ტირიფისებრი ევკალიპტი
ტირიფისებრი ევკალიპტი – ერთ–ერთი ყინვაგამძლე და სწრაფმზარდი მცენარეა 15-20 წლის მცენარე 20-25 მეტრი სიმაღლისაა, და საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. მას უკავია ევკალიპტის ნარგავების 85%-ზე მეტი.
ზრდასრული ტირიფისებრი ევკალიპტი ელეგანტური ტანის, გლუვქერქიანი 40-50მ-მდე ხე-მცენარეა. ცენტრალური ღერო და ძირითადი ტოტები დაფარული აქვს მონაცრისფრო, რომელიც ქერქს იცვლის სისტემატიურად. იუვენილური ფოთლები მწვანე, მოპირდაპირედ გაწყობილი, მჯდომარე და ვიწრო ან ფართო ლანცეტური აქვს; ასაკოვანი ფოთლები კი მუქი მწვანე, მორიგეობითი, ყუნწიანი, ნამგლისებრ-ლანცეტური ფორმის ან ნამგლისებურად მოხრილი. ფესვთა სისტემა უხვად იწოვს ნიადაგიდან ტენს, ხოლო ფოთლები ინტენსიურად აორთქლებენ მას.
ტირიფისებრი ევკალიპტის ყვავილი იღლიაში სამყვავილოვან ქოლგად ზის, ყვავილსაფარი მომრგვალო, კოკორი მოკლე ყუნწზე მჯდომარე კვერცხისებრი ან ცილინდრული ფორმის აქვს.
ტირიფისებრი ევკალიპტის სამშობლოა სამხრეთ ავსტრალია, უელსი, ვიქტორია, და ტასმანია. იზრდება ქვიშნარ–თიხნარ და ალუვიურ ნიადაგებზე, როგორც დაბლობში, ისე მთებში, ზღვის დონიდან ათას მეტრ სიმაღლეზე.
მერქანი, რომელიც მაღალ კლასს არ განეკუთნებ აქვს თეთრი, ან ღია-მოყვიტალო ფერის, მაგარი, ზომიერად მტკიცე, საკმაოდ მსუბუქი და მყიფე, მაგრამ არამკრივი რომელიც დამაკმაყოფილებელი ღირსებით ხასიათდება და შეიძლება გამოიყენონ საამშენებლო საქმეში და სხვა სამეურნეო მიზნებისთვის. ფოთლები შეიცავს 0.5-1.5%-მდე ძვირფას ეთეროვან ზეთს, რომლის შემადგენლობაში შედის ცინეოლი, პინენი, ფელანდრენი და სესკვიტერპენები, ამიტომ მის ეთერზეთზე დიდი მოთხოვნილებაა საპარფიუმერო და ფარმაკოლოგიურ მრეწველობაში.
ტირიფისებრი ევკალიპტს ახასიათებს ამონაყრებით სწრაფად და მძლავრად განახლების უნარი, შეიძლება მისი გავრცელება როგორ ხე-ღეროვან, ისე ამონაყარი კულტურის სახით.
ტირიფისებრი ევკალიპტის მუდმივ ადგილზე დარგვის საუკეთესო ვადაა გაზაფხული.
სტანდარტულად ითვლება 30-35 სმ სიმაღლის ნერგები, რომლებსაც აქვთ საღი ფოთლები.
რეზო ჯაბნიძე,
სსმმ აკადემიის აკადემიკოსი