ცხოველთა სადგომების მიკროკლიმატის პარამეტრები და მისი კონტროლი
ატმოსფეროს ჰაერი შედგება 78,4% აზოტისაგან, 20,95% ჟანგბადისაგან, 0,03% ნახშირორჟანგისაგან და ზოგიერთი სხვა აირისაგან. ცხოველის და ფრინველის სადგომში.არასრულყოფილი სავენტილაციო სისტემის მუშაობისას, ჰაერი შეიძლება ზომაზე მეტი კონცენტრაციით შეიცავდეს ნახშირორჟანგს (CO2), ამიაკს (NH3) და გოგირდწყალბადს (H2S).
ნახშირორჟანგი ჩვეულებრივ ჰაერში CO2-ის კონცენტრაცია 0,3-0,4%-ის ფარგლებშია, სადგომში კი მისმა რაოდენობამ 0,5-1%-ს შეიძლება მიაღწიოს, რაც გაპირობებულია ორგანიზმის ცხოველმოქმედების პროცესში, აგრეთვე ორგანული ნაერთების ხრწნისას მისი გამოყოფით. ნახშირორჟანგის ნორმაზე მეტად შემცველობა უარყოფითად მოქმედებს ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პროდუქტიულობაზე.
ამიაკი უფერო, საკმაოდ მძაფრი და მხუთავი სუნის მქონე აირია და ჩვეულებრივად ჰაერში არ გვხვდება. ცხოველთა სადგომებში ის, ძირითადად, წარმოიქმნება შარდის (შარდოვანას) დაშლით.
სადგომში ამიაკის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 0,0026%-ს, ანუ 20 მგ/მ3– ში. მისი ნორმაზე მეტი შემცველობისას ცხოველებში აღინიშნება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, აგრეთვე თვალების ანთება და ცრემლდენა, მეტად მაღალმა კონცენტრაციამ კი შეიძლება გამოიწვიოს ფილტვებში სისხლის ჩაქცევა, რაც მთავრდება ცხოველის სიკვდილით.
ჰაერში გვხვდება მიკროორგანიზმების როგორც საპროფიტული, ასევე პირობითად პათოგენური და პათოგენური ფორმები. ეს უკანასკნელნი, როგორც წესი, გვხვდება მეცხოველეობის ფერმებისა და მეურნეობების მიმდებარე ტერიტორიის ჰაერში, სადაც ისინი ხვდებიან სადგომების ვენტილირებისას გამოტანილი ჰაერით. თავად სადგომების ჰაერში პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროფლორა, ძირითადად, ხვდება ავადმყოფი და ბაცილამატარებელი ცხოველების მიერ ამოსუნთქული ჰაერით და სხვადასხვა გამონაყოფით. სხვადასხვა სახეობის ცხოველის სადგომის 1 მ3 ჰაერში მიკროორგანიზმების დასაშვები რაოდენობაა.
ჰაერის ტემპერატურა
სხვადასხვა სახეობის, აგრეთვე ერთი და იმავე სახეობის ფარგლებში სხვადასხვა ჯიშის, ასაკისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის ცხოველები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობაზე. შესაბამისად, მათი მოშენებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რა ტემპერატურის პირობებშია შესაძლებელი მაქსიმალური პროდუქტიულობის მიღება.
სხვადასხვა სახეობის ცხოველებისათვის თერმონეიტრალური ტემპერატურის დიაპაზონი საკმაოდ განსხვავებულია.
მოზარდისათვის ოპტიმალურია საკმაოდ მაღალი ტემპერატურა, მაშინ როდესაც იმავე სახეობის ზრდასრული ინდივიდებისათვის ასეთი ტემპერატურა, უმეტეს შემთხვევაში, ექსტრემალურია.
ზრდასრული ძროხისათვის თერმონეიტრალურად ითვლება +12…+18°C, ღორისათვის +5…+19°C, ცხვრისათვის 1…+16°C, ხოლო ფრინველისთვის +….18-22°C ჰაერის ტემპერატურა. ამავე სახეობის ცხოველების მოზარდისათვის თერმონეიტრალური ტემპერატურა უფრო მაღალია.
აღნიშნულზე უფრო მაღალი ან დაბალი ჰაერის ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს ცხოველის ორგანიზმზე. ამის გამო როგორც სიცხის, ასევე სიცივისას მცირდება ცხოველთა პროდუქტიულობა, იზრდება ერთეულ პროდუქციაზე საკვების დანახარჯი და ქვეითდება აღწარმოების უნარი. ექსტრემალური ტემპერატურის. ხანგრძლივად მოქმედებისას მოსალოდნელია ტემპერატურული სტრესი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ცალკეულ შემთხვევაში კი ცხოველის სიკვდილი.
ჰაერის ტენიანობა
ტენიანობის დახასიათებისას გამოიყენება ჰიდრომეტრული მაჩვენებლები — აბსოლუტური, მაქსიმალური და ფარდობითი ტენიანობა, აგრეთვე გაჟღენთვის დეფიციტი და ნამის წერტილი. ტენიანი ჰაერი აძლიერებს ექსტრემალური ტემპერატურის უარყოფით მოქმედებას. ამასთან, მაღალი ტენიანობა ხელს უწყობს მიკროორგანიზმების გამრავლებას, ხოლო მშრალ ჰაერში მაღალია მტვრის კონცენტრაცია. ცხოველთა სადგომებში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 50-80%-ის ფარგლებში შეიძლება ცვალებადობდეს. მეორე მხრივ, არც ძალიან დაბალი ფარდობითი ტენიანობაა სასურველი, ვინაიდან ცხოველს და ფრინველს უშრებათ ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი, მოსალოდნელია კანის დაზიანება, ხოლო მატყლი და ბუმბული მშრალი და მტვრევადი ხდება.
ჰაერის მოძრაობა
ჰაერის სწრაფი მოძრაობა როგორც მარალი ასევე დაბალი ტემპერატურის დროს ამცირებს კანის და ბალნის საფარის დამცველობითი ფუნქციების მნიშვნელობას. ამასთან, ჰაერის გარკვეული სისწრაფით მოძრაობა პაპანაქება სიცხეში სასარგებლოა ორგანიზმის სითბური სტრესის შემსუბუქების თვალსაზრისით, სიცივეში კი პირიქით, ხელს უწყობს მის ზედმეტად გაგრილებას. ორივე შემთხვევაში აღინიშნება ჭარბი ენერგეტიკული დანახარჯები.
განათების რეჟიმი
სინათლე ხელს უწყობს ორგანიზმის ფიზიოლოგიფუნქციების გააქტიურებას. ამიტომ ცხოველთა სადგომი კარგად უნდა იყოს განათებული. დაბალი განათებულ სადგომებში გაძნელებულია მომსახურე პერსონალის მუშაობა. გნათების ინტენსიობის ერთეულია ლუქსი. ცხოველთა სადგომებში განათების ინტენსივობა შეიძლება ცვალებადობდეს საკმაოდ ფართო დიაპაზონში, ხოლო დღე-ღამის მანძილზე განათების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ცხოველის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. სადგომების განათებას ზომავენ სინათლის კოეფიციენტით, რომელსაც ანგარიშობენ ფანჯრისა და იატაკის ფართობების შეფარდებით. სხვადასხვა სახეობის ცხოველების სადგომში ეს შეფარდება შეიძლება ცვალებადობდეს 1/81/30-ის ფარგლებში.
საძოვარზე შენახვისას ცხოველის ორგანიზმზე მოქმედი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია მზის რადიაცია, ატმოსფერული წნევა, ნალექები და ქარი.
მზის რადიაცია (ინსოლაცია). მზის სხივები, აღიზიანებს რა ნერვულ სისტემას და ენდოკრინულ ჯირკვლებს, ცხოველის ორგანიზმში აძლიერებს ჟანგვა-აღდგენითი ფერმენტების აქტიურობა ამის შედეგადუმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, ძლიერდება ცხიმების, ცილებისა და მინერალური ნივთიერებების დაგროვების ინტენსივობა და უმჯობესდება სისხლის ბაქტერიოციდული თვისებები.
ინსოლაცია ხოცავს კანზე და ბალნის საფარზე არსებულ მიკროფლორას, მოზარდებში კი ხელს უწყობს რაქიტის პროფილაქტიკას; გასათვალისწინებელია, რომ თერმონეიტრალური ტემპერატურის ზედა ზღვარზე მეტი ჰაერის ტემპერატურისას მზის სხივების პირდაპირი მოქმედება არის დამატებითი სტრეს-ფაქტორი და ცხოველებში იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას. ამისათვის საძოვრული შენახვის პირობებში გამოიყენება მობილური ღია ტიპის ფარდულები.
ატმოსფერული წნევა, ნალექი, ქარი
ისევე როგორც მზის რადიაცია, კლიმატის ეს ელემენტები ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და პროდუქტიულობაზე მოქმედებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც აღინიშნება თერმონეიტრალურზე უფრო მაღალი ან დაბალი ტემპერატურა.
„მეცხოველეობა“