აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვაფერმერი ფერმერს

ბორდოს ხსნარი, მარტივი და საოცრად ეფექტიანი ფუნგიციდი _ როგორ მოვამზადოთ ის?

მარტივი და გენიალური ბორდოს ხსნარი, რომელიც დაიცავს თქვენს ბაღს მრავალი დაავადებისა და მავნებლებისაგან.
ბევრი უდიდესი აღმოჩენის მსგავსად, სპილენძის სულფატით (შაბიამანით) მცენარეების დამუშავებაც ​ შემთხვევით დაიწყეს.

შაბიამანით, იგივე სპილენძის სულფატით მცენარეები პირველად ირლანდიაში დაამუშავეს და ისაც შემთხვევით. 

იმ დროს, დაახლოებით 150 წლის წინათ, კარტოფილის ჯერ კიდევ დაუდგენელმა დაავადებამ, ბევრ ქვეყანაში გაანადგურა კარტოფილის ნათესები, მხოლოდ კარტოფილის ის ნათესი გადარჩა, რომელიც სპილენძის ქარხნების მიმდებარე ტერიტორიებზე იყო გაშენებული.

ბორდის ხსნარი საფრანგეთის პროვინცია ბორდოში მე-19 საუკუნის ბოლოს შემთხევით აღმოაჩინეს! ერთ-ერთი მევენახემ, რომელსაც დაენანა გადაეყარა კირის და შაბიამნის ნარჩენები ერთმანეთში შეურია, წყალში გახსნა და დაავადებულ ვაზს მიასხურა. შედეგი მიიღო საოცარი.

მევენახის დაკვირვებით, ირლანდიელი მებოსტნეების გამოცდილებით და ფრანგი ბოტანიკოსის პ. მირლლარდეს დაