როგორ დავიზღვიოთ თავი ტროპილელაფსოზის გავრცელებისგან
ტკიპების გვარის – ტროპილელაფსი (კლასი: მწერები რიგი: Mesostigmata ოჯახი: Laelapidae, გვარი: Tropilaelaps spp.) (შემდეგში – ტროფილაეფსოზი) წარმომადგენელი სახეობები მეთაფლია ფუტკრების გვარში (Apis) შემავალი სახეობების ბარტყის პარაზიტებს წარმოადგენენ. ევროპული მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera) ქვესახეობების მიმართ პარაზიტიზმს ავლენენ ტროპილელაფსის გვარიდან მხოლოდ ორი სახეობის ტკიპები: Tropilaelaps clareae და Tropilaelaps mercedesae, რომელთა გარეგნული ნიშნები, პარაზიტიზმის თავისებურებები და ცხოვრების წესი მსგავსია.
მავნებელი მეთაფლია ფუტკრის აზიური სახეობებისთვის ენდემურია.
მეთაფლია ფუტკრის ევროპული რასის ოჯახებს არ აქვთ გამოხატული პარაზიტი ტკიპისგან თავდაცვის ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმები. ტკიპი იწვევს მათი ოჯახების ძლიერ დასუსტებასა და განადგურებას, ხშირად ტკიპით ძლიერ დასნებოვნებული ფუტკრის ოჯახი ტოვებს ბუდეს. ტკიპი დიდ ეკონომიკურ ზიანს აყენებს მეფუტკრეობის დარგს (PS. რედ).
ტროპილელაფსოზის დაავადების გავრცელებისგან თავი რომ დავიზღვიოთ, შემდეგი ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო:
1. აუცილებელია მეფუტკრეთა აქტიურობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
2. მეფუტკრეები დაუკავშირდით ერთმანეთს მუნიციპალიტეტში, სოფელში, უბანში და შეიმუშავეთ დედების იზოლირების გრაფიკი;
3. დედა ფუტკრის იზოლირება სრულად შესაძლებელია 35 დღით, რაც საშუალებას მოგვცემს აკარაციდული ჩარევის გარეშე ტროპი მოვკლათ შიმშილით (ზრდასრული ფუტკარზე ვერ იკვებება. იკვებება მხოლოს ჭუპრის ფუმფლის სხეულიდან);
4. დროებით შეწყვიტეთ ფუტკრის ოჯახების გადაადგილება, მთა-ბარობა რისკის შემცველ რეგიონებში (სამეგრელო-ზემო სვანეთი), ფუტკრის ოჯახების გაყიდვა/ჩუქება მუნიციპალიტეტის გარეთ;
5. აუცილებელია ფუტკრის ოჯახების მონიტორინგი და ტესტების სიხშირე;
6. თუ სადმე ტროპი დააფიქსირეთ არსებობს ბრძოლის სხვადასხვა ხერხი;
I – ბარტყიანი ჩარჩოების განადგურება და ოჯახის დამუშავება ჭიანჭველმჟავით საღამოს საათებში (დღისით ტემპერატურა მაღალია, სხვა აკარაციდები არ მოქმედებსო…);
II – დედა ფუტკრის იზოლირება 35 დღით – ტროპი შიმშილით დაიხოცება;
III – ბარტყიანი ჩარჩოების წართმევა ფუტკრიანად დედის გარეშე, ცალკე კორპუსებში მოქცევა და დედა ფუტკრის გამოყვანა, ბარტყის სრულად გამოსვლის შემდეგ საღამოს საათებში ჭიანჭველმჟავით დამუშავება, ძირი ოჯახის დამუშავება ჩარჩოს წართმევისთანავე ჭიანჭველმჟავით ან დედის იზოლირება 5-8 დღით;
7. გადაამოწმეთ საფუტკრეები სადაც დასავლეთიდან და განსაკუთრებით სამგრელო ზემო სვანეთის რეგიონიდან გყავთ შეყვანილი ფუტკრის ოჯახები ან დედა ფუტკრები;
8. დაიწყეთ დედა ფუტკრის იზოლაცია, ხელოვნური უბარტყო პერიოდის შექმნა, ისე რომ უბარტყო პერიოდი გახანგრძლივდეს 5-7 დღით;
9. ნუ დარჩებით პრეპარატების იმედად, ვიმეორებ ვაროა ტროპისთან შედარებით უფრო „ბუნჩულა” ტიპია;
10. აღმოჩენის შემთხვეაში ნუ მიეცემით პანიკას. თავისუფლად შეიძ₾ება დაავადების მართვა და უკან რომ დავახევინოთ გავრცელებას პერიოდულად;
11. სავარაუდოდ შემოტევები გვექნება ტალღისებური პერიოდულობით, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ შემოდგომა ზამთრის უბარტყობა;
თუ ტროპი გავრცელდა, მოსალოდნელი შედეგები იქნება:
დაიღუპება უმრავლესობა მიუხედავი საფუტკრეების;
უპატრონო, მიუხედავი საფუტკრეების დაღუპვის შემდეგ მოგვიწევს დედა ფუტკრების ხელახლა იზოლირება გადარჩენილ საფუტკრეებში;
დაიღუპება უმრავლესობა ტყეში არსებული ველური მეთაფლე (დასავლური) ფუტკრის ოჯახებისა;
საქართველო საკარანტინო დაავადების მხრივ გაწითლდება;
გაურკვეველი ვადით გადაიდება დედა ფუტკრების ექსპორტი, სანამ არ შემუშავდება სპეციალური უსაფრთხო მიდგომა დედების გაგზავნის, მაგრამ ეს მაინც უარყოფითად აისახება დედა ფუტკრების სამომავლო ექსპორტზე.
თუ ტროპის არსებობა საქართველოში დადასტურდა და დავამარცხეთ/შევზღუდეთ მისი გავრცელება საქართველო გახდება სამაგალითო ქვეყანა და ყველა დაინტერესდება ჩვენი მიდგომებით.
მეფუტკრეებს როგორც არასდროს ახლა გვჭირდება თანადგომა, უფრო დეტალურ ინფორმაციებს შეგატყობინებთ, ახლა კი მასიურად რისკის შემცველ საფუტკრეებში გადადით მონიტორინგზე და ნახეთ თუ რა ვითარებაა…,
ალეკო პაპავა, მეფუტკრე