თხილის ნერგების მომზადება და დარგვა
თხილის გამრავლების ყველაზე იოლი ხერხი ბუჩქის დაყოფით და ფესვის ამონაყრებით გამრავლებაა. მეტი ამონაყარი რომ მივიღოთ, საჭიროა ადრე გაზაფხულზე შერჩეული სადედე ბუჩქების ირგვლივ მიწა 20 სმ. სიღრმეზე გადაიბაროს, რითაც გაძლიერდება ამონაყრის წარმოქმნა.
თხილის ნერგების ნიადაგი სასურველია გავანოყჩანაწერის ნახვაიეროთ გადამწვარი ნაკელით, სასუქებით, რომ ახალგაზრდა ამონაყარს განვითარებისათვის უკეთესი პირობები შეექმნათ.
გვალვიან პერიოდში ამონაყარი უნდა მოირწყას, გაიწმინდოს სარეველებისაგან, ნოემბერში კი უნდა ამოვიღოთ ბარით ფრთხილად ფესვების დაუზიანებლად და დავახარისხოთ.
კარგად განვითარებული სტანდარტული ნერგები მუდმივ ადგილზე ირგვება, ხოლო სუსტი ნერგები უნდა გადავიტანოთ სპეციალურ სანერგეში და მოვამზადოთ მომდევნო წლისათვის.
სპეციალურ სანერგეში ნერგების ირგვება ჯიშობრივი მახასიათებლების ზუსტი დაცვით, ნიშანდებით რადგან რეალიზაციის დროს არ მოხდეს აღრევა.
რაც უფრო ჯანსაღია ნერგი, მით მეტია მისი გახარების უნარი და ზრდის ინტენსივობა.
თხილის ბაღის გაშენება უმჯობესია შემოდგომით (ოქტომბერ-ნოემბერი), თუმცა შეიძლება ადრე გაზაფხულზეც. მცენარეთა დასარგავად მონიშნულ ადგილზე იღებენ 40×40 სმ. სიღრმის ორმოებს, ხოლო დაქანებულ ფერდობებზე, სადაც არ ჩატარებულა ნიადაგის მთლიანი დამუშავება 80×50 სმ. სიღრმის ორმოებს.
ორმოებში უნდა ჩაკეთდეს 8-10 კგ. გადამწვარი ნაკელი, 150 გ. ფოსფორიანი და 100 გ. კალიუმიანი სასუქი. ყველა კომპონენტი კარგად აირიოს მიწასთან ერთად და შეივსოს ორმო.
დარგვის წინ ნერგები ფრთხილად უნდა გადავიტანოთ ნაკვეთზე. სასურველია ნერგის ფესვები ამოვავლოთ წუნწუხში. ორმოში ირგვება 1, 2 ან 3 ნერგი. თუ ნერგები შედარებით წვრილია, მაშინ უმჯობესია 2-3 ნერგის ერთად დარგვა, თუმცა დარგვის დროს ნერგებს შორის მანძილი 10-15 სმ. უნდა იყოს. ორმოში ნერგების გახშირებულ დარგვას აქვს დადებითი ეფექტი, მეტია გახარების შესაძლებლობა და ასევე ნარგაობა ადრე იწყებს ინტენსიურ დაბუჩქვას.
სასურველია ნერგი ორმა კაცმა დარგვას,, ერთმა გაასწოროს ნერგები ორმოში, მეორე კი ფრთხილად მიაყაროს მიწას და მოტკეპნოს.
დარგული ნერგები 50 სმ. სიმაღლეზე უნდა გადაიჭრას, ისე რომ დავუტოვოთ 5-6 კვირტი, გაუკეთდეს ჯამი და საჭიროებისამებრ მოირწყას.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი