ვაზი, ვაზის წამლობი სქემა ბიომეურნეობაში
I წამლობა. კვირტების დაბერვისა და გაშლის ფაზაში სავარაუდოდ მარტის ბოლო – აპრილის I დეკადა, კვირტის ჭიისა (ბუკნა) და ტკიპების წინააღმდეგ, ყოველ ერთ ჰექტარზე – ტურინგენი 3-4 ლიტრი+ ლეპიდინი 3-4 ლიტრი.
ნიადაგის განოყიერება საჭიროების მიხედვით – ორგანიკა 25-50 ლიტრი (მოსხურებით, ცალკე გახსნილი 400-500 ლიტრ წყალში).
II წამლობა. როდესაც პირველი ორი ფოთოლი მიაღწევს ნორმალური სიდიდის 2/3 –ს სავარაუდოდ მაისის I-II დეკადა, ჭრაქის წინააღმდეგ, 1 %-იანი ბორდოს ნარევის ან სხვა კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატებით, შესაბამისი.
III წამლობა. ყვავილედებზე კოკრების განცალკევების ფაზაში (ბუტონიზაცია) სავარაუდოდ მაისის II- III დეკადა, მეორე წამლობიდან 7-10 დღეში, ჭრაქის, ნაცრის, ტკიპების და ყურძნის ჭიის I თაობის მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე – 1 %-იანი ბორდოს ნარევი ან სხვა კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცვლელი პრეპარატით +0.5 %-იანი თიოვიტ-ჯეტა (გოგირდი) + 3 ლიტრი ტურინგენი + 3 ლიტრი ლეპიდინი .
IV წამლობა. ყვავილობის ფაზაში, სავარაუდოდ ივნისის I დეკადა, მესამე წამლობიდან 7-9 დღეში, ჭრაქის,ნაცრის, და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე ფიtოკატენა 8 -10 ლიტრი + ლეპიდინი 5 ლიტრი.
V წამლობა. გამოხორბვლის ფაზაში სავარაუდოდ ივნისის II-III დეკადა მეოთხე წამლობიდან 7-9 დღეში, ჭრაქის, ნაცრისa da ყურძნის ჭიის II თაობის მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე – 1%- იანი ბორდოს ნარევის ან სხვა კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატით + 0.5-0.7%- იანი თიოვიტ-ჯეტა (გოგირდი) + ორგანიკა – 0.5%-იანი + ლეპიდინი 5 ლიტრი.
VI წამლობა. ისვრიმობის ფაზაში სავარაუდოდ ივლისის I-II დეკადა, მეხუთე წამლობიდან 7-9 დღეში, ჭრაქის,ნაცრის და ცრუფარიანების მოხეტიალე მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე – 0.5 -0.7%-იანი თიოვიტ-ჯეტა(გოგირდი) + ფიტოკატენა 8 ლიტრი + აგროკატენა 10 ლიტრი + ტურინგენი 6 ლიტრი.
VII წამლობა. მარცვლების დამსხვილების ფაზაში, სავარაუდოდ ივლისის II-III დეკადა, მეექვსე წამლობიდან 7-10 დღეში, ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის III თაობის მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე – 1 %-იანი ბორდოს ნარევი ან სხვა კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცვლელი პრეპარატით + 0.5-0.7% თიოვიტ-ჯეტა(გოგირდი) + ლეპიდინი 5 ლიტრი.
VIII წამლობა. შეთვალების დასაწყისში სავარაუდოდ ივლისის ბოლო აგვისტოს I დეკადა, წინა წამლობიდან 7-10 დღეში. ჭრაქის,ნაცრის, და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე ფიტოკატენა 6 ლიტრი +ბიოკატენა 10 ლიტრი +ლეპიდინი 5 ლიტრი .
IX წამლობა. სიმწიფეში შესვლის ფაზაში სავარაუდოდ გვისტოს II დეკადა, წინა წამლობიდან 7-10 დღეში, ნაცრის, სიდამპლეების და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.
ყოველ ერთ ჰექტარზე – ფიტოკატენა 6 ლიტრი + ბიოკატენა 6 ლიტრი + ლეპიდინი 4 ლიტრი.
მნიშვნელოვანია!
მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. მიმწებებელი მულტიმასტერი
შენიშვნა 1: წამლობებს შორის პერიოდი მოცემულია ვაზის განვითარების ფენოფაზების მიხედვით, მაგრამ კლიმატური პირობების გათვალისწინებით მათ შორის ინტერვალი შიძლება შემცირდეს ან პირიქით, თითოეულ შემთხვევაში კომპანია ბიოაგროსთან ურთიერთკონსულტაციის საფუძველზე.
შენიშვნა 2: სქემაში მოცემული კონტაქტური სპილენძის შემცველი პრეპარატი- ბორდოს ნარევი და გოგირდიანი პრეპარატი – თიოვიტ-ჯეტა შესაძლებელია ჩანაცვლებული იქნეს სხვა კონტაქტური ანალოგიური დანიშნულების პრეპარატებით (კოსაიდი, კუპერმაქსი, ნეორამი, იროკო. კუპროქსატი, კუპროფლო და სხვა).
გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებები: თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა, ბიოკატენა,ფიტოკატენა, აგროკატენა, ლეპიდინი, ტურინგენი
წყარო: http://bioagro.ge