თხილის კვირტის ტკიპა
საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგთა შორის, მეხილეობას ყოველთვის, წამყვანი ადგილი ეკავა. ხეხილის კულტურები საქართველოს ცალკეულ _ აგროეკოლოგიურ ზონებში მისი აგრობიოლოგიური თავისებურებების, მცენარეთა გავრცელების ხელსაყრელი ნიადაგურ_კლიმატური პირობების მიხედვით ნაწილდებოდა. აქედან გამომდინარე საქართველოს რეგიონებისათვის გამოკვეთილი იყო პრიორიტეტული მიმართულებე-ბი და კულტურები, რომელთა წარმოება კონკრეტულ ზონაში, მათი ხარისხობრივი და სასაქონლო მაჩვენებლებით სხვა კულტურებთან შედარებით მომგებიანი იყო.
უკანასკნელ პერიოდში პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებას გარკვეული სირთულეები შეუქ-მნა. მოიშალა ხილის წარმოებისა და გადამმუშავებული მრეწველობის ბაზა, უკი-დურესად შემცირდა ექსპორტი, რამაც საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში აგრარულ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება განაპირობა. მოცემულ, ექსტრემალურ ვითარებაში საქართველოში ყურადღება გამახვილდა, ხილის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კულტურათა წარმოების განვითარებაზე. საქართველოში ინტენსიურად დაიწყო კაკლოვანი კულტურების, განსაკუთრებით თხილის გაშენება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოში _ კლასიკურ რეგიონში (სუბტროპიკული ზონა) თხილის კულტურის გაშენებისა და წარმოებას დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ფართო საწარმოო მნიშვნელობით მის გან-ვითარებას XIX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში, გაცილებით მომგებიანი, მაგრამ უფრო შრომატევადი, ჩაის კულტურის ინტენსიურად დანერგვამ შეუშალა ხელი.
ბოლო 10_15 წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე თხილის ნაყოფზე მოთხოვნილება მნიშვნელოვნად გაიზარდა. წარმოებამ დაახლოებით 500 ათას ტონას მიაღწია. (დღეს თხილის ძირითადი მწარმოებელი თურქეთია (დაახლოებით 76%). ამან, საქართველოში თხილის კულტურის საწარმო მიზნით გაშენებისა და მი-სი ნედლეულის ექსპორტირების ინტერესი გააჩინა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენებას მიჰყო ხელი. ნარგაობა შენდება, როგორც მცირე ნაკვეთებზე, ისე მსხვილ ფერმერულ გაერთიანებათა ფართობებზე. მნიშვნელოვანი პლანტაციები გაშენდა აღმოსავლეთ საქართველოში, კულტურისთვის არატრადიციულ და არაკლასიკურ ზონაში, რაც, სამწუხაროდ, ვაზისა და ღვინის მოყვანა_წარმოების არარენტაბელურობამ, კერძოდ გასაღების ბაზრების დაკარგვამ გამოიწვია. რესპუბლიკაში დღეს, სავარაუ-დოდ, თხილის პლანტაციები 15 ათასამდე ჰექტრზეა გაშენებული.
მიუხედავად კულტურის დაბალმოსავლიანობისა (საშ. 1 ჰა_ზე 1,5_2 ტ), მოსახლეობის გარკვეული ნაწილის საოჯახო ბიუჯეტში თხილმა მნიშვნელოვანი წვლილი შე-იტანა. საბაზრო მოთხოვნილებიდან გამომდინარე, დღეს საქართველოს სუბტროპი-კული ზონის წამყვან კულტურათა შორის, თხილს (თავისი აგრობიოლოგიური თავი-სებურებების გათვალისწინებით, სწორად გადადგილებისა და მოვლის სათანადო პირობების შექმნის ფონზე), ერთ_ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს. ეკონომი-კური თვალსაზრისით თხილის წარმოებიდან შემოსავლების გაზრდის რეალური შე-საძლებლობა არსებობს. ამის მხოლოდ და მხოლოდ ამ კულტურის მოვლა-მოყვანით დაკავებულ პირთა შესაბამისი სწავლება_კონსულტირებითა და მეცნიერული სიახლეების გაცნობის გზით მიიღწევა. მათ, ვინც თხილის მოყვანითაა დაკავებული აუცილებელია მეტი იცოდნენ მცენარეთა დაცვის საკითხებზე, განსაკუთრებით საშიშ მავნებელ-დაავადებათა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე.
დამწყებ წვრილ ფერმერებისათვის კონსულტაციებთან ერთად აუცილებელია ეკონომიკური ხელის შეწყობა, რაც გამოიხატება სუფთა, დარაიონებული ჯიშების სარგავი მასალითა და ხარისხიანი მცენარეთა დაცვისა თუ მინერალური სასუქებით უზრუნველყოფაში.
დღეს, რეალურად თხილის კულტურას საქართველოში უდიდესი საშიშროება ემუქრება კვირტის ტკიპას მავნებლის გამო. კვირტის ტკიპა ამ კულტურას ყოველთ-ვის აზიანებდა, მაგრამ მაშინ თხილი, ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთებზე მცირე რაოდენობით მოჰყავდათ. მავნებლის მიერ მიყენებული ზარალიც, შესაბამისად ლო-კალური იყო და მისი ფართო მასშტაბით გავრცელების საშიშროება არ არსებობდა. დღეს კი ამ კულტურის სამრეწველო ნარგაობებად გაშენების შემდეგ, ეს საშიშროება ერთიათად გაიზარდა და თუ პრევენციული ღონისძიებები დაუყონებლივ არ გატარდება, იგი ფერმერებს აუნაზღაურებელ ზარალს მიაყენებს.
