აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ცეცხლზე მოდუღებული ტკბილით ღვინის დაყენება

ასეთი წესით დაყენებულ ღვინოს მოქაფულ ღვინოსაც ეძახიან, რადგნ ტკბილს ადუღებენ და ზემოთ მოგდებულ ქაფს მანამდე მოხდიან, სანამდე ქაფის გამოყოფა არ შეწყდება. ასეთი წესით დამუშავებულ ტკბილს გააციებენ, ჩაასხამენ ქვევრში, ნორმით მისცემენ ჭაჭას და დაადუღებენ.

ამ წესით წესით დაუღებული ტკბილით დგება კარგი ფერის, სასიამოვნო სასმელი მოტკბო ღვინო. ამ წესით ღვინოდ მჟავე ტკბილიც უყენებიათ, რადგან სიმჟავე  ქაფს მიჰყვება და ღვინოში მისი რაოდენობა მცირდება. ასევე, ამ გზით შეგიძლიათ, ნაკლებშაქრიან ტკბილს შაქრიანობა აუმაღლოთ (ტკბილიდან წყლის აორთქლების ხარჯზე) და ამით ღვინოში სპირტის რაოდენობა გაზარდოთ.

ღვინის დაყენების ასეთი წესი, ძირითადად, გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიაში, იმ განსხვავებით, რომ იქ წვენს და ჭაჭას ერთად აცხელებდნენ. ლ. ჯორჯაძე აღნიშნავს, რომ: …“ამით ღვინო უფრო იღებება, ყვითლდება, ტკბილიც დგება და ამას გარდა ჭაჭას, რაც წამხდარი თვისება და ნაწილი ექნება, ის დუღილში სულ ჩაიხარშება და ღვინოს ვეღარ წაახდენს”.

ღვინის დაყენების ეს წესი დამოწმებულია ევროპის მრავალ ქვეყნებში, კერძოდ, ღვინის დაყენების ამ წესს დღესაც იყენებენ ესპანეთის ბასკონიაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ევროპის ტერიტორიაზე მიგრირებულმა კოლხურ-იბერიულმა ტომებმა ვაზთან ერთად ევროპაში ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგიებიც შეიტანეს. ვარაუდობენ, რომ ასეთი მასობრივი მიგრაციის ბოლო ტალღა ძვ. წ. III-II ათასწლეულებში მოხდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღვინის დაყენების ეს ტექნოლოგია, სულ მცირე, 5-6 ათასი წლისაა.   

ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის                             

უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის

ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/,

ტელ. 551 333 155