თეთრი სახლის სკანდალური ანგარიში ბავშვთა ჯანმრთელობაზე _ დასახელდა კრიზისის 4 შესაძლო მიზეზი
ჯანდაცვის მინისტრმა რობერტ კენედი უმცროსმა ბავშვებში ქრონიკული დაავადებების ზრდის ფონზე ოთხი შესაძლო ძირეული მიზეზი გამოყო – რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისად“ შეაფასა.
აღნიშნული დასკვნები წარმოდგენილია ანგარიშში, რომელიც შეადგინა ინიციატივამ „გავხადოთ ამერიკა კვლავ ჯანმრთელი“ (Make America Healthy Again – MAHA).
ანგარიშის თანახმად, პრობლემის ძირითადი წყაროებია:
-
არაჯანსაღი კვება;
-
გარემოს ქიმიური დაბინძურება;
-
ფიზიკური აქტივობის დეფიციტი და ქრონიკული სტრესი;
-
მედიკამენტოზური გადამეტება, მათ შორის ვაქცინებთან დაკავშირებული საკითხები.
დოკუმენტი რეკომენდაციას იძლევა შემდგომი კვლევებისთვის ვაქცინებსა და ქრონიკულ დაავადებებს შორის შესაძლო კავშირის შესახებ, აღნიშნავს კი, რომ ამ თემაზე სამეცნიერო კვლევები „ძალიან შეზღუდულია“.
ტრამპმა ანგარიში შეაფასა როგორც „შემაძრწუნებელი, დაუჯერებელი და შემაშფოთებელი“ და პირობა დადო, რომ 2025 წლის აგვისტოში წარდგენილ პოლიტიკურ რეკომენდაციებს რეალურად განახორციელებს.
ულტრაპროცესირებული საკვები (ულტრაპროცესირებულ საკვებად ითვლება ის პროდუქტები, რომლებიც დამზადებულია რამდენიმე ეტაპზე ქიმიური ან მექანიკური პროცესებით და შეიცავს ხელოვნურ დანამატებს) და „კრიზისის“ კვებითი ასპექტი
MAHA-ის კომისიის შეფასებით, ამერიკელი ბავშვების რაციონის 70% შედგება მაღალკალორიული, დაბალ საკვები ღირებულების მქონე პროდუქტებისგან, რომლებიც შექმნილია ლაბორატორიაში – დამატებული საღებავებით, არაბუნებრივი არომატიზატორებითა და ხელოვნური დამატკბობლებით.
განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ ნივთიერებებზე გამახვილებულია:
-
Red 40 – საღებავი, რომელიც ბავშვებში ქცევით დარღვევებთან ასოცირდება;
-
Titanium Dioxide – შესაძლოა იწვევდეს დნმ-ის დაზიანებას;
-
Propylparaben – p-ჰიდროქსიბენზოინის მჟავა, რომელსაც ჰორმონულ დისბალანსს უკავშირებენ;
-
ხელოვნური დამატკბობლები – დაკავშირებულია სიმსუქნესა და მეტაბოლურ სინდრომთან.
შეერთებული შტატების მოსახლეობის კვების 50% ულტრაპროცესირებული (ულტრაპროცესირებულ საკვებად ითვლება ის პროდუქტები, რომლებიც დამზადებულია რამდენიმე ეტაპზე ქიმიური ან მექანიკური პროცესებით და შეიცავს ხელოვნურ დანამატებს) პროდუქტებისგან შედგება, მაშინ როცა ევროპულ ქვეყნებში (პორტუგალია, იტალია, საფრანგეთი) ეს მაჩვენებელი 10-31%-ს შორის მერყეობს.
ანგარიში ხაზგასმით მოითხოვს ჯანსაღი, ბუნებრივი პროდუქციის მხარდაჭერას და ამერიკელი ფერმერების აქტიურ ჩართვას და მონაწილეობას, მათი როლის წინ წამოწევას ჯანდაცვის პოლიტიკაში.
ქიმიური დაბინძურება – სახლის მტვერიდან მიკროპლასტიკამდე
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან გარემოს დაბინძურების მიმართ. მავნე ქიმიკატები გვხვდება:
-
მძიმე ლითონებში;
-
პესტიციდებში;
-
სარეცხ საშუალებებში;
-
კოსმეტიკაში;
-
ნავთობის ნედლეულით დამზადებულ შესაფუთ მასალებში;
-
სამზარეულოს ჭურჭელში, თერმულად დამუშავების დროს პროდუქტს ძირზე არ იწვავენ, სასმელი წყლის სისტემაში (ფტორიც მოიხსენიება).
ამას გარდა კომისია ელექტრომაგნიტურ რადიაციაზეც ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა მობილურებისა და ლეპტოპების ზემოქმედება. ერთ-ერთ კვლევაზე დაყრდნობით, ამერიკელების ტვინში მიკროპლასტიკის აღმოჩენის მაჩვენებელი 2016-დან 2024 წლამდე 50%-ით გაიზარდა.
