აგრარული განათლებადარგებიმებაღეობამემცენარეობაფერმერი ფერმერს

ციტრუსებში ვარჯის ფორმირება

ციტრუსებში ვარჯის ფორ­მირება აგროტექნიკური ღონის­ძიების ერთ-ერთი მნიშვნე­ლოვანი საკითხია. გასხვლა ხელს უწყობს ვარჯში სინათლის შეღწევადობის გაზრდას, არაპ­რო­დუქ­­ტიული ტოტების მოშო­რებას, დაავადებებისა და მავ­ნებლების შემცირებას. გასხვ­ლის ოპერაცია ტარდება თე­ბერვალ-მარტში, როდესაც წაყინვების საშიშროება მინიმა­ლუ­რია, ადრეული გასხვლა იწვევს ახალი ყლორტების წარმოქმნას, რომლებიც უფრო მგრძნობიარეა წაყინვებისა და სუსხიანი ამინდების მიმართ. ზამთრის პერიოდში შეიძლება შევაჭრათ 5 მმ-ის ტოტები. ყინვით დაზიანების შემთხვევაში არ ვსხლავთ, სანამ გაზაფხულის ზრდა არ გვიჩვენებს სად არის დაზიანებები.

გასხვლის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია: მცენარის ხნოვანებაზე; მისი ზრდა-განვითარების პირობებზეб ჯიშის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, გამოზამრების პირობებსა და წინა წლის მსხმოიარობის სიძლიერეზე. ბიოლოგიური თვალსაზრისით უკეთესია მეორე ნაზარდის შუა კვირტზე გასხვლა, რადგანაც მეორე ყლორტი უფრო მძლავრად ვითარდება. ტოტები, რომლებიც ისხვლება მოჭრილი ნაყოფის ყუნწს ზევით, ვითარდება გვერდითი ყლორტები, რომლებიც უზრუნველყოფენ შემდეგი წლის მოსავალს. ციტრუსოვნებს ახასიათებს  2-3 ზრდის პერიოდი: პირველი ნაზარდი  (მაისი) ჩვეულებრივ სუსტია, დაბალ მოსავლიანია, მეორე ნაზარდი(ივლის-აგვისტო) – გამოიჩევა სიძლიერითა და მაღალი მოსავლინაობით. ციტრუსოვნების ქერქი თხელია და ადვილად ზიანდება, ასე, რომ გასხვლის დროს კანი არ უნდა გაიკაწროს, ასევე არ უნდა დაზიანდეს ტოტის ყელი, რადგანაც მას აქვს უჯრედების ვიწრო სალტე, რომელიც ააქტიურებს გამამკვრივებელი ქსოვილების წარმოქმნას ნასხლავის ირგვლივ და ფარავს მას. ის ასევე წარმოშობს ანტისეპტიკურ ნაერთს, რომელიც იცავს ხეს ლპობისაგან.

ციტრუსის ხე მყიფეა, ამიტომაც უნდა მოვახდინოთ მისი სამჯერადი  ჭრა 2,5 ამ-ზე დიდი დიამეტრის ტოტებისათვის, რათა ავიცილოთ ჩამოტყდომა და დარჩენილი ნაწილის დაზიანება.

I ჭრა: 30 სმ განაყარიდან –   გადავჭრათ ტოტი ქვემოდან 1/3-დან ½-მდე;  რამდენიმე სანტიმეტრის ზევით უნდა გადაიჭრას ზემოდან და მოვაცილოთ ტოტის ნაწილი. საბო­ლოოდ გადავჭრათ ხესთან შეერთების ადგილას. საჭიროა იმ ტოტების მზის დამწვრობისაგან დაცვა, რომლებიც გასხვლის შემდეგ მიმართულია მზისკენ, რომელიც იწვევს ხის კანის დახეთქვას და წყლულს, რამაც შეიძლება ხის გახმობა გამოიწვიოს.

მზისკენ მიმართული შტამბი და ტოტები უნდა შეიღებოს კირით ან 1:1-ზე გახსნილი ლატექსის შიდა  (არაფასადის) საღებავით. საუკეთესოა გავსხლათ 5 სმ დიამეტრზე მცირე ზომის ტოტები, რადგანაც ეს ტოტები ძირითადა არის ზრ­დადი ქსოვილი და უკეთესად შეუძლია თავის დაცვა ლპობისაგან, ვიდრე დიდ ტოტებს. ეს ნიშნავს, რომ რეგუ­ლარული გასხვლა თავიდან აგვაცილებს დიდი ტოტების ჭრას. გრძელი, სქელი, ძლიერი ყლორტები წყლის ამაორთ­ქლებელი ანუ უსარგებლო ყლორტებია, ისინი სწრაფად იზრდებიან და მოიხმარენ დიდი რაოდენობით წყალსა და მასში გახსნილ საკვებ ელემენტებს და ასეთებად რჩებიან წლების განმავლობაში, გვაძლევს დაბალი ხარისხის, დიდი ზომის, შიგნიდან გამომშრალ, ფუყე ნაყოფს, არ ზრდის მოსავლიანობას და უნდა მოიჭრას.

ნებისმიერი ყლორტი (ამონაყარი), რომელსაც ხე გამოიტანს მის ქვედა ნაწილში, უნდა მოცილდეს. რეგულარული გასხვლის გარეშე ხე ნაყოფს ძირითადად გვაძლევს ზედა ტოტებზე, რითაც იზრდება მოსავლის აღების ღირებულება და დრო, სიმაღლის შემ­ცირება უნდა მოხდეს ზედა ტოტების მოჭრით, ერთ ჯერზე არ უნდა შემცირდეს მთლიანი სიმაღლის 1/3-ზე მეტი, ზოგიერთი ჯანსაღი ტოტი უნდა დარჩეს ფოტოსინთეზისა და ხეში წყლის მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით.

ციტ­რუ­სე­ბის და­ტოტ­ვა იწ­ყე­ბა ვე­გე­ტა­ცი­ის პირ­ვე­ლი წლი­დან. რო­გორც წე­სი, უფ­რო ძლი­ე­რი გვერ­დი­თი ტო­ტე­ბი მო­თავ­სე­ბუ­ლია მა­თი მა­ტა­რე­ბე­ლი ტო­ტის ზე­და ნა­წილ­ში. თი­თო­ე­უ­ლი ტო­ტი სიგრ­ძე­ში იზრ­დე­ბა წვე­როს კვირ­ტი­დან, და­ტოტ­ვის ხა­სი­ათს დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ხის ვარ­ჯის ფორ­მი­რე­ბი­სა და მსხმო­ი­არ­ობ­ის­ათ­ვის. ციტ­რუ­სებში მცე­ნა­რე­ებ­ის 1-ლი, მე-2 და მე-3 რი­გის ტო­ტებს ახ­ას­ი­ათ­ებს ვე­გე­ტა­ცი­უ­რი ზრდა და ის­ი­ნი ქმნი­ან ხის ჩონჩხს, ხო­ლო მე-4, მე-5 და მე-6 რი­გის ტო­ტე­ბი შე­და­რე­ბით ზო­მი­ერ­ად იზრ­დე­ბი­ან და აქვთ ნა­ყო­ფის მო­ცე­მის მე­ტი უნ­ა­რი, ე. ი. ვე­გე­ტა­ცი­ურ ორ­გა­ნო­ებ­თან ერ­თად წარ­მო­შო­ბენ გე­ნე­რა­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებ­საც: 10-15-წლი­ან ხე­ებ­ზე მე­ტად ინ­ვი­თა­რებს მე-5 და მე-6 რი­გის, ხო­ლო 25-30 წლი­ან­ებ­ზე მე-10-12 რი­გის ტო­ტე­ბი.

ვე­გე­ტა­ტი­ურ­ად ნამ­რავ­ლი ციტ­რუ­სე­ბი (მყნობითა და კალ­მით გამ­რავ­ლე­ბუ­ლი), ნა­თე­სა­რებ­თან შე­და­რე­ბით, ად­რე იწ­ყე­ბენ მსხმო­ი­არ­ობ­ას. მყნობით მი­ღე­ბუ­ლი ნერ­გე­ბი პირ­ველ ნა­ყოფს მე-4-5 წელს იძ­ლე­ვი­ან, ხო­ლო სრულ მსხ­მო­ი­ა­რ­ობ­ა­ში მე-10 წელს შე­დი­ან. თეს­ლით ნამ­რავ­ლი მცე­ნა­რე­ე­ი მსხმო­ი­არ­ობ­ას იწ­ყე­ბენ მე­ა­თე წელს.

ციტ­რუ­სებში სი­ცოც­ხლის ხან­გრძლი­ვო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა პი­რო­ბებ­ზე – კლი­მატ­ზე, სა­ძი­რე­ზე, აგ­რო­ტექ­ნი­კა­სა და სხვა ფაქ­ტო­რებ­ე, მაგ­რამ ერ­თი ცხა­დია, რომ ციტ­რუ­სო­ვან მცე­ნა­რე­თა სი­ცოც­ხლის ხან­გრძლი­ვო­ბა, ნორ­მა­ლუ­რი აგ­რო­ტექ­ნი­კუ­რი მოვ­ლის პი­რო­ბებ­ში, 100 წლამ­დეა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, 40-50 წლამ­დე ციტ­რუ­სო­ვან­თა მო­სავ­ლი­ან­ო­ბა მა­ტუ­ლობს, ხო­ლო შემ­დეგ მცირ­დე­ბა.

რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი