თებერვალი _ მთვარის კალენდარი მებაღეობისათვის
მთვარის ფაზების გავლენა დედამიწაზე ცნობილია, ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას დედამიწის მიმართ მთვარის მდებარეობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ.
მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს თუ დავუჯერებთ, მთვარის ფაზებს შეუძლიათ სხვადასხვაგვარი ზეგავლენა მოახდინონ მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე.
როგორც ამბობენ, ახალმთვარეობისა და სავსემთვარეობის პერიოდი დარგვისა და გადარგვის სამუშაოების საწარმოებლად არასასურველია. საქმე იმაშია, რომ სავსემთვარეობისას მცენარის წვენი მის მიწისზედა ნაწილში – კენწეროში, ღეროში, ნაყოფსა და ფოთლებშია თავმოყრილი, ხოლო ახალმთვარეობისას პირიქით – ფესვებსა და ბოლქვებში. ამიტომ მცენარეების დათესვისას გასათვალისწინებელია, რომ მთვარის ზრდის ფაზაში დათესილი მცენარეები დაპროგრამებულია მიწისზედა განვითარებაზე, ხოლო მთვარის კლებისას დათესილი – მიწისქვეშა ნაწილების განვითარებაზე.
ეს ნიშნავს, რომ ისეთი ბოსტნეული როგორიცაა კარტოფილი, სტაფილო, თალგამი, ჭარხალი და სხვა ბოლქვოვანი და ძირხვენიანი მცენარეები, უმჯობესია მთვარის კლების ფაზაში დაითესოს და პირიქით, მცენარეები, რომლებიც მიწის ზემოთ გვაძლევენ ნაყოფს – მთვარის ზრდის ფაზაში.
ზოდიაქოს ნაყოფიერი ნიშნები: კირჩხიბი, მორიელი და თევზები;
ზოდიაქოს საშუალოდ ნაყოფიერი ნიშნები: კურო, სასწორი, მშვილდოსანი და თხის რქა;
ზოდიაქოს ნაკლებნაყოფიერი ნიშნები: ვერძი, ტყუპები, ქალწული, ლომი, მერწყული.
დაკვირვებები მოწმობს, რომ მოსავალი გაცილებით უხვი იქნება, თუკი მცენარეების დათესვისა და დარგვისას მთვარის მდგომარეობასა და ზოდიაქოს ნიშნებში მათ მდებარეობას გაითვალისწინებთ.
თებერვლის თვის მთვარის კალენდარი:
11-12 თებერვალი _აღმავალი მთვარეა ვერძის ნიშანში – შესაძლებელია ოთახის ყვავილების დარგვა-გადარგვით დაკავდეთ, სასუქის შეტანით და მწვანილის დათესვითაც ოთახის სათბურებში.
13 თებერვალი _ მთვარის პირველი მეოთხედი ტყუპების ზოდიაქოში – რეკომენდირებულია მიწის გაფხვიერება და მიწისზედა მავნებლებთან ბრძოლა.
14 თებერვალი _ მზარდი მთვარე ტყუპების ნიშანში – რეკომენდირებულია მიწის გაფხვიერება და მიწისზედა მავნებლებთან ბრძოლა.
15-16 თებერვალი _ მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანში – საუკეთესო დროა ოთახის ყვავილების დარგვა გადარგვისათვის, ბოსტნეული კულტურების საჩითილედ დათესვისათვის.
17-18 თებერვალი _ მზარდი მთვარე ლომის ნიშანში – არ არის რეკომენდირებული დათესვისა და გადარგვის სამუშაოები.
19 თებრვალი _ სავსე მთვარე ქალწულის ნიშანში – არ არის რეკომენდირებული მიწის სამუშაოები.
20 თებერვალი _ მთვარე კლების ფაზაშია ქალწულის ზოდიაქოში – შესაძლებელია ოთახის მცენარეების თესვა და გადარგვა, გასხვლა, მიწის გაფხვიერება, სასუქის შეტანა, მიწისზედა მავნებლებთან ბრძოლა.
21-22 თებერვალი _ მთვარე კლების ფაზაშია, სასწორის ზოდიაქოში – შესაძლებელია სათბურებში ბოლქვოვანი ყვავილების დარგვა, დათესვა, მცენარეების გასხვლა, მორწყვა, მიწის გაფხვიერება, ყვავილების გამოკვება.
23-24-25 თებერვალი _ მთვარე კლების ფაზაშია, მორიელის ზოდიაქოში – შესაძლებელია ოთახის მცენარეების დათესვა-გადარგვა, მორწყვა, ნიადაგის გაფხვიერება და ყვავილების გამოკვება.
26 თებერვალი _ მთვარის ბოლო მეოთხედი მშვილდოსანის ზოდიაქოში – შესაძლებელია მიწის გაფხვიერება, სასუქის შეტანა, მიწისზედა მავნებლებთან ბრძოლა.
27 თებერვალი _ მთვარე კლების ფაზაშია, მშვილდოსნის ზოდიაქოში – შესაძლებელია მიწის გაფხვიერება, სასუქის შეტანა, მიწისზედა მავნებლებთან ბრძოლა.
28 თებერვალი _ მთვარე კლების ფაზაშია, თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში – შესაძლებელია დარგვა, დათესვა, გასხვლა, ნიადაგის გაფხვიერება, ნიადაგის მავნებლებთან ბრძოლა.
წყარო: sputnik-georgia.com