დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ჟამგამძლე მტვრის თავგადასავალი

სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, ღვინოც რომ ქართველებმა მისცეს კაცობრიობას, ამაზე უკვე აღარ დავობენ. მიუხედავად ამისა, რაც უფრო მეტ დასაბუთებას გვექნება ამ მიმართულებით, მით უკეთესია.
ქართული და უცხოური პრესით აქტიურად გაშუქდა ინფორმაცია, საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში არქეოლოგების მიერ გადაჭრილ გორაზე 80 საუკუნის ქვევრის ძირში ყურძნის ყვავილის მტვერის აღმოაჩინის შესახებ, რაც იმის დასტურია, რომ ამ ქვევრში ღვინო ესხა.

ავტორის აზრით, როცა ვაზი ყვავილობს, არ არის გასაკვირი, რომ მისი მტვერი მტევანზე დარჩეს და ყურძნის დაწურვის დროს წვენს შეერიოს, მერე კი ქვევრის ფსკერზე დალექვის დროს ფორებში მოხვდეს და საუკუნეები იქ გაატაროს. მეღვინეობაში გაუთვითცნობიერებელი კაცის მიერ ამ ფაქტის ასეთმა პრიმიტიულმა ახსნამ ყურადღების გარეთ დატოვა, ქართული მეღვინეობისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ის ამბავი, რასაც 80 საუკუნის ქვევრის ძირში, ყურძნის ყვავილის მტვრის არსებობა ნიშნავს.

ვფიქრობთ, რომ ყვავილის მტვერის მოხვედრა ქვევრში, თუ ის სპეციალურად არ შეიტანე, შეუძლებელია, რადგან ვაზი გაზაფხულზე ყვავილობს, ხოლო მწიფე ნაყოფი შემოდგომაზე იკრიფება. თუ გავითვალისწინებთ გაზაფხულ-ზაფხულ-შემოდგომის წვიმებისა და ქარის ზემოქმედებას, გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყურძნის მტევანზე ყვავილის მტვერის იმ რაოდენობით დარჩენა, რომ 80 საუკუნის შემდეგ ქვევრის ძირის ფორებში თავი იჩინოს, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ფაქტის ახსნას უფრო დამაჯერებელი არგუმენტები სჭირდება, რასაც მეღვინე სპეციალისტები დადებდნენ კიდეც, მათთვის რომ ეკითხათ. ვფიქრობთ, ყვავილის მტვერი ქვევრის ძირის ფორებში შემდეგნაირად უნდა მოხვედრილიყო:

გადაჭრილი 222222222222222222222222222

ღვინის ფერის, გემოსა და სურნელის გასაუმჯობესებლად მეღვინეები უხსოვარი დროიდან მრავალ საშუალებებს იყენებდნენ. აი რას წერს ამის შესახებ მეღვინეობაში ქართულ ენაზე დაწერილი პირველი წიგნის ავტორი ლევან ჯორჯაძე თავის წიგნში „მევენახეობა და ღვინის დაყენება“ (თბილისი. 1876 წ. გვ.200): „ვაზის ყვავილს ნაზი სუნი აქვს და ღვინოს კარგ სუნსა და ფერს აძლევს“. მისი შეგროვებისას კი ასეთ რჩევას გვაძლევს: „ვაზი ყვავილობაში უნდა დაკრიფოთ, თვით ვაზის ყვავილი, თუ ის იშოვებოდეს, მაგრამ რადგან ვაზის წახდენა არ შეიძლება, ამისთვის გარეული კრიკინის ყვავილი უნდა დაკრიფოთ, ხოლო ყვავილი სჯობია იმ კრიკინისა, რომელიც აყვავდება ხოლმე და მარცვალს კი არ იკეთებს. ეს ყვავილი უნდა გაახმო ჩრდილში, შემდეგ ჩაყარო მინის ჭურჭელში და კარგად მოუკრა პირი, ისე, რომ ჰაერი არ ჩასდიოდეს და შემოდგომამდე ყვავილს სუნი და ძალა არ დაეკარგოს. რთვლის დროს მაჭრის დაყენებისას, თვითეულ საპალნე წვენს მოუნდება ეს ყვავილი თითო გირვანქა, ხოლო უნდა ქნათ ასე: ყვავილი ჩაჰყარეთ წმინდა თეთრ ტილოს პარკში, მოუკარით პირი და ძაფით ჩაჰკიდეთ ყურძნის წვენში და იყოს ქვევრში, ვიდრე ღვინის გადაღებამდე. როდესაც მაჭარი ჩაიწმინდება, მაშინ ამოიღეთ. ეს კრიკინის ყვავილი ძალიან კარგია მეტადრე თეთრი ღვინისათვის, რომელსაც კარგ ფერსა და სუნს აძლევს”.

ვფიქრობთ, ამაზე უკეთეს დასაბუთებას იმისა, თუ საიდან მოხვდა უძველესი ქვევრის ძირის ფორებში ყურძნის ყვავილის მტვერი, ვერც ინატრებ.

გდაჭრილი გორა 33333333333333333333333

რადგან ყურძნის ყვავილის მტვრის ქვევრის ძირში მოხვედრის წყარო მიგნებულია, ახლა ვნახოთ, თუ სხვა რა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის გარდასულ დრო-ჟამის მეღვინეობაზე ყვავილის ის მტვერი, რომელიც ქვევრის ძირის ფორებში ნახეს: ეს უტყუარი დასაბუთებაა იმისა, რომ ჩვენმა წინაპარმა 8 ათასი წლის წინ არა მარტო ღვინის დაყენება იცოდა, არამედ იცნობდა კარგი ფერის, სუნისა და ბუქეტის მქონე ღვინის დაყენების მეთოდებს, რისთვისაც ყურძნის გამხმარ ყვავილს და ალბათ სხვა საშუალებებსაც იყენებდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს წინაპარს ღვინო 80 საუკუნის უკან კი არ დაუყენებია, არამედ ამ დროს უკვე მაღალი ხარისხის ღვინის დაყენების ტექნოლოგიასაც ფლობდა და ღვინის სუნის და გემოს გაუმჯობესებაც იცოდა. ამ ფაქტით მტკიცდება, რომ ქართული მეღვინეობა 80 საუკუნეზე უხნესია.

ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის                             

უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის

ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/,

ტელ. 551 333 155