დარგებიმემცენარეობა

ცხიმზეთოვანი ტექნიკური კულტურები _ მე­ლია – Melia azedarach L

მე­ლია თით­ქმის ყველ­გა­ნაა გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი – აზ­ი­ის, ამ­ერ­იკ­ის და აფ­რი­კის სუბ­ტრო­­პი­კულ და ნა­წი­ლობ­რივ ტრო­პი­კულ რა­ი­ონ­ებ­ში. მცე­ნა­რე გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად ხა­რობს აღ­მო­სავ­ლეთ ინ­დო­ეთ­ში, მთელ მცი­რე აზ­ი­ა­ში, ირ­ან­სა და სი­რი­ა­ში. გვ­ხვდე­ბა, აგ­რეთ­ვე ყი­რი­მის სამ­ხ­რეთ ნა­წილ­ში – ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ში. ფო­თოლ­მცვე­ნი მცე­ნა­რეა, სი­მაღ­ლით 15-18 მ-მდე, ფო­თო­ლი 8-18, ლან­ცე­ტუ­რი, 7,5 სმ სიგრ­ძის ფო­თოლ­კა­ვე­ბით. ყვა­ვი­ლე­ბი იას­ამ­ნის მსგავ­სი, საგ­ვე­ლა­სებ­რი 25 სმ-მდე სიგრ­ძის ყვა­ვი­ლე­დე­ბად შეკ­რე­ბი­ლე­ბი. ნა­ყო­ფი მრგვა­ლია, ყვი­თე­ლი, მო­შა­ვო იერ­ით 1-1,3 სმ დი­ამ­ეტ­რით, დამ­წი­ფე­ბი­სას გლუ­ვი ზე­და­პი­რით, შემ­დეგ კი პე­რი­კარ­პი­უმ­ის რბი­ლი, ზე­და კა­ნი ნა­ოჭ­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­იც­ავს 4-7% ცხი­მო­ვან ზეთს. თეს­ლი მა­გარ, მუქ, მუ­რა ფე­რის გა­ხე­ვე­ბულ ნა­ჭუჭ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში თეს­ლი­დან მძი­ვებს აკ­ეთ­ებ­ენ.

მე­ლი­ას ცხი­მო­ვა­ნი ზე­თი, მომ­წვა­ნო, ყვი­თე­ლია, არ­ას­ას­ი­ამ­ოვ­ნო სუ­ნი­სა და მწა­რე გე­მოს მქო­ნე, მომ­შხამ­ავი. მე­ლი­ას ზე­თი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ღე­ბა­ვი ძლი­ერ სწრა­ფად და თა­ნაბ­რად შრე­ბა, რის გა­მო წარ­მოქ­მნი­ლი აპ­კი გლუ­ვი ზე­და­პი­რი­საა, ელ­ას­ტი­ურ­ია, ახ­ას­ი­ათ­ებს მა­ღა­ლი ელ­ექ­ტრო­ძაბ­ვე­ბი­სად­მი გამ­ძლე­ო­ბა, სიმ­სუ­ბუ­ქე, ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბი­სად­მი მდგრა­დო­ბა, წყა­ლუ­ჟონ­ვა­დო­ბა, მჟა­ვე­ბი­სა და ტუ­ტე­ებ­ის მი­მართ გამ­ძლე­ო­ბა. სარ­კი­სებ­რი, პრი­ა­­­ლა ზე­და­პი­რის წარ­მოქ­მნის თვი­სე­ბის გა­მო მას­ზე ვერ სახ­ლო­ბენ წყალ­მცე­ნა­რე­ე­ბი და აქვს იზ­ოლ­ირ­ებ­ის დი­დი უნ­ა­რი. იგი მკვრივ­დე­ბა 7 და დნე­ბა 36 გრა­დუს ტემ­პე­რა­­ტუ­რა­ზე.

ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში ნა­ყო­ფის რბი­ლი პე­რი­კარ­პი­უ­მი იხ­­მა­რე­ბა ჭი­ებ­ის სა­წი­ნა­აღმ­დე­გოდ. ფოთ­ლე­ბი­დან მი­იღ­ე­ბა მწვა­ნე სა­ღე­ბა­ვი და მომ­შხამვ­ე­ლი ნივ­თი­ერ­ე­ბა, რო­მე­ლიც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, რო­გორც ინ­სექ­ტი­ცი­დი. მე­ლია საკ­მა­ოდ ყინ­ვა­გამ­ძლე მცე­ნა­რეა, მი­სი ყინ­ვე­­ბი­სა­გან და­ზი­ან­ე­ბა და­სავ­ლეთ სუბ­ტრო­პი­კულ რა­ი­ონ­ებ­ში არ შე­ინ­იშ­ნე­ბა.

მე­ლია გვალ­ვის ამ­ტა­ნი მცე­ნა­რეა, კარ­გად ხა­რობს მწირ სი­ლა­ნა­რევ ნი­ად­აგ­ებ­ზე, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას მთის კალ­თე­ბის გატ­ყე­ვე­ბი­სათ­ვის.

მე­ლია მრავლ­დე­ბა თეს­ლით, შე­იძ­ლე­ბა მი­სი გამ­რავ­ლე­ბა ვე­გე­ტა­ტი­უ­რი წე­სით – კალ­მე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლია თვით­ჩა­თეს­ვით გამ­რავ­ლე­ბა.

და­თეს­ვის წინ თესლს პე­რი­კარ­პი­უ­მი ეც­ლე­ბა, ით­ეს­ე­ბა სა­თეს კვლებ­ზე, ხო­ლო შემ­დეგ 8-10 _ თვი­ა­ნი ნა­თე­სა­რი სა­ნერ­გე­ში გა­და­აქვთ, სა­დაც 1-2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბა. მუდ­მივ ად­გილ­ზე ირ­გვე­ბა მცე­ნა­რე­თა­შო­რის 5-8 მ მან­ძი­ლით, ჰექ­ტარ­ზე 250 ძი­რი. მსხმო­ი­არ­ო­ბას მე­ექვ­სე-მერ­ვე წელს იწ­ყებს. სრულ­მო­სავ­ლი­ა­ნი ერ­თი ხე სა­შუ­ალ­ოდ 60-100 კგ ნა­ყოფს იძ­ლე­ვა, ხო­ლო ჰა-ზე სა­შუ­ალ­ოდ 20 ტო­ნამ­დე.

მო­სავ­ლის აღ­ე­ბა ხდე­ბა ნო­ემ­ბერ­ში ან უფ­რო გვი­ან­აც, რად­­გან მწი­ფე ნა­ყო­ფი ხი­დან ად­ვი­ლად არ ცვი­ვა და ნა­ყო­ფის და­კარ­გვას თით­ქმის არა აქვს ად­გი­ლი.

ცხიმ­ზე­თო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის მოკ­ლე და­ხა­სი­ათ­ებ­იდ­ან­აც ნათ­ლად ჩანს, რომ ყვე­ლა ცხიმ­ზე­თო­ვა­ნი მცე­ნა­რე პერ­სპექ­ტი­ულ­ია ჩვე­ნი სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ზო­ნი­სათ­ვის და მა­თი უმ­ეტ­ეს­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა გავრ­ცელ­დეს მის ფარ­გლებს გა­რე­თაც, რად­გან ის­ი­ნი იჩ­ენ­ენ საკ­მა­ოდ ყინ­ვა­გამ­ძლე­ობ­ას. მა­შინ რო­დე­საც, რეს­პუბ­ლი­კა დი­დად გა­ნიც­დის ძვი­რად­ღი­რე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მი­სა და მცე­ნა­რე­ულ­ის ზე­თის (ლა­ქის) დიდ ნაკ­ლე­ბო­ბას. და­სა­ნა­ნია, რომ ერ­ოვ­ნუ­ლი სიმ­დი­დ­რის წყა­როს შე­მავ­სებ­ლად მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბის შემ­ცვე­ლი სამ­რეწ­ვე­ლო ჯი­შე­ბის გა­შე­ნე­ბის რე­ალ­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე სრუ­ლი­ად გა­მო­უყ­ენ­ებ­ელ­ია.

რეზო ჯაბნიძე,

სსმმ აკადემიის აკადემიკოსი