აგრარული განათლებადარგებიმებაღეობამემცენარეობა

წაბლი, ნერგების გამოყვანა, დარგვა და მოვლის თავისებურებები

წაბლის გვარი 12 სახეობამდეა (ზოგი ავტორის მიხედვით 30-მდე). საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი  სახეობა ჩვეულებრივი წაბლი  (ჩასტანეა სატივა). იგი პირველი  სიდიდის ხეა,  სიმაღლით 30მ და დიამეტრით 2მ-მდე, არის შემთხვევები, როცა დიამეტრი უფრო მეტია

წაბლი გავრცელებულია ევროპის დასავლეთ საზღვრებიდან ხმელთაშუა ზღვის ნაპირებამდე, მცირე აზიაში და კავკასიაში, ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში – მცირე რაოდენობით, ხოლო ამიერკავკასიაში – გელენჯიკი – ტუაფსიდან, სურამ-ქვიშხეთსა და ყორნისამდე. აქ წყდება მისი გავრცელება და იწყება შიდა კახეთში, ძირითადად, ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ახმეტიდან კუტკაშენამდე (აზერბაიჯანი), იგი გავრცელებულია ძირითადად მთის ტყეების ქვედა სარტყელში და მთაში ადის 1500 მ-მდე ზღვის დონიდან.

იგი ტიპიური სითბოსა სინესტის მომთხოვნი ჯიშია. მშრალ ადგილებში ბუნებრივად წაბლი არსად გვხვდება, იგი ტიპური მეზოფიტია. მისი ნორმალური ზრდისათვის საჭიროა ისეთი ადგილები, სადაც წლიური ნალექები აღემატება 800-900 მმ-ს. კავკასიის მთებში წაბლი გავრცელებულია უმეტესად ტენიან ნაწილში, ჩრდილოეთი დაქანების ხევების ნაპირა ფერდობებზე და სხვა.

წაბლი ნიადაგის მიმართ საკმაოდ მომთხოვნია. მისთვის საჭიროა ღრმა, უმეტესად, ალუვიური, ჰუმუსით მდიდარი ნიადაგი. იგი ვერ იტანს ნიადაგში კირის არსებობას – ტიპური კალკოფობია. საქართველოში წაბლი ძირითადად ტყის ყომრალ ნიადაგებზეა გავრცელებული.

წაბლი ჩრდილის ამტანი ჯიშია და კარგად აღმოცენდება საბურველის ქვეშიგი ქმნის როგორც სუფთაისე შერეულ კორომებს წიფელთანთელასთანნეკერჩხალთანნაძვთანსოჭთან და სხვა.

წაბლი სითბოს მოყვარული ჯიშია და გავრცელების სხვადასხვა ადგილებში სიცისვის ამტანობის მხრივ მრავალ სხვადასხვა ფორმასთანაა წარმოდგენილი. გავრცელების სამხრეთის საზღვარზე თუ საერთოს ვერ იტანს ყინვას, კავკასიაში იგი შედარებით სიცივის ამტანია. საქართველოში _ 25ºC-ს და ჩრდილოეთ კავკასიაში _ 35ºC-ს.

წაბლი ძვირფასია მერქნის კარგი ღირსებისა და ნაყოფის კარგი საკვები თვისებების გამო. ამასთან წაბლის ქერქი შეიცავს საკმაო რაოდენობის მთრიმლავ ნივთიერებებს. იგი თაფლოვანი მცენარეა. ფოთლებიK ვიტამინითა და ტანინებით სიმდიდრის გამო; ხალხურ მედიცინაში, შინაგან ორგანოებში სისხლჩაქცევების დროს გამოიყენება.

წაბლი მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით. ჩვენში წაბლის ტყეები წარსულში უდიდესი ექსპლუატაციისა და პარაზიტი სოკოს ენდოტეას გამო, დიდ ფერდობებზეა განადგურებული და მათი ხელოვნური აღდგენა-განახლება ერთ-ერთ გადაუდებელ ამოცანად უნდა ჩაითვალოს. ამასთან ყურადღება უნდა მიექცეს როგორც სამერქნე ტყის კულტურების გაშენებას, ისე სანაყოფე პლანტაციების შექმნას დასახლებული პუნქტების ახლოს, სოფლის მეურნეობისათვის გამოუსადეგარ და წაბლის გასაშენებლად ვარგის ფართობებზე.

წაბლის კულტურების შესაქმნელად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სათესი მასალის წარმომავლობასა და მის ხარისხს. ამასთან მსხვილი თესლიდან აღზრდილი თესლნერგი ერთნახევარჯერ მეტია ზომითა და უკეთესი ზრდით ხასიათდება წვრილი თესლიდან აღმოცენებულთან შედარებით.

წაბლის მწიფობა იწყება სექტემბერ – ოქტომბერში. სათესლე წაბლი უნდა შეგროვდეს I და II კლასის ბონიტეტის ჯანსაღი კორომების პლუსური და ნორმალური ხეებიდან. აღსანიშნავია, რომ მაღალხარისხოვანი წაბლის ხეებიდან შეგროვილი თესლებიდან აღზრდილი სარგავი მასალა, ხშირად არ იმეორებს დედის შთამომავლობით თვისებებს, ამიტომ მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ვეგეტაციური ნამყენი სარგავი მასალის გამოსაყვანად და მათგან სათესლე და სადედე პლანტაციების მოსაწყობად.

წაბლის მყნობას აწარმოებენ შემდეგი მეთოდებითზამთრის .. „ვაზისებრი” მყნობა ორმაგპირიანი დანით.ფანჯრითმყნობამყნობა  გახლეჩვით”, უნაგირით”, ტესებური”.

იმის გამო, რომ წაბლის ღეროზე ჭრილობა სწრაფად იჟანგება და გართულებულია შეხორცება, წაბლის მყნობა და სარგავი მასალის აღზრდა ჯერჯერობით სამეურნეო მნიშვნელობისა არაა და წრმოაგენს სამეცნიერო კვლევის ობიექტს.

ჯერჯერობით წაბლის სარგავი მასალა თესლით იზრდება. როგორც ზევითაც იყო აღნიშნული, სათეს მასალად უნდა გამოვიყენოთ მაღალი სამეურნეო ნიშან-თვისებებისა და დაუზიანებელი ხეებიდან აღებული ნაყოფები. წაბლის თესლცვენა იწყება ოქტომბრის პირველ ნახევარში და გრძელდება მთელი თვე. მწიფე ნაყოფი ბუძგიდან ცვივა მიწაზე და იქიდან ხელით გროვდება. ამიტომ სათესლე ხეების ვარჯის ქვეშ ნიადაგი უნდა გასუფთავ-გაიწმინდოს. ქანობის შემთხვევაში, ქვედა კიდეზე კეთდება ნაყოფების შესაგროვებელი ღარი.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება თესლის წორად შენახვას, რადგან უმნიშვნელო _ არასწორი შენახვის შემთხვევაში წაბლი სწრაფად კარგავს აღმოცენების უნარს.

ახლად შეგროვებული წაბლის ნაყოფი 50%-მდე ტენს შეიცავს, რომელსაც სწრაფად კარგავს, ტენის დაკარგვის პარალელურად კი ეცემა აღმოცენების ხარისხიც. შედარებით თხელქერქიანი წაბლისათვის თითქმის შეუძლებელია შენახვის პირობების შექმნა, რადგან ან სწრაფად შრება ან ტენის დაუკარგავად ლპება. ამიტომ უკეთესია, შეგროვებისთანავე, 5-6 დღეში დაითესოს. მაგრამ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მღრღნელებისგან დაცვას და ნათესში წყლის ჩადგომის თავიდან აცილებას.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება სათესი განყოფილებისათვის ნიადაგის შერჩევას. საუკეთესო ნიადაგებად ითვლება: ღრმა სტრუქტურული, მცირემჟავა რეაქციის სუსტი თიხნარი, კარგად დრენირებული და ჰაერგამტარი, საკვები ნივთიერებებითა და ტენით მდიდარი ნიადაგები. გრუნტის წყალი არ უნდა იყოს 1.5 მ-ზე ახლოს. სანერგისათვის უვარგისია მძიმე თიხნარი და ძლიერტენიანი ალუვიური ნიადაგები.

გადახვნამდე და გადაბარვამდე უკეთესია სათეს ფართობზე შეტანილი იქნას 30 ტონა ნაკელი, ან 200 კგ. სუპერფოსფატი ერტი ჰექტრის ანგარიშზე.

დაზიანებული და დაავადებული თესლის გამოსარჩევად კარგია თესლის წყლით გამორჩევა. წყლიან ჭურჭელში საღი თესლები იძირება, ხოლო დაზიანებულს იგდებს ზედაპირზე. საღი თესლი მცირედ შეშრება კარგად ჰაერმოძრავ შენობაში და დაავადების თავიდან აცილების მიზნით შეეფრქვევა გრანოზანი 1-1.5 კგ. ანგარიშით ტონაზე და კარგად აირევა, რომ პრეპარატი ყველა ნაყოფს მოხვდეს.

მღრღნელებისაგან დაცვის მიზნით, ნათესს გარშემო უკეთდება თხრილი ზომით 05×05 მ-ზე, რომელშიც ყრიან მოწამლულ სატყუარას. სიმინდის მარცვლები მუშავდება თუთიის ფოსფიდით. სატყუარა ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ უნდა განახლდეს.

თესვის დროს კვლებზე თესლი მწკრივში ლაგდება ჰორიზონტალურად, ფართო მხრით, ერთმანეთისგან 5 სმ დაცილებით, ხოლო მწკრივები განლაგებულია 20-25 სმ- ზე.

შემოდგომის თესვისას სიღრმე 10 სმ-ია, გაზაფხულის 5 სმ. ერთ გრძივ მეტრზე ითესება 190 გრ,  ჰექტარზე  5600 კგ.

წაბლის თესლი ნაწილდება 2000 კგ პარტიებად, 3.5 კგ. სანიმუშო სინჯით, რომელიც ლაბორატორიაში იგზავნება. ამასთან ნებადართულია მისი აღმოცენების უნარი და თესლის ვარგისიანობის ხარისხი დადგინდეს ადგილზე მეტყევე სპეციალისტების მიერ, გაჭრის მეთოდით, ოღონდ ადგილზე ხარისხის დადგენისას დგება აქტი თესლის ხარისხიანობაზე.

შენახვის ყველა პირობის დაცვით წაბლი აღმოცენების უნარს 5-6 თვეს ინარჩუნებს; შენახვის ორიგინალურ მეთოდად მიჩნეულია ბუძგების გაშლამდე მათი ჩამოყრა და ნიადაგზე, დიდ გროვად, გაზაფხულამდე შენახვა. მღრღნელები და შინაური ცხოველები ეკლიანი ბუძგების გამო ვერ ეკარებიან. ფართობი უნდა შეირჩეს ქანობით, რომ გროვაში წყალი არ ჩადგეს.

დაბალ ზონაში თესლის შენახვა უკეთესია წიწვიანი ხის ნახერხში ან სილაში, მორიგეობით, ფენებად, მიწის ზედაპირზე ფარდულისა და ფარდულის გარეშე, მაღლა – ტყის ზონაში – მიწაზე გროვად, ტყის მკვდარი საფარის ქვეშ, ორმოში _ სილაში ან გვიმრაში. ფართობიც და ორმოც ეწყობა წყალმარიდ, შემაღლებულ ფართობებზე. მღრღნელებისაგან დასაცავად გროვას უკეთდება ამრიდი თხრილი მოწამლული მოსატყუარით. გროვა აღობება მავთულის წვრილი ბადით ან ზევიდან ეყრება ეკლიანი ბუძგები.

შემოდგომის ნათესი აღმოცენებას იწყებს 15-20 დღით ადრე და პირველ ხანებში ზრდით სჯობს გაზაფხულის ნათესარებს, მაგრამ შემოდგომისათვის განსხვავება უმნიშვნელოა. შემოდგომის ნათესის აღმონაცენი არათანაბარია, ხოლო გაზაფხულისა _ ერთდროული და თანაბარი. მიუხედავად ამისა, როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, იმდენ სიძნელეებთან არის დაკავშირებული თესლის შენახვა, რომ უკეთესია, დაითესოს შემოდგომაზე, ოქტომბერ_ნოემბერში.

ნათესის მოვლა იწყება აღმოცენებამდე, ნიადაგის 3 სმ-მდე სიღრმეზე, ფოცხით ან თოხით გაფხვიერებით ისე, რომ არ ამოიყაროს თესლი. ვეგეტაციის პერიოდში ტარდება 5-6 – ჯერადი მოვლა. ნათესის ნახერხით მულჩირების შემთხვევაში (მულჩის სისქე 3-5 სმ) ნიადაგის მოვლა სამამდე მცირდება. უკეთესია მულჩის მოწყობამდე ნახერხი დამუშავდეს ფორმალინის 0.15%-იანი ხსნარით.

თესლნერგები სტანდარტს (ფესვის ყელთან 3-4 მმ დიამეტრი) პირველსავე წელს ახწევენ.

თესლნერგები ამოიღება ბარით ან ნერგების სპეციალური სათხრელი გუთნით. გადარჩეულ-დახარისხებული თესლნერგები იკვრება 100 ცალიან კონებად და დროებით მიიფვლება 30 სმ სიღრმის თხრილში.

წაბლის სანაყოფე კულტურები შენდება თხელი 8×8; 10×10; 12×12 მეტრი განლაგებით. მსხმოიარობის დაწყებამდე რიგთაშორისები შეიძლება გამოყენებული იქნას სასოფლო-სამეურნეო კულტურების ან მცირე ტანიანი ნაყოფისმომცემი სახეობების გასაშენებლად.

წაბლის სამერქნე ტყის კულტურები შენდება 1×1; 2×2; 1×3; 2×2 მეტრი დაცილებით, როგორც შერეულ ისე წმინდა კულტურებად.

კულტურების გაშენების წინ, უკეთესია თუ თესლნერგების ფესვებს დავამოკლებთ 15 მ-მდე და ამოვავლებთ წუნწუხში, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: ორმოში ყრიან კარგ ჰუმუსიან, ერთ ვედრო მიწას უმატებენ ერთ ნიჩაბ გადამწვარ ნაკელს, შეავსებენ წყლით და გულდასმით ურევენ.

ავტორი: /ტრისტან ჩერქეზიშვილი/,

საქართველოს დამსახურებული მეტყევე