ხუთშაბათი, მაისი 23, 2024
ახალი:
აგროსიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე სადრენაჟე სისტმა იწმინდება

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „საქართველოს მელიორაცია“ საუკუნის წინათ მოწყობილ ხობი-ენგურის  დამშრობ სისტემას აწესრიგებს.
სოფელ დიდ ნეძში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2.5 კილომეტრი   სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში  35 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.