როდის ჩნდება ცრუ დედა ფუტკარი?
ცრუ დედა ფუტკარი იმ ოჯახებში ჩნდება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ დედა ფუტკრის გარეშე, აგრეთვე ნაყარის შექმნისას, როდესაც მატლების რაოდენობა მკვეთრად მცირდება და ფუტკრები უფრო მეტი რაოდენობით მიირთმევენ ცილებიან საკვებს.
_ გამოფრინდება თუ არა ცრუ დედა ფუტკარი სკიდან? უჩნდება თუ არა კვერცხისმდებელ ცრუ დედა ფუტკარს ,,მხლებლები”? კვებავენ თუ არა მუშა ფუტკრები ცრუ დედა ფუტკარს და ყველა ფიზიოლოგიურ ცრუ დედა ფუტკარს შეუძლია კვერცხის დადება?
_ ცრუ დედა ფუტკარები მათ შორის ისინიც, რომლებიც დებენ კვერცხებს ფრენენ საკვებისათვის. კვერცხისმდებელ ცრუ დედა ფუტკარს ,,მხლებლები” არ ჰყავს და მუშა ფუტკრები მათ არ კვებავენ, რადგან ვერ გამოყოფოენ ნამდვილი დედა ფუტკრისათვის დამახასიათებელ ნივთიერებას. ცრუ დედა ფუტკარი მომწიფებასთან ერთად თითოეულ უჯრედში დებს რამოდენიმე კვერცხს, რომელთაც ამაგრებს უჯრედის კედელზე, რადგანაც იგი ვერ წვდება მის ფსკერს.
_ შეიძლება გამოზამთრების შემდეგ ფუტკარი იქცეს ცრუ დედა ფუტკრად?
_ დიახ, შეიძლება. ნებისმიერი ფუტკარი რომელიც კვებავს მატლებს შეიძლება გადაიქცეს ცრუ დედა ფუტკრად. გამოზამთრებული ფუტკრების მნიშვნელოვანი ნაწილი ინარჩუნებს ადრეულ გაზაფხულზე მატლების კვების უნარს და შეიძლება იქცნენ ცრუ დედა ფუტკრად.
_ დედა ფუტკრის გარეშე დარჩენილ ოჯახში წყვეტს თუ არა ცრუ დედა ფუტკარი კვერცხის დადებას შეოდგომაზე? როგორ გამოვასწოროთ ასეთი ოჯახი?
შემოდგომაზე სკაში საკვების შედინების შემცირებასა და აციებასთან ერთად ცრუ დედა ფუტკარი წყვეტს კვერცხის დებას. ცრუ დედა ფუტკრიანი ოჯახები ცუდად იზამთრებენ, ამიტომ ასეთი ოჯახები დროულად უნდა იქნეს გამოსწორებული, როგორც კი გამოვლინდებიან. ცრუ დედა ფუტკარიანი სუსტი ოჯახი უნდა განადგურდეს. ძლიერი კი გამოსწორდეს თუ არის ნაყოფიერი დედა ფუტკარი. ყველაზე საიმედო მეთოდად ითვლება სკებისთვის ადგილის შეცვლა: ცრუ დედა ფუტკარიანი ოჯახის სკას დგამენ ნორმაური ოჯახის ადგილას და პირიქით. ნორმალური ოჯახის დედა ფუტკარს ათავსებენ გალიაში და უმეტესად ღია კვერცხებიანი 3-4 ჩარჩოთი ჩასვამენ ცრუ დედა ფუტკრიან ოჯახში, ხოლო ამ უკანსკნელიდან კვერცხებიან ფიჭას იღებენ და სვამენ ნორმალურ ოჯახში. აქვე ათავსებენ ახალ დედა ფუტკარს გალიით. 2-3 დღის შემდეგ დედა ფუტკრებს გალიებიდან უშვებენ.
_ შეუძლია ცრუ დედა ფუტკარს დადოს კვერცხები ნორმალურ ოჯახში, რომელსაც ამავე დროს ჰყავს ნაყოფიერი დედა ფუტკარი?
_ ოჯახში ნაყოფიერი დედა ფუტკრის არსებობის შემთხვევაში კვერცხისმდებელი ფუტკრები არ ჩნდებიან.
_ახდენენ თუ არა ზეგავლენას მუშა ფუტკრები ნაყარისათვის განკუთვნილ უჯრედებში დედა ფუტკრის კვერცხდებაზე?
_ დედა ფუტკრის გარშემო ჩნდება ,,მხლებლები” 20-30 აღგზნებული ფუტკრისაგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც კვალდაკვალ მიყვებიან დედა ფუტკარს. ამავე დროს ,,მხლებლები” მას ძალიან უახლოვდებიან, უბიძგებენ მას. ხშირად ისინი განლაგდებიან არა ერთ არამედ ორ რიგად. ცალკეული მათგანი დედა ფუტკარს ახტება ზურგზე და იწყებენ რხევას მასზე. ასეთ გარმოცვაში მოხვედრილი დედა ფუტკარს კი იზიდავს თითოეული ნაყარისათვის განკუთვნილი უჯრედი და მათში დებს კვერცხებს.
_ როგორ დავშალოთ ცრუ დედა ფუტკრიანი ოჯახი?
_ ცრუ დედა ფუტკრიანი ოჯახის დასაშლელად სკიდან ამოიღება ყველა ფიჭა და გადაიტანება გამოსაზამთრებელ ადგილას, ხოლო სკა დაიდგმება ახალ ადგილზე და დაპატარავდება მისი შესასვლელი, რათა ფუტკარი შევიდეს სათითაოდ. ფუტკრები ნელ–ნელა გადანაწილდებიან სხვა ოჯახებში.