აგროტექნოლოგიებიმექანიზაციარუბრიკები

ვაზის და სხვა მრავალწლიანი კულტურების, ნუშის, კაკლის _ ხეხილის /GPS სისტემით აღჭურვილი/ სარგავი მანქანა

პირველად საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში (კახეთი, გურჯაანის რაიონი), გამოიცადა და წარმატებით მუშაობს ჯი-პი-ეს / GPS სისტემით აღჭურვილი გერმანული კომპანია ვაგნერის / WAGNER ვაზის და სხვა მრავალწლიანი კულტურის ნერგების სარგავი მანქანა, რომელიც ნებისმიერი ტიპის ნიადაგში აღნიშნული კულტურების სწრაფად და ხარისხიანად ზუსტ დარგვას უზრუნველყოფს.

სარგავ მანქანას შეუძლია 25-30 გრადუსიანი დახრილობის ფერდობებზე უნაკლოდ მუშაობა.

მანქანას დღეში (8 სთ.) 20-30 ჰექტარი ბაღის, ვენახის გაშენება შეუძლია.

მაგალითად 10 ჰექტარამდე ბაღის გაშენებას, მხოლოდ ნერგების დარგვას  დაახლებით 150 ადამიანის 10 სთ-იანი შრომა სჭირდება.

ძალზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საჭირო არ არის დასარგავი მიწის ფართობის წინასწარი, ე.წ. „დაპლანვა“ და აზომვა, რაც ზოგავს სამუშაო დროს, ენერგიას და დანახარჯებს.

გერმანული კომპანია ვაგნერი / WAGNER მსოფლიო ლიდერია უმაღლესი სიზუსტის ჯი-პი-ეს / GPS სისტემებით აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური სარგავი მანქანების წარმოებაში, ხოლო ქართული კომპანია „მსოფლიო ტექნიკა“, ლიდერია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში დანერგვაში.

http://w-p-t.biz/?lang=en

Office: +995 322905000