დარგებიმებაღეობა

ციტრუსოვანთა  გასხვლა- ფორმირება

ციტრუსოვანთა ხეხილის ფორმირება და გასხვლა მიზნად ისახავს: სასურველი ვარჯის ფორმირებას ძლიერი კარგად განვითარებული განტოტვებით; ზრდისა და მსხმოიარობის რეგულირებას, მცენარეთა მაქსიმალური პროდუქტიულობის უზრუნველყოფას.

ციტრუსოვანთა ვარჯის ფორმირება სანერგეში იწყება და გრძელდება პლანტაციაში. დარგვიდან მე 2-3 წელს პირველი ზრდის ყლორტები ისხვლება 30-40სმ. სიმაღლეზე; მსხმოიარე ბაღებში მთელი ვეგეტაციის მანძილზე სასურველია ძლიერად მზარდი ყლორტების 1/2-1/3-ით დამოკლება. რადგან ვარჯი ზედმეტად არ ჩახშირდეს.

ციტრუსოვნები ისხვლება გაზაფხულზე, როდესაც აშკარად ჩანს ზამთრით გამოწვეული დაზიანებანი.

გასხვლის დროს უნდა გვახსოვდეს:

მანდარინის მცენარეები ძირითად მოსავალს იძლევიან გასული წლის მეორე ზრდის ნაზარდებზე , ხოლო მცირე ნაწილი მიმდინარე წლის პირველი ზრდის ყლორტებზე.

ფორთოხალი და გრეიპფრუტი ნაყოფს უმთავრესად ინვითარებენ მიმდინარე წლის გაზაფხულის პირველი ზრდის ყლორტებზე, ლიმონი მეიერი კი ნაყოფებს იძლევიან სანაყოფენაზარდებზე, რომლებიც წარმოიქმნებიან მიმდინარე წლის ზრდის ყლორტებზე.

განსაკუთრებით საჭიროა ლიმონის ზრდის რეგულირება მთელ სავეგეტაციო პერიოდში ძირითადი ყლორტების წვეროების წაკვეცით (პინცირებით).

გასხვლის შედეგად დაგროვებული ნარჩენი მასა უნდა შეგროვდეს, გატანილი იქნას ბაღიდან და დაიწვას.

უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად რეკომენდირებულია ყვავილებისა და ნასკვების ნორმირების მეთოდის გამოყენებაც.