აგროსიახლეები

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ _ 2021 წლის აგვისტო, № 107

გამოვიდა  ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2021 წლის აგვისტოს ნომერი, სადაც ფერმერები და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას, მეთესლეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე, ხორბლის წარმოების, სოფლიდან ახალგაზრდობის გადინების, საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების, ეკოლოგიის, მიწათმოქმედების და მემცენარეობის კანონების და აგროწარმოების პრინციპების, მედაფნეობის განვითარების, საქართველოში ყურძნის დაკრეფის და დაწურვის წესების, მეაბრეშუმეობის, ქათმის ძირითადი ჯიშების თაობაზე.

ჟურნალში ასევე გაეცნობით მკითხველთა მიერ გამოგზავნილ კითხვებს და მათზე პროფესიონალი ვეტერინარის და აგრონომიის მიერ მომზადებულ პასუხებს

აქვე გაეცნობით ჩვენი ჟურნალის სპეციალურ ჩანართს „ჩემი ვეტერინარი“, სადაც წაიკითხავთ თუ რატომ უნდა ჩავატაროთ ანტიჰელმინთური ღონისძიებები, ასევე ბიოლოგიის დოქტორ, მიხეილ ჭიჭაყუას საინტერესო წერილს _ „ადამიანთა საკვები პროდუქტები, რომელმაც შეიძლება ძაღლი მოწამლოს“. ბოლო გვერდზე ნახავთ მასალას პირუტყვის სადაზღვეო პაკეტს, როგორ დაიცვათ თავი ძროხის სიკვდილით გამოწვეული უეცარი ფინანსური ზარალისგან

ჟურნალის ელექტრონული ვერსიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“: https://drive.google.com/drive/u/3/folders/1MDS4pQer6zcKoLROgFAMzBfQ5E_UDaeQ

გამოიწერეთ და იკითხეთ ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“!

ჟურნალის ერთი წლით გამოწერა  ღირს 30ლარი. ნახევარი წლით 15 ლარი.
ჟურნალის გამოწერა შესაძლებელია პრესის გავრცელების სააგენტოს elva.ge-ს (ტელ: 577  99 16 51; 032 238 26 73; 032 2 38 26 74) მეშვეობით, ან ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქციაში,ელ-ფოსტ: agroasca@gmail.com, www. agronews.ge,ტელ: +995 599 16 18 31.