ცოცხალი ღობე, რომელიც არ ფუჭდება და თანდათან უფრო ძლიერდება
ჩვენ მივეჩვიეთ მშენებლობას: ფიცარი, ბეტონი, ლითონი… მაგრამ ყველაფერი, რაც აშენებულია, დროთა განმავლობაში იშლება და ნადგურდება.
ახლა კი წარმოიდგინეთ სრულიად განსხვავებული მიდგომა.
ცოცხალი ღობე _ აშენებული კი არა დარგული.
თქვენ უბრალოდ:
- მიწაში ასობთ ჭიგოებს/ბოძებს;
- მათ შორის წნავთ ნორჩ, ახალგაზრდა ტოტებს;
- და აძლევთ ბუნებას დროს.
და აი, იწყება ბუნების „ჯადოსნობა“:
- ტოტები იდგამენ ფესვებს;
- ისინი ერთმანეთთან იზრდებიან;
- ყოველწლიურად უფრო მტკიცე და გამძლე ხდებიან;
- ავსებენ ცარიელ სივრცეებს;
- გარდაიქმნებიან თავშესაფრად ფრინველებისა და სასარგებლო მწერებისთვის.
ეს აღარ არის უბრალო ღობე. ეს — ცოცხალი სისტემაა.
ჩვეულებრივ ღობეს მუდმივი შეკეთება და რემონტი სჭირდება. „ცოცხალი“ ღობე კი — თავად იზრდება და ძლიერდება.
ნამდვილი ძალა არა კონტროლში, არამედ ბუნებასთან თანამშრომლობაშია.
ზოგიერთ ნივთს შეკეთება კი არა, დრო და პერიოდულად ხელის შევლება, ფორმის მიცემა სჭირდება.
მოამზადა შოთა მაჭარაშვილმა

