მედია ფერმერებისთვის TV

საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარებისათვის

საქართველოს მთის რეგიონებს, როგორც მოსახლეობის საცხოვრებელი და ეკონომიკური საქმიანობის რთულ, მკაცრ ბუნებრივ სივრცეს, მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება.

საქსტატის ბოლო მონაცემებით მთიანი რეგიონებში, ქვეყნის ჩრდილოეთის ზონის მთის სამხრეთის კალთებზე 165-მდე სოფელია გაუკაცრიელებული, ხოლო 200-მდე მთის სოფელში 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს მუდმივად.

მთიანი რეგიონის ტერიტორიის 80%-ზე მეტი, გეოეკოლოგიური თვალსაზრისით, ბუნებრივი სტიქიური მოვლენების მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფება.

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, მთის სოფლების შენარჩუნების, ასევე ნასოფლარების აღდგენის, მთის ბუნებრივი რესურსების და მრავალფეროვნების კონსერვაციის, ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირების, იდენტიფიცირების, პრევენციის, სწორად მართვის და განვითარებისათვის მიზანშეწონილია, საქართველოში,  ეროვნული, ევროპული და მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიქმნას მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სპეციფიკის ადეკვატური და მაღალკვალიფიციური საერთაშორისო სტანდარტის მთის მცოდნე კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების პირობები.

დღეს მთის თემაზე სასაუბროდ ტელეკომპანია „საფერავის“ და ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ ერთობლივი გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ სტუმრად მოვიწვიეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ნოე ხოზრევანიძე და სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი კობა კობალაძე, რომლებიც იმ მწვავე საკითხებზე და გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.

გადაცემა მიჰყავს ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორს შოთა მაჭარაშვილს.