პოტენციურ გამოსავლად ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიცირებისა და რისკის შეფასებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სახელდება.
ფიზიკური აქტიურობიადმი ინერტულობა და ციფრული ეპოქის სინდრომი
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ბავშვები ნაკლებად მოძრაობენ, რაც დაკავშირებულია:
-
ჰაერზე გასვლის შემცირებასთან;
-
ველოსიპედით გადაადგილების ნაკლებასთან;
-
სკოლის ეზოში ფიზიკური აქტივობის შემცირებასთან;
-
ეკრანებზე დამოკიდებულებასთან.
2024 წლისთვის 6-17 წლის ასაკის ბავშვების 70%-ზე მეტი ვერ აკმაყოფილებს ფედერალური სტანდარტით განსაზღვრულ ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობის მინიმუმს.
ეკრანებთან ხანგრძლივი დროის გატარება ასოცირდება დეპრესიასთან, უძილობასთან, მარტოობის განცდასთან და ქრონიკულ სტრესთან.
მედიკამენტოზური სიჭარბე და ვაქცინები
ანგარიშის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ნაწილი ეხება მედიკამენტების ჭარბად დანიშვნას და ვაქცინებთან დაკავშირებულ კითხვებს. კომისიის შეფასებით, ბოლო ათწლეულებში კორპორატიული ზეგავლენა ხელს უწყობდა ბავშვების გადამეტებულ დიაგნოსტირებას და წამლების ფართოდ დანიშვნას, ხშირად – გარემო ფაქტორების სრულფასოვანი შეფასების გარეშე.
აღნიშნულია:
-
ADHD-ის, ანტიდეპრესანტებისა და ანტიბიოტიკების ხშირად დანიშვნა;
-
ვაქცინების სარგებელი, მაგრამ ასევე საჭიროა, სრულად იქნას გათვალისწინებული მათი შესაძლო გვერდითი ეფექტები;
-
აუცილებლობა იმისა, რომ მშობლებს განემარტოს როგორც ვაქცინების სარგებელიანობის, ისე რისკების შესახებ;
- ანგარიში აკრიტიკებს ამერიკის მედიცინის ასოციაციას (AMA), რომელიც 2025 წელს ღიად დაუპირისპირდა “ჯანდაცვის დეზინფორმაციას”. ავტორების აზრით, ეს ხელს უშლის კრიტიკულ დისკუსიას ვაქცინებზე.
დასკვნა და სამომავალო ნაბიჯები
ანგარიშის ბოლო ნაწილში რეკომენდებულია:
-
ბავშვებზე დანიშნული მედიკამენტების ეროვნული მონიტორინგის სისტემის შექმნა;
-
აუტიზმის მონაცემთა ბაზის გაფართოება;
-
AI-ზე დაფუძნებული ანალიზის დანერგვა ადრეული დიაგნოსტიკისთვის;
-
ცხოვრების წესზე დაფუძნებული ეროვნული ინიციატივის დაწყება, შემთხვევითი კონტროლით სარგებლობის ეფექტიანობის შესაფასებლად.
დონალდ ტრამპის სიტყვებით:
„ჩვენ არ შევჩერდებით, სანამ არ დავამარცხებთ ქრონიკული დაავადებების ეპიდემიას ამერიკაში. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ აუცილებელია.“
თეთრი სახლის ახალი ანგარიში ადასტურებს, რომ ულტრაპროცესირებულმა საკვებმა ბავშვთა ჯანმრთელობა კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. გამოსავალი – ნატურალური, ადგილობრივი პროდუქტის დაბრუნებაა ოჯახურ მენიუში. ამერიკელ ფერმერებს უკვე უხდებათ მთავარი როლი ჯანსაღი მომავლის შენებაში.
ეს გზავნილი მნიშვნელოვანია ქართული სოფლის მეურნეობისთვისაც – რაც უფრო ბუნებრივია საკვები, მით უფრო დაცულია მომავალი თაობა.
რა ზემოქმედებას ახდენს საკვები და გარემო თქვენს შვილებზე?
თეთრი სახლის ანგარიში გვაფრთხილებს: ბავშვებში ქრონიკული დაავადებების საგანგაშო ზრდას იწვევს არა მხოლოდ მავნე საკვები, არამედ ქიმიური ნივთიერებები, ეკრანთან გატარებული დრო და ზედმეტი მედიკამენტები. დოკუმენტი მშობლებს ურჩევს მეტი ყურადღება მიაქციონ ბუნებრივ კვებას, მოძრაობასა და ინფორმირებულობას ვაქცინებზე.
ჯანსაღი ბავშვობა იწყება თქვენს არჩევანზე , ამიტომ ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღეთ ყოველი ნაბიჯი ყოველდღიურად წინასწარ აწონ-დაწონეთ.