ჩვენი ექსპედიციური დაკვირვებებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მავნებელი დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში ფართო მასშტაბები-თაა გავრცელებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამეგრელოს რაიონები, სადაც, თითქმის არ არსებობს ბაღები, სადაც თხილის ნარგავებში სანაყოფე კვირტების 25-30% დაზიანებული არ იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსავალი ამდენივე პროცენ-ტითაა შემცირებული. ის ტოტები რომელზედაც მავნებელი ინტენსიურადაა დაფიქ-სირებული, იწყებს ვეგეტაციის შენელებას და მომდევნო წელს მთლიანად ხმება. ასეთი ფართობებში თუ დროულად არ შესრულდება ქიმიურ- მექანიკურ-პროფილაქ-ტიკური ღონისძიებები, 3_4 წლის შემდეგ მცენარე შეიძლება მთლიანად გახმეს.
მავნებლის სიმპტომები მცენარეზე ადვილი შესამჩნევია.
თხილის კვირტის ტკიპა (Eriophyes avellaenae Nal) იგი გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგიონში, განსაკუთრებით ინტენსიურად გვხვდება დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში, სადაც თხილის ნარგაობა სამრეწველო მნიშვნელობით არის წარმოდგენილი. ის სახლდება მხოლოდ თხილის მცენარის კვირტებზე. რის შედეგადაც კვირტები არანორმალურად ვითარდება ან საერთოდ ვერ იშლება.
ტკიპა მჩხვლეტავი ხელიცერებით ძლიერ აზიანებს გენერაციული მდედრობით და საფოთლე კვირტების ქსოვილის ზედაპირს, იშვიათად მჭადა ყვავილედს. წუწნის შედეგად კვირტის შიდა მხრიდან წარმოიქმნება გალის მსგავსი ღუდუდოები, რომელიც თავდაპირველად ღია მწვანე ფერისაა, შემდეგ ყვითლდება და ბოლოს, გაზაფხულზე მარტისა და აპრილის პერიოდში მოყავისფრო, მოწითალო, შინდისფერს ღებულობს. კვირტის ქერქლები ხდება ქეჩისებრი. საბოლოოდ დაზიანებული კვირტები განიცდის დეფორმაციას და გაფურჩქნულ ყვავილს მოგვაგონებს. მათი ზომა საღთან შედარებით მოცულობით 4-5 ჯერ, ზოგჯერ 8-ჯერაც კი მატულობს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზაფხულზე დაზიანებული საფოთლე კვირტები საგრძნობლად არის გაფურჩქვნილი, დაახლოებით 15-20 ჯერ დიდია, საღ კვირტებთან შედარებით, ხოლო მისგან განვითარებული დამახინჯებული, გოფრირებული ფოთლე-ბის ზომა საღ ფოთლებთან შედარებით შემცირებულია. დაზიანებული დეფორმირებული კვირტები კარგავს ნაყოფის განვითარების უნარს, რის შედეგად მოსავლის დონე საგრძნობლად ეცემა. ზაფხულის დადგომისთანავე საყვავილე კვირტები ხმება, ცვივა და პერიფერიულ ნაწილებში ჩნდება გამხმარი ტოტები.
ტკიპების მიგრაცია ძველი კვირტებიდან იწყება აპრილში (ტემპერატურა 13-140C და შეფარდებითი ტენიანობა 50-60%), ხოლო ინტენსიურად მიმდინარეობს მაისის თვეში. ისინი კვირტის გარეთ არიან მოფენილი და თეთრი ფიფქის შთა-ბეჭდილებას ტოვებენ, რაც შეიარაღებული თვალით ადვილად შეიმჩნევა. მიგ-რაცია მიმდინარეობს დილის და საღამოს საათებში თბილ და მზიან ამინდებ-ში, ხოლო წვიმიან ამინდში შეჩერებულია. დაზიანებულ კვირტებში ზრდასრულ ტკიპებთან ერთად გვხვდება კვერცხებიც, საიდანაც მავნებელი იჩეკება და საღ კვირტებზე ვრცელდება.
ბრძოლის ღონისძიებები: ეფექტური ღონისძიებაა ადრე გაზაფხულზე მო-ზამთრე ტკიპების წინააღმდეგ დაზიანებული, დეფორმირებული, გაწითლებული კვირტების შეცლა და დაწვა.
ბრძოლის ქიმიური ღონისძიებებიდან ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი (თხილის საფოთლე კვირტების გაშლა, ნაყოფების გამონასკვა) არის ტკიპე-ბის მიგრაციის დრო, აპრილის ბოლოდან მაისის ჩათვლით. I-წამლობა უნდა ჩატარდეს 0,04% ენვიდორით, შემდეგი მე-II – III წამლობა 0,2% ნეორონით, ომა-იტით ან მასაითით ინტერვალი 12-14 დღე.
კუკური ძერია, სოფლის მეურნეობის მეც/აკადემიური დოქტორი,
ნატო მიქაძე, სოფლის მეურნეობის მეც/აკადემიური დოქტორი,
ლუდმილა ცხვედაძე, სოფლის მეურნეობის მეც/აკადემიური დოქტორი