წვეთოვანი მორწყვა

დღესდღეობით, როდესაც მთელ მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება წყლის რესურსების სიმცირე, სოფლის მეურნეობის წარმოების ინტენსიფიკაცია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დეგრადირება და ა.შ. სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს თანამედროვე სარწყავი სისტემების გამოყენება. ერთ-ერთი მათგანი წვეთოვანი მორწყვაა. ეს არის რწყვის ისეთი ორგანიზაცია, როდესაც წყლის შეტანა ნიადაგში  უშუალოდ მცენარის ფესვთა სისტემასთან ხდება. მცირე დოზებით მორწყვისას, დღეში რამდენჯერმე, მცენარეები უკეთესად ითვისებენ წყალს და საკვებ ელემენეტებს, ამავე დროს ნარჩუნდება ნიადაგის ჰაერტევადობა, რაც მცენარეებს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. იმის გამო, რომ წვეთოვანი მორწყვით წყლისა და საკვები ელემენტების შეტანა ხდება უშუალოდ მცენარის ფესვთა სისტემასთან, სარეველა მცენარეებისათვის იქმნება უფრო ნაკლებად ხელსაყრელი გარემო. წყლის თანაბარი განაწილებიდან გამომდინარე გამორიცხულია ცალკეული უბნების ზედმეტად დატენიანება, ან ურწყავად დარჩენა.

წვეთოვან მორწყვას მთელი რიგი უპირატესობანი გააჩნია:

ამ დროს იზრდება მოსავლიანობა;
მცირდება ან თითქმის მთლიანად გამორიცხულია ნიადაგის ეროზიული პროცესები;
მკვეთრად მცირდება შრომითი დანახარჯები ერთეული ფართობის მოსარწყავად;
2-3 ჯერ მცირდება წყლისა და სასუქების დანახარჯები;
იზრდება მცენარეების მიერ საკვები ელემენტების გამოყენების ეფექტურობა (80 %-მდე), არ ხდება ნიადაგის დამლაშება.
შესაძლებელია მორწყვაDდღე-ღამის ნებისმიერ დროს, რომლის დროსაც გამორიცხულია მცენარეთა მზით დამწვრობა;

წვეთოვანი სარწყავი სისტემის აგებულება: ამ სისტემის ძირითად ელემენტად საწვეთურები გვევლინება (მოწყობილობა წყლის დოზირებულად მისაწოდებლად). საწვეთურები შეიძლება იყოს კომპენსირებული და არაკომპენსირებული.
კომპენსირებულ საწვეთურებს წნევის ფართო დიაპაზონში ფიქსირებული წარმადობის შესაძლებლობა აქვთ. ხოლო არაკომპენსირებული საწვეთურების გამოყენებისას, წნევის მომეტების შემთხვევაში წყლის დანახარჯებიც იზრდება. კონსტრუქციულად არჩევენ ინტეგრირებულ (მილის შიგნით მოთავსებული) და არაინტეგრირებულ (მილის გარეთ მოთავსებული) საწვეთურებს.

კომპენსირებული საწვეთურების გამოყენებას ძირითადად ბოსტენული კულტურების საწარმოებლად მიმართავენ. ისინი საგრძნობი სიგრძისა და დახრილობის ნაკვეთებზე გამოიყენება, ასეთ ნაკვეთბზე კომპენსირებული საწვეთურების გამოყენება ყველაზე მეტად გამართლებული და რეკომენდირებულია.

არაკომპენსირებულ საწვეთურებს იყენებენ, როდესაც მაგისტრალის სიგრძე მოკლეა, და წნევის ცვალებადობა მაგისტრალის სიგრძეზე დიდად არ მოქმედებს საწვეთურებიდან წყლის ხარჯვაზე. არაკომპენსირებული საწვეთურები შედარებით მოკლე დისტანციაზე და სწორი რელიეფის პირობებში გამოიყენება (სხვა და სხვა მწარმოებლების საწვეთურებისთვის ეს მანძილი რამდენიმე ათეულიდან, ასეულ მეტრამდე შეიძლება მერყეობდეს).

ინტეგრირებული საწვეთურები სარწყავ მილში შეიძლება განალგებული იყოს ერთმანეთისაგან სხვადასხვა დისტანციით, ეს დამოკიდებულია თავად იმ პროდუქტზე, რომლის წარმოებისთვისაცაა განკუთვნილი. მათი დისტანცია სხვადასხვა ბოსტნეული კულტურებისათვის შეიძლება მერყეობსდეს 0, 3 მ-დან 0,8-მ-დე, რაც დამოკიდებულია, თავად საწარმოებელ პროდუქტზე.

 

გარდა ამისა საწვეთურები (როგორც კომპენსირებული ასევე არაკომპენსირებული) ერთმანეთისაგან განსხვავდებიან წყლის ხარჯვის რაოდენობით, იგი საკმაოდ დიდ დიაპაზონში შეიძლება მერყეობდეს 0,6-0,8 ლ/სთ-დან 3-4 ლ/სთ-მდე. საწვეთურების წყალგამტარობის შერჩევა ხდება შესაბამისად საწარმოებელი კულტურის და ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

წვეთოვანი სისტემის გამოყენებისათვის დიდი მნიშვენლობა აქვს წყლის ხარისხს და განსაკუთრებით მასში მყარი მინარევების არსებობას, ამიტომ მიმართავენ მის აუცილებელ ფილტრაციას, ამისათვის გამოიყენება ფილტარაციის რამდენიმე საფეხური_გრავილის, ჰიდროციკლური, დისკური, ბადისებური და მათი კომბინაციები. გრავილის ფილტრებში, გამფილტრავ მასალად გვევლინება ხრეშის სპეცილური ფრაქცია, რომელსაც წყლის გაფილტვრა შეუძლია. იგი გამოიყენება ღია წყალსატევებიდან წყლის აღებისას. მისი გამორეცხვა წყლის ჭავლის უკუქცევით ხდება. მასში გამოიყენება ღორღის ორი ფრაქცია, მსხვილი 1,2-2,4 მმ და წვრილი ფრაქცია 0,5-0,8 მმ. (ჭაბურღილის ან ჭის წყლის სარწყავად გამოყენებისას საკმარისია დისკური ან ბადისებური ფილტრების გამოყენება). Dდისკური ფილტრები ემსახურება წყლიდან ორგანული და არაორგანული მინარევების მოცილებას, ისინი ჩვეულებრივად ექვემდებარებიან წყლით გარეცხვას.

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, წარმეობაში აქტიურად გამოიყენება წვეთოვანი მილების საშუალებით მცენარეთა გამოკვება ანუ ფერტიგაცია. ამ დროს მიმართავენ წყალში ადვილად ხსნადი სპეცილური სასუქების გამოყენებას, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციით იწარმოება. მცენარეთა გამოკვებისათვის მოწყობილია სპეციალური, ავტომატიზირებული გამხსნელი და შემრევი სისტემები, რომლებიც თავისით ამზადებენ სხვადასხვა საკვებნაზავებს მითითებული პროგრამის მიხედვით. აქვე რეგულირდება მიწოდებული წყლის და საკვები ხსნარის მარილიანობა, მჟავიანობა და რაოდენობა. აქვე მონტაჟდება წნევის მარეგულირებელი.

მცენარეთა სხვადასხვა სახეობები, ერთეული მშრალი ნივთიერების წარმოქმანზე სხვადასხვა რაოდენობის წყალს ხარჯავენ-ამას ეწოდება მცენარეთა ტრანსკრიფციის კოეფიციენტი. თუმცა მხოლოდ იგი როდი განსაზღვრავს კულტურის მოთხოვნას წყალზე.

სხვადასხვა პროდუქტებს განსხვავებული ტრანსკრიფციის კოეფიციენტი ახასაითებთ. ჭარხალი 400-450; კიტრი 700-750; კარტოფილი 620-700; კომბოსტო 540-600; საზამთრო 600-700, ნესვი 620-700 დაა.შ.

სასაოფლო-სამეურნეო კულტურათა წყლით უზრუნველყოფის საკითხში დიდი ადგილი უკავია ნიადაგის მოცულობას, რომელსაც კულტურული მცენრის ფესვთა სისიტემა მოიცავს. რაც უფრო მეტია ეს მოცულობა, მით უკეთ მარაგდება მცენარეები წყლით და საკვები ელემეტნებით. Bბოსტნეული კულტურების უმეტესობა, როგორც წესი ხასიათდება მცირედ განვითრებული ზედაპირული ფესვთა სისტემით და შესაბამისად, ისინი საჭიროებს უფრო ხშირ მორწყვას.

სარწყავი წვეთოვანი მილები უკავშირდება მაგისტრალურ მილს და ლაგდება ერთმანეთის პარალელურად, ისინი შეიძლება იყვნენ ერთწლოვანები (თხელი ლენტისებური) და მრავალწლოვანი გამოყენების. მათი დაიმეტრი მერყოებს 16-მმ-დან 22 მმ-მდე.

წვეთოვანი მორწყვის საბაზისო სისტემა შედგება შემდეგი მთავარი ნაწილებისაგან: წყლით მომარაგების სათავე, საქაჩი ტუმბო (პომპა) ფილტარცია, მაგისტრალური მილგაყვანილობა, სასუქის შემრევი სისტემები, წნევის მარეგულირებლები, დამაკავშირებელი ატრიბუტები. დამატებითი სისტემები შეიძლება მოიცავდენენ ავტომატური კონტროლისა და მართვის კვანძებს, აგრეთვე წყლის ხარჯვის მრიცხველებს.

წვეთოვანი მორწყვის დაგეგმვისას აუცილებელია შემდეგი პარამეტრების გათვალისწინება.
ნიადაგური, წყლის რესურსებისა და მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე შეირჩევა რამდენიმე კულტურა, მათი წარმოების შესაბამისი ფართობები, მწარმოებელი კომპანიები და შემდეგ გადადიან თავად სისტემის პარამეტრების გამოთვლაზე და პროექტირებაზე:

წყლის საშუალო მოხმარება; ნაკვეთზე სარწყავი მილების რაოდენობა, დარგვის სქემის შესაბამისად ნაკვეთის დაყოფა სარწყავ ბლოკებად (მწკრივების სიგრძის, საქაჩი ტუმბოს და წყლის დებეტის გათვალისწინებით); საფილტრაციო დანადგარები (ცალკეულ ბლოკებში წყლის ხარჯვის და რწყვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით);
მაგისტრალური და გამანაწილებელი მილგაყვანილობის შერჩევა. ცალკეული სარწყავი ბლოკის წყლის მოთხოვნილება არ უნდა აღემატებოდეს მაგისტრალური მილგაყვანილობის გამტარობას (ის მრყეობს 70-80 მ3/სთ).

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წვეთოვან მილებს აქვთ მაქსიმალური სიგრძის შეზღუდვა, ის როგორც წესი მერყეობს 120-მ-დან 150 მ-მდე, ამიტომ მაგისტრალური მილი შეიძლება განლაგდეს ნაკვეთის თავში ან შუაში (გრძელი ნაკვეთების არსებობის შემთხვევაში). გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ერთ ბლოკში უმჯობესია ხდებოდეს ერთი კულტურის წარმოება ან ისინი ერთმანეთისაგან მკვეთრად არ განსხვავდებოდნენ წყლის მოთხოვნით.

მრავალწლოვანი მილების გამოყების შემთხვევაში ხშირად ადგილი აქვს მილების დაბინძურებას სხვადასხვა მიკრონაწილაკებით, ამიტომ სავეგეტაციო პერიოდის დასრულებისას მათ რეცხავენ. ამისათვის მილების ბოლოებს გახსნიან და მათში 20-30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალს ატარებენ. თუკი სარწყავად გამოიყენება ღია წყალსატევიდან მიღებული წყალი, მილებში ზოგჯერ ადგილი აქვს მწვანე ან ლურჯი წყალმცენარეებისა და ბაქტერიების გავრცელებას, რომლებიც ლუქავენ საწვეთურებს. ამიტომ, ასეთ სისტემებში დაბალკონცენტრირებულ 20 მგ/ლ. ქლორიან წყალს უშვებენ, გამორეცხვის ხანგრძლივობა 30-60 წუთი. მცენარეთა გამოსაკვებად მთელი წლის მანძილზე გამოიყენება კალციუმიანი და მაგნიუმიანი სასუქები, რომელთა მარილებმაც შეიძლება გამოიწვიოს საწვეთურების დალუქვა. ამ მარილების მოსაცილებლად სეზონის ბოლოს სისიტემაში უშვებენ ტექნიკური აზოტის ან მარილმაჟავას 0,6 %-იანი კონცენტრაცის ხსნარს, მჟავური ირიგაციის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 1 საათია.

ილია მჭედლიძე

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

7 thoughts on “წვეთოვანი მორწყვა

  • 28/08/2021 at 08:51
    Permalink

    I was very pleased to discover this web site. I need to to
    thank you for your time for this particularly fantastic read!!
    I definitely appreciated every little bit of it and I have you bookmarked to
    look at new information in your website.

  • 30/08/2021 at 06:07
    Permalink

    Good day! I could have sworn I’ve visited this website before but after going through some of the articles I realized it’s new
    to me. Anyways, I’m certainly delighted I found it and I’ll be bookmarking it and checking back
    often!

  • 01/09/2021 at 14:51
    Permalink

    I’m curious to find out what blog system you are working with?
    I’m having some minor security problems with my latest blog and I would like
    to find something more safe. Do you have any recommendations?

  • 02/09/2021 at 21:30
    Permalink

    Admiring the time and energy you put into your site and in depth information you provide.

    It’s good to come across a blog every once in a while that isn’t the same old rehashed
    information. Excellent read! I’ve saved your site and
    I’m adding your RSS feeds to my Google account.

  • 03/09/2021 at 10:52
    Permalink

    Hey! Do you know if they make any plugins to assist with SEO?
    I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords
    but I’m not seeing very good success. If you know of any please share.
    Appreciate it!

  • 05/09/2021 at 11:51
    Permalink

    Excellent web site. Plenty of helpful info here.
    I’m sending it to several friends ans additionally sharing in delicious.
    And obviously, thank you for your sweat!

  • 06/09/2021 at 08:17
    Permalink

    Hi there! I understand this is sort of off-topic however I had to ask.
    Does building a well-established website such as yours take
    a massive amount work? I’m completely new to running a blog however
    I do write in my journal on a daily basis. I’d like to start a
    blog so I can share my own experience and feelings
    online. Please let me know if you have any kind of recommendations or tips for new aspiring blog owners.

    Thankyou!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.