თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის კალენდარი და თაფლპროდუქტიულობა

 საქართველოს ტერიტორიის მიხედვით შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ მცენარეული საფარის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც განპირობებულია ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში რელიეფის, ადგილის სიმაღლის, ჰავის და ნიადაგის განსხვავებულობით.

საქართველოს მცენარეული საფარის ხასიათზე უდიდესი გავლენა მოახდინა ადამიანის სამეურნეო საქმიანობამ, რამაც განაპირობა ყველაზე უფრო დასახლებულ და ეკოლოგიურად ათვისებულ რაიონების ვრცელ ფართობებზე ბუნებრივი მცენარეული საფარის შეცვლა კულტურული მცენარეებით.

საქართველოს ბუნებრივი რესურსების ერთ-ერთ მთავარ ტიპს ტყეები წარმოადგენს. დღეისათვის ტყე საქართველოს ტერიტორიის მესამედსაც ვერ ფარავს. წარსულში ტყის ფართობი ბევრად უფრო ვრცელი იყო, მაგრამ ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად, ხეების უმოწყალოდ გაჩეხვამ, ნიადაგის ეროზიიის ზრდამ, სასოფლო-სამეურნეო მიწების არენდით გაცემამ, ფუტკრის და მეცხოველეობის საკვებად თაფლოვანი მცენარეების ნათესების შემცირებამ. სათიბ-საძოვრების გამოფიტვამ და სხვა ეკოლოგიურ ფაქტორთა გავლენამ თაფლოვანი რესურსების დღევანდელი მდგომარეობა რეალურად შეცვალა. ისე როგორც ბუნების სხვა ელემენტები, საქართველოს მცენარეულობაც გავრცელების არეალის მიხედვით ემორჩილება ვერტიკალურ ზონალობას.

საქართველოში ჩვენს მიერ შესწავლილია 110 სახეობის თაფლოვანი მცენარე, რომლებიც გავრცელებულია როგორც დაბლობ, ისე გარდამავალ და მაღლობ ზონაში, განსაზღვრულია თითოეული მათგანის თაფლპროდუქტიულობა (მინიმალური და მაქსიმალური), კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით (ხელსაყრელ და არახელსაყრელ ამინდის პირობებში).

დღეისათვის საქართველოს მეფუტკრეობის პროდუქტიულობა ბუნებრივ სავარგულებზეა გათვლილი. მცირეა ისეთი ადგილები, სადაც ფუტკრის ოჯახების ყოლა შეიძლება სტაციონარში, თუმცაღა მათი თაფლპროდუქტიულობა საგრძნობლად დაბალია.

ღალიანობის დროს არახელსაყრელი კლიმატური პირობები უარყოფით გავლენად ახდენს ნექტრის გამოყოფაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფუტკრის ოჯახების შიმშილი.

ბოლო ათწლეულში ქვეყანაში საგრძნობლად შეიცვალა კლიმატური პირობები. არასტაბილურია გაზაფხულისა და ზაფხულის დადგომა რის გამოც ძნელდება ამა თუ იმ თაფლოვანი მცენარის ყვავილობის დაწყების კონკრეტული რიცხვის ზუსტად განსაზღვრა. სასოფლო-სამეურნეო თაფლოვანი მცენარეების ყვავილობა დამოკიდებულია თესვის ვადებზე, რის გამოც ყვავილობა ამ თაფლოვნების ხშირად ცვალებადობს, ამიტომ სხვადასხვა ზონაში ყვავილობის დაწყება ცვალებადია და უდრის 10-15 დღეს.

ჩვენი მრავალწლიური ფენოლოგიური დაკვირვებით თაფლოვან მცენარეებზე და მეფუტკრეთა მონაცემების დახმარებით, შევადგინეთ თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის კალენდარი.

#

თაფლოვანების დასახელება ყვავილობის დრო ყვავილობის ხანგრძლივობა თაფლპროდუქტიულობა
მინიმუმი მაქსიმუმი
1

2

3 4 5

6

1

მიმოზა

თებერვალი 15

2

თხილი

თებერვალი მარტი 18

3

შინდი

მარტი 20 10

12

4

ნუში

მარტი 13 10

15

5

ბზა

მარტი 12 10

12

6

ალუჩა

მარტი 13 10

20

7

ტყემალი

მარტი 12 3 18

8

ტირიფი აპრილი 15 100

`120

9

ჭერამი აპრილი 15 20

30

10

ატამი აპრილი 15 3

12

11

მთის ბოკვი

აპრილი

18

80

120

12

ბოლოკა (სარ.)

აპრილი

18

10

25

13

ალუბალი აპრილი 15 15

30

14

ბალი აპრილი 15 10

30

15

კვრინჩხი აპრილი 16 20

30

16

ვაშლი აპრილი 14 25

32

17

ქლიავი აპრილი 15 10

15

18

კომში აპრილი 15 8

12

19

ნეკერჩხალი აპრილი-მაისი 20 60

150

20

ფაცელია აპრილი-მაისი 30-35 250

420

21

რაფსი აპრილი-მაისი 20-30 60

180

22

მსხალი მაისი 16 8

20

23

ქარაძენძი მაისი 25 28

65

24

ტყის ცოცხი მაისი 20 110

350

25

ცხრატყავა მაისი 20 45

70

26

ფუჭფუჭა მაისი 15 50

80

27

თეთრი აკაცია მაისი 14-16 320

550

28

ამორფა მაისი 20-25 220

320

29

ზღმარტლი მაისი 15 25

30

30

ასკილი მაისი 16 9

15

31

კუნელი მაისი 20 35

50

32

კოწახური მაისი 15-18 90

320

33

ევკალიპტი მაისი 25 150

250

34

მანდარინი მაისი 15 30

60

35

ლიმონი მაისი 20 22

28

36

რძიანა მაისი 20 20

28

37

ძახველი მაისი 20 30

60

38

ტუნგი მაისი 18 35

70

39

დაფნა მაისი 22 100

120

40

ქინძი მაისი 25 90

120

41

ნარშავა მაისი 30 120

150

42

მარწყვი მაისი 25 8

10

43

ხურმა მაისი 20 30

80

44

ჭინჭრის დედა მაისი 30 70

100

45

ფშატი მაისი 15 60

80

46

მოცვი მაისი 16 120

135

47

წყავი მაისი 15 80

120

48

ჭყორი (ბაძგი) მაისი 16 80

140

49

ჭნავი (ცირცელ) მაისი 20 70

180

50

დეკა მაისი 24 90

180

51

ჯონჯოლი მაისი 14 25

45

52

თეთრეკალა მაისი 6 თვე 350

650

53

ლაშქარა მაისი-ივნისი 25 136

315

54

შქერი მაისი-ივნისი 25 125

130

55

გლედიჩა მაისი-ივნისი 16 70

80

56

სუკულენტები მაისი-ივნისი 35 50

100

57

ჟოლო ივნისი 20 30

80

58

წითელი

სამყურა

ივნისი 30 15

50

59

იონჯა ივნისი 25 20

45

60

ძიძო თეთრი ივნისი 30 90

280

61

ძიძო ყვითელი ივნისი 50 95

200

62

ლურჯი ძირწითელა ივნისი 30 130

390

63

სამყურა თეთრი ივნისი 30 70

140

64

ღიღილო ივნისი 25 47

80

65

სალბი ივნისი 20 115

260

66

შავწამალა(შავგიორგა) ივნისი 20 110

300

67

შუნდანწლა ივნისი 18 120

145

68

კატაბარდა ივნისი 30 30

45

69

წაბლი ივნისი 20 200

250

70

შავბალახა ივნისი 25 120

370

71

კვიდო ივნისი 25 25

85

72

ესპარცეტი ივნისი 30 30

175

73

ცაცხვი ივნისი 15-20 150

350

74

ანწლი ივნისი 25 32

40

75

მაყვალი ივნისი 20-25 30

70

76

კიტრი ივნისი 15 10

12

77

კუტი ბალახი ივნისი 15-20 30

35

78

წიწიბურა ივნისი 14-16 60

150

79

მდოგვი

ივნისი 20-25 60

75

80

ვარდკაჭაჭა ივნისი 20 10

50

81

თავშავა ივნისი-ივლისი 35-30 60

120

82

ცოცხმაგარა ივნისი- ვლისი 30 110

205

83

ფოლორცის

ბალახი

ივნისი-ივლისი 20 18

40

84

ანისული ივნისი-ივლისი 25 50

70

85

დედა ფუტკარა ივნისი-გვისტო 20 70

130

86

კატაპიტნა ივლისი 15 70

140

87

უნაბი ივლისი 16 150

200

88

გოგრა ივლისი 15-20 8

12

89

მზესუმზირა ივლისი 16-20 25

70

90

ქონდარი ივლისი 25 40

100

91

ბეგქონდარა ივლისი 20 45

140

92

ბარამბო (მელისა) ივლისი 20-25 110

150

93

იალღუნა  ივლისი-        აგვისტო 20 18

30

94

ნარი ივლისი-ვისტო 25-30 72

135

95

ოროვანდი ივლისი-ვისტო 25-40 150

260

96

ოქროწკეპლა სექტემბერი-ქტომბერი 40 130

300

97

სილფია ივლისი-აგვისტო 45 170

250

98

თამბაქო აგვისტო 25 30

140

99

 

შოროქნის

ცოცხი

აგვისტო-სექტემბერი 25-30 20

25

100

სურო (ფათალო) სექტემბერი-ოქტომბერი 30 80

200

101

ჩაი ნოემბერი 30 30

70

102 მუშმულა დეკემბერი 20 40

50

103

ევოდეა აგვისტო 25 200

380

104

მასტაკანთო სექტემბერი 20-25 80

150

105

ძეძვი ივნისი-ივლისი 15-18 80

320

106

დოიცია მაისი-ივნისი 20 110

170

107

იაპონური სოფორა ივლისი 20 180

320

108

პავლოვნია (ხებუერა) მაისი 25-30 230

420

109

კაპარი მაისი 15-20 30

80

110

 

კურდღლისფრჩხილა

ივნისი-ივლისი

30

27

50

ყველა მეფუტკრე ვალდებულია იცოდეს თავისი სამოქმედო ზონის თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის კალენდარული ვადები (მთავარი ღალიანობის ტიპები) ყვავილობის ფაზები გეგმაზომიერი გამოყენებით არის შესაძლებელი მაღალპროდუქტიული მეფუტკრეობის წარმოება.

ლიზა ბალიაშვილი, ნანა მაისურაძე