აგრარული განათლებამედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

ვიტამინების რეკომენდებული დღიური ნორმა

ვიტამინების გარეშე ადამიანები, ისევე როგორც ცხოველები, ვერ იარსებებენ.

ვიტამინი A უზრუნველყოფს თვალის ნორმალურ ფუნქციონირებას. აუცილებელია სუნთქვის პროცესისათვის, კუჭ-ნაწლავის, გამრავლების ორგანოების ლორწოვანი გარსის ნორმალური განვითარებისა და შენარჩუნებისათვის.

კაროტინოიდები ეს არის ყვითელი ფერის პიგმენტები. ადამიანის ორგანიზმში იგი გარდაიქმნება ვიტამინ A.

C ვიტამინს   აქვს ანტიოქსიდანტური ფუნქცია, მონაწილეობას ღებულობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ფოლის მჟავისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, განაპირობებს იმუნიტეტს.

D ვიტამინი  კი ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებას, ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას. მისი სიმცირის პირობებში ბავშვებში ვითარდება რაქიტი.

D ვიტამინის მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს ოსტეოპოროზს (ძვლის ქსოვილის დაშლა და დისტროფია).

ვიტამინი

C

ვიტამინი

E

ვიტამინი

PP

ვიტამინი

B1

ვიტამინი

B2

ვიტამინი

B5

ვიტამინი

B6

60მგ.

10მგ. 18მგ. 1,4მგ. 1,6მგ. 6მგ.

2მგ.

ვიტამინი A

ვიტამინი D ფოლის მჟავა ვიტამინი B12

ბიოტინი H

800მკგ. 5მკგ. 200მკგ. 1მკგ.

150მკგ.

ვიტამინი E წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს და ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.

ვიტამინი B1 მონაწილეობას ღებულობს თავის, ზურგის ტვინისა და გულის, აგრეთვე სხვა ორგანოების ნახშირწყლებისა და ენერგეტიკული ცვლის რეაქციებში.

 ვიტამინი B2 მონაწილეობას ღებულობს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმში, აგრეთვე სუნთქვის პროცესში.

ვიტამინი B6 წარმოადგენს ბევრი ფერმენტის კოფაქტორს, რომლებიც ამინომჟავების მეტაბოლიზმში მონაწილეობენ.

 ვიტამინი B12 აუცილებელია სისხლის სხეულების ფორმირებისათვის. იგი ნერვული უჯრედების გარსის ფორმირებას აკონტროლებს, აუმჯობესებს მეხსიერებას.

ბიოტინი ასრულებს საკვანძო როლს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ცვლაში.

ფოლის მჟავა აუცილებელია უჯრედის დაყოფის, ზრდისა და ყველა ორგანოსა და ქსოვილის განვითარებისათვის, მონაწილეობას ღებულობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში, რომელიც გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია უჯრედში. იგი აგრეთვე მონაწილეობს ერითროციტების წარმოქმნაში.

ნიაცინს დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის პროცესებში, გავლენას ახდენს კუჭის წვენის გამოყოფაზე.

პანთოტენის მჟავა წარმოადგენს კოფერმენტ A და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების მეტაბოლიზმის პროცესებში, მონაწილეობას ღებულობს აგრეთვე ჰორმონების სინთეზში.

ვიტამინების შემცველობა ხილსა და ბოსტნეულში სახეობის მიხედვით მნიშვნელოვნად არის განსხვავებული (განზომილება მგ/100გ):

 A ვიტამინი – სტაფილო _ 1,5; ოხრახუში _ 1,7; წითელი ბულგარული წიწაკა – 0,33; პომიდორი _ 0,12; გარგარი – 0,26; ატამი – 0,5; ხურმა – 1,2.

 β-კაროტინი – სტაფილო _ 9; ოხრახუში _ 5,0; კამა _ 4,0; ხახვი _2; პომიდორი _ 1,0; გოგრა – 1,2; მწვანე ბარდა – 0,3; წითელი ბულგარული წიწაკა – 2,0; გარგარი – 1,6; ვაშლი – 0,05; ქაცვი _ 1,5.

 E ვიტამინი – მწვანე ბარდა – 0,5; ქაცვი _ 12; ჟოლო – 0,5; ატამი – 1,5.

B1 ვიტამინი _ ბარდა _ 0,34; კარტოფილი _ 0,12.

B2 ვიტამინი _ მწვანე ბარდა _ 0,3.

PP ვიტამინი _ კარტოფილი, სტაფილო, მწვანე ბარდა, ნიორი, წითელი წიწაკა 1…2; ატამი – 0,7; კივი – 0,4.

B6    ვიტამინი _ ლობიო _ 0,3; თავიანი კომბოსტო _ 0,2; კარტოფილი _ 0,22; ხურმა – 0,1.

ფოლის მჟავა – სალათი _ 50; კომბოსტო _ 0,20.

პანთოტენის მჟავა – მწვანე ბარდა _ 0,20; მარწყვი _ 0,30.

ვიტამინი  C _ ქაცვი _ 150…250; მოცხარი _ 180…200; ოხრახუში _ 95…150; ბულგარული მწვანე წიწაკი _ 140; კამა _ 100; ყვავილოვანი კომბოსტო _ 70; თავიანი კომბოსტო _ 50…60; პომიდორი _ 20; მწვანე ბარდა _ 25; კივი _ 70…100; ფორთოხალი _ 50…60; წითელი მოცხარი _ 40…50; ჟოლო _ 25; შინდი – 45.

მაკრო და მიკროელემენტები. მაკრო _ K, Ca, Mg, P და მიკრო _ Fe, Mn, Cu, Zn, Se, ჩo, Mo, Cr, I, F ელემენტების როლი ადამიანის ორგანიზმში მრავალმხრივია. ისინი წარმოადგენენ შეუცვლელ ნუტრიენტებს, რომლებიც ყოველდღიურად უნდა მიეწოდოს ორგანიზმს საკვებთან ერთად განსაზღვრული რაოდენობით.. ცხრილში 1.2.3 მოცემულია მოთხოვნა ცალკეულ მათგანზე.