აგროსიახლეები

თეთრი მარწყვი _ ახალი ნიშა აშშ-ს კენკრის ბაზარზე

მებაღეობის მეცნიერებათა პროფესორისდა მარწყვის სელექციონერის ვენს უიტაკერის თქმით, არცერთ ჯიშს ჯერ სახელი არ აქვს – ისინი ცნობილია როგორც FL 16.78-109 (თეთრი) და FL 16.30-128 (წითელი).

„მას შემდეგ, რაც წელს თეთრი მარწყვი სატესტო რეჟიმში უკვე შემოდის ბაზარზე, მისადმი  ინტერესია გაიზარდა“, – თქვა უიტაკერმა.

მისი თქმით, თეთრ მარწყვ „ანანასის“ მსუბუქი არომატი აქვს, შიგნიდან და გარედან თეთრია, ზედაპირზე ოდნავ დაჰკრავს ვარდისფერი და წითელი თესლი აქვს.

„გემო ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ბაღის მარწყვისგან, ის ტკბილია, ანანასის არომატით“, – თქვა უიტაკერმა. „თეთრი მარწყვი იაპონიაში დიდი ხანია პოპულარულია, შეერთებული შტატებში კი ეს პირველი ბაღის თეთრი მარწყვი იქნება“.

მან აღნიშნა, რომ თეთრი მარწყვის პოვნა ბუნებაში შეიძლება და სელექციონერები ბუნებრივ თვისებებს იყენებენ რათა ველური თეთრი მარწყვის თანამედროვე მარწყვებთან შეჯვარებით განსაკუთრებული შესახედაობის და გემოს პროდუქტი მიიღონ.

2012 წელს, ფლორიდის უნივერსიტეტში, იაპონიიდან ჩამოტანილი მარწყვის თესლი დარგეს და რამდენიმე მცენარემ გაიხარა. უიტაკერის თქმით, ამ მცენარეების მტვერით და ფლორიდას მკვიდრი ჯიშებისგან მიიღეს ახალი ჯიში.

„კომერციული კვლევები ძალიან იმედის მომცემია“, – აღნიშნა მეცნიერმა. 2022 წლისთვის ახალი თეთრი ბაღის მარწყვი აშშ – ს სასურსათო მაღაზიებში მოხვდება და ანანასის არომატის გამო, სავარაუდოდ, „ანანასის კენკრის“ სახელით გაიყიდება“.

Pineberry ან „თეთრი მარწყვი“ ახალი ნიშაა აშშ-ს კენკრის ბაზარზე. რა თქმა უნდა თეთრი მარწყვისმოყვანა უფრო მცირე ფართობებზე მოხდება, რადგან ის ახალი პროდუქტია. ფერმერებს დრო დასჭირდებათ რომ შეეჩვიონ მის მოყვანას და ასევე დრო დასჭირდება მომხმარებლებსაც.

 

2