დარგებივეტერინარიამეფუტკრეობა

ვაროას ტესტის შედეგების მიხედვით საფუტკრეში ჩასატარებელი ღონისძიებები

მეფუტკრეები ხშირად კითხულობენ:
დავტესტე და ამოვარდა ამდენი და ამდენი ვაროა, ამდენი ფუტკრიდან, აწი როგორ ვიმოქმედო?

ვპასუხობ:

_ ვაროას მონიტორინგის შედეგების მიხედვით უნდა დაიგეგმოს თუ რომელი მეთოდი, ან მეთოდების კომბინაცია უნდა გამოვიყენოთ საფუტკრეში.

ვაროა ლკლკაჯლლლლლლლ 2222

სხვადასხვა მეთოდებით ჩატარებული ტესტის შედეგების დროს საფუტკრეში ჩასატარებელი ღონისძიებები:

_ ვაროას მონიტორინგი რეპროდუქციულ ფაზაში, გადაბეჭილ ბარტყში არსებული ინვაზიის დადგენა:

243009222_1524710407886361_7110310752597441384_n

 100 უჯრიდან 5-ში ვაროა (5%) – ორი თვის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ვაროაზე დამუშავება (მონიტორინგის ქვეშ);

 100 უჯრიდან 10-ში ვაროა (10%) – ერთ თვეში მკურნალობა (მონიტორინგის ქვეშ);

 100 უჯრიდან 15-20 ვაროა ან მეტი (15-20%) – სასწრაფოდ მოქმედებების დაწყება, თუ ინვაზირება 20%-ზე მეტია, ამოაცალეთ გადაბეჭდილ ბარტყიანი ჩარჩოები;

გადაწყვეტილების მიღება, რომელ მეთოდს დავეყრდნოთ ასევე დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე _ სამამლე ჭუპრის რაოდენობა და ახლო მეზობელ საფუტკრეებში არსებული ინვაზირების მაჩვენებელი.

242877581_1524710054553063_8087757175025632543_n

ვაროას მონიტორინგი ფორეზულ ფაზაში მყოფ ტკიპებზე, ანუ ზრდასრულ ფუტკრებზე, სპირტით ან შაქრის პუდრით:

 100 ფუტკარზე 1 ვაროა (1%) – ხელახლა გადაამოწმეთ ორი თვის განმავლობაში, შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობა; თუ 1%-იანი ინვაზია მარტის დასაწყისში დაფიქსირდა, და არ ვაპირებთ ზოოტექნიკური მეთოდების (სამამლე ხაფანგები, განაყოფების შექმნა, დედების იზოლაციით უბარტყო პერიოდის შექმნა) გამოყენებას, მაშინ აუცილებელია გრძელვადიანი ფირფიტების, ან ჭიანჭველმჟავის ბალიშების გამოყენება;

100 ფუტკარზე 2-3 ვაროა (2-3%) – მკურნალობის დაწყება არ უნდა გადაცდეს ერთ თვეს;

 100 ფუტკარზე 5 ან მეტი ვაროა (5%) – დაუყონებლივ დაიწყეთ ვაროაზე მკურნალობა. გამოიყენეთ ზოოტექნიკური მეთოდები (უდედო გადაბეჭილ ბარტყიანი და დედიანი ღია ბარტყით განაყოფების შექმნა, უბარტყო პერიოდის შექმნა და საჭიროების შემთხვევაში გადაბეჭდილი ბარტყის განადგურებაც (12 სთ-იანი გაყინვით ან ცვილად გადადნობით).

243069151_1524711634552905_7598829965065235309_n

ვაროაზე მკურნალობა სასურველია ჩატარდეს 12°C – 32°C ტემპერატურულ დიაპაზონში, ფუტკრების აქტიური გადაადგილებისას, რომ პრეპარატი კარგად გადანაწილდეს ოჯახში, რაც უფრო აქტიურია ოჯახი მით უფრო შედეგიანია მკურნალობა.

აქვსენტი, ალეკო პაპავა, მეფუტკრე