მოცვი, მოცხარი, ცერცვეკალა, კოწახური, ვაშლი, შინდი, კომში, მანდარინი, ლიმონი, ხურტკმელი, ხურმა, ჩაი, ზღმარტლი, გლედიჩია, იონჯა, წითელი სამყურა, თავსისხლა, ძიძო, ბოლოკაგრაკლაკრიალოსანა, თავშავა, ნარი, ბოლოკა, ტყის პიტნა, სვია, მზესუმზირა, ბეგქონდარა, ძეძვი, პატარძალა, ზეთისხილი, ლაშქარა, ღიღილო, რეჰანი, შოროქანი, იაპონური სოფორიშალგი, დედა ფუტკარა, კატაბალახა, თამბაქო, კიტრი, ნესვი, გოგრა, საზამთრო, სტაფილო, ქონდარი, შავწამალა, ცერცვი, ტყის ცერცველა, ფაცელია, კიტრის ბალახი, გველთავა, ლურჯი ძირწითელა, ბარამბო და სხვა.

ნექტრის და ყვავილის მტვერის მომცემი მცენარეებია: ნეკერჩხლები, ვაშლი, პანტა, ძიძო, სამყურა, ამორფა, ესპარცეტი, ტირიფები, ცხენის წაბლი, მაჟალოვაშლანა, მსხალი, მაყვალი, თელა, კვრინჩხი, რაფსი, ძახველა, წყავი, იასამანი, აბელაიატუნგო, ჭერამი, თეთრეკალა, კუნელი, ალუბალი, ატამი, გარგარი,  ქლიავი, ფორთოხალი, ჟოლო, მთის სამყურა, ჩაი, ნუში, ბაბუაწვერა, ფშატი, სალბი, ნემსიწვერა, დედოფლისთითა, ნუში, ფშატი, მარწყვი, ვირისტერფა,შავბალახა, ქინძი, ცოცხი. ლაშქარა, ჭინჭრის დედა, ვარდკაჭაჭა, ოქროწკეპლა.

წყარო: „მეფუტკრეობის გზამკვლევი“,