აგროსიახლეებიმედიარუბრიკებიფერმერი ფერმერს

უნივერსალური წყლის ტუმბო „ირეკსონი“ 

საქართველოს სამხრეთ რეგიონებში სოფლის მეურნეობის პროდუქტებისჩანაწერის ნახვა წარმოება თითქმის მთლიანად სარწყავ წყალზეა დამოკიდებული. ამ პრობლემის წინაშე დგას საქართველოს სხვა რეგიონებიც, სადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დიდი ნაწილი სარწყავი წყლის გარეშე სასურველ მოსავალს ვერ იძლევა.

რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში სარწყავი სისტემების მოშლის გამო აღმოსავლეთ საქართველოში ათასობით ჰექტარი სავარგული გაუდაბნოვდა და გამოუყენებელი გახდა. საქართველოში წლების განმავლობაში მექანიკური წესით სტაციონალური თუ გადასატანი სატუმბი სადგურების მეშვეობით ათასობით ჰექტარზე მეტი ფართობი ირწყვებოდა. დღეს ამის მესამედიც არ ირწყვება. 

ვფიქრობ, ამ ვითარებაში, როცა საქართველოს სოფლის მეურნეობა სავარგულების გასარწყავების მწვავე პრობლემის წინაშე დგას, უაღრესად აქტუალურია  ახალი ჰიდრავლიკური ტუმბო , როგორც ავტორი, იოსებ ნარჩემაშვილი ამბობს, დღემდე ცნობილ ყველა სახის ტუმბოებისგან ძირეულად განსხვავდება და ძალიან ეფექტიანია.

— ტუმბოს მთავარი უპირატესობა სხვა, ნებისმიერი სახის ტუმბოებთან შედარებით გახლავთ ის, რომ სამუშაოდ და სასურველი რაოდენობის წყლის სასურველ სიმაღლეზე ასატუმბავად არანაირი დამატებითი ენერგია არ სჭირდება.

ბატონ იოსებ ნარჩემაშვილის განმარტებით — ტუმბოში წყლის ნაწილი ენერგიად გარდაიქმნება და იგი წყლის ამოტუმბვას ავტომატურად იწყებს, იმ მოცულობით და სიმძლავრით, როგორი მოთხოვნაც მომხმარებელს აქვს.

ირეკსონის” დამონტაჟება პირდაპირ მდინარეზე (მდინარის მდებარეობის მიხედვით) ყოველგვარი ჰიდრავლიკური ნაგებობების მოწყობის გარეშეც შეიძლება.

— წყლის ტუმბო „ირეკსონი” დღეისათვის ცნობილ ყველა ტუმბოებს შორის უმარტივესია, ეკოლოგიური, ეკონომიური და ნაკლებად შრომატევადია. მასში არ გამოიყენება ძვირადღირებული ცვეთაგამძლე ფერადი ლითონები, მას შეუძლია იმუშაოს დღე და ღამე, ზამთარ — ზაფხულ, არ სჭერიდება ელექტრო თუ სხვა სათბობი ნედლეულის ხარჯზე გამომუშავებული ენერგია, ზიანს არ აყენებს გარემოს,  უსაფრთხო და მარტივად მოსახმარია.

აღნიშნული ტუმბო მოქმედებს ჰიდრავლიკური ტარანის მეთოდით,  მაგრამ არსებული ჰიდრავლიკური ტარანების ნაირსახეობებისგან, რომლებიც დღემდე გამოიყენება, იგი როგორც წარმადობით, ასე ტექნიკური აღჭურვილობით, ძირეულად განსხვავდება.

ტუმბოს წარმადობა ძირითადად დამოკიდებულია მკვებავი მილის დიამეტრზე, დაწნევაზე და წყლის ატუმბვის სიმაღლეზე. აქედან გამომდინარე ხელსაყრელი პირობების დროს ტუმბოს წარმადობა იქნება:

 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ჰიდრავლიკური ტარანის ნაირსახეობების მაქსიმალური წარმადობა წამში 1 ლიტრს არ აღემატება.

ტექნიკური აღჭურვილობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტარანის სარქველები ძირითადად ძვირადღირებული სწრაფადცვეთადი ფერადი ლითონებით მზადდება. ტარანზე მისაწოდებელი წყალი უნდა გატარდეს სპეციალურად მოწყობილ სალექარებში, ვინაიდან მცირე ნაწილაკების მოხვედრაც კი სარქველებში ტარანის მოქმედებას აჩერებს.

ტუმბო „ირეკსონს“ არ სჭირდება არავითარი ძვირადღირებული მომსახურება, მას შეუძლია მიიღოს და გაატაროს ძალზე მღვრიე წყალი, მაგალითად ისეთი როგორიც წყალდიდობების დროს მდინარეებში წარმოიქმნება. ექსპლოატაციის დროს ტუმბოს არ სჭირდება სპეციალურად მომზადებული მომსახურე პერსონალი, არანაირი საწვავ-საპოხი მასალები. ნორმალური ექსპლოატაციის პირობებში მას შეუძლია შეუსვენებლად იმუშაოს ძალიან დიდხანს.

2010 წლიდან დღემდე 100; 200 და 300 მმ. დიამეტრის მკვებავმილიანი ტუმბოები, რომლებშიც სხვადასხვა დაწნევაზე (ქანობზე) 0,45; 2,0 და 5,5 მეტრზე გამოიცადა, სადაც წყლის აწევის სიმაღლე — 7,5; 18 და 40 მეტრი იყო, ტუმბოებმა შეუფერხებლად იმუშავა და დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი.

— 2010 წლის მაისში საგარეჯოს რაიონის სოფელ სააკაძეში საჩვენებლად ერთი ტუმბო დამონტაჟდა, რომლის მკვებავი მილის დიამეტრი 100მმ-ია. სამონტაჟო სამუშაოებზე დაკავებული იყო ერთი ამწე და 6 კაცი ინჟინრის ჩათვლით; ამასთან ერთად წინასწარ ჩატარდა კვლევითი (საინჟინრო-გეოდეზია) და საპროექტო სამუშაოები. მთლიანად ტუმბოს დასაპროექტებლად, დასამზადებლად და დასამონტაჟებლად გაწეულმა ხარჯმა 5800 ლარამდე შეადგინა.

ამ ტუმბოს სხვადასხვა სიმაღლეზე დღე-ღამეში საშუალოდ 130 ტონა წყლის ამოტუმბვა შეუძლია.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტუმბოს დღე და ღამე, ზამთარ-ზაფხულ გაუჩერებლად, დამატებითი მომსახურების გარეშე შეუძლია მუშაობა, თვეში 3900 ტონა წყლის ამოტუმბვა შეუძლია. ერთი ჰექტრის მოსარწყავად (მიშვებით) ნორმით 800ტ. წყალია საჭირო. ე.ი ამ ერთ პატარა ტუმბოს თვეში 5 (6 დღეში 1 ჰა)  ჰექტრის მორწყვა შეუძლია (1 ჰა-ს მოსარწყავად ნორმით გათვალისწინებულია 10 — 20 დღე), ეს საუკეთესო მაჩვენებელია!

მორწყვის სეზონზე ანუ 4 თვეში შესაბამისად მომხმარებელს მიეწოდა 15600ტ. წყალი. თუ დანარჩენ დროს გამოვიყენებთ, ანუ ტუმბო იმუშავებს დღე და ღამე, ზამთარ-ზაფხულ, მაშინ წელიწადში იგი 1,5 ჰექტრის მოცულობის 2 მეტრი სიღრმის ხელოვნურ ტბას შეავსებს. ხელოვნური ტბა კი სარწყავი წყლის რეზერვუარის გარდა თევზის მოსაშენებლადაც გამოიყენება, რაც ფერმერისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.

სოფელ სააკაძეში დამონტაჟებულმა ტუმბომ 2010-და 2012 წლებში ფერმას, 140 000 ტონა წყალი მიეწოდა. 1 ტონა მიწოდებული წყლის ღირებულებამ — 5800 : 140 000 = 0.04 ლარი (4 თეთრი) შეადგინა. სარემონტო-საექსპლუატაციო ხარჯი წელიწადში 200 ლარს არ აღემატება. ამ ტუმბოს მიერ შემდგომ ათი წლის განმავლობაში მიწოდებული წყლის ღირებულება ნულის ტოლი გახდება. დანადგარის ექსპლუატაციის ვადა 20 წელს აღემატება.

დაგვიკავშირდით: 592 95 55 22

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №26