აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

ცხვრის რძე 

ცხვრის რძე თეთრი, მორუხო შეფერილობისაა, რაც რძის ცხიმში კაროტინის არარსებობით აიხსნება.
ცხვრის რძეში ვიტამინ A-ს შემცველობა საკმაოდ მაღალია.

მაჭიკის ფერმენტით ცხვრის რძე, ძროხის რძესთან შედარებით, რამდენადმე ნელა იკვეთება. ამჟავებისას ნადედი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა მჟავიანობა მიაღწევს 120-1400T, რაც რძის მაღალი ბუფერიანობით არის განპირობებული.

ახალმოწველილი ცხვრის რძის მაღალ მჟავიანობას (24-270T) ცილებისა და მარილების მაღალი შემცველობა განაპირობებს.

ფიზიკური და ქიმიური თვისებებით ცხვრის რძის ცხიმი ძროხის რძის ცხიმისაგან უფრო რბილი კონსისტენციით და თეთრი ფერით განსხვავდება; დნობის ტემპერატურა _ დაახლოებით, 30ºC, გამყარების კი _ 250C.

ცხვრის მოუხდელი ნედლი რძე სასმელად არ გამოიყენება, რადგან მას აქვს სპეციფიკური გემო და სუნი, გარდა ამისა, არსებობს ბრუცელიოზით დაინფიცირების მაღალი რისკი, რომლითაც ცხვრები ხშირად ავადდებიან.

ცხვრის რძისგან ამზადებენ „ბრინზას“ და წათხის სხვა ყველს (გუდა, თუშური გუდა, ქართული, ოსური, ჩანახი და სხვა), ხოლო ზოგიერთ ქვეყნებში ასევე მაგარი ტიპის ყველს.

ცხვრის რძისგან დამზადებულ კარაქს აქვს რბილი, ცხებადი კონსისტენცია, დაჰკრავს ოდნავ ქონის გემო.

„რძემჟავა პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია“,
გივი ბასილაძე – აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი

„პროექტი – ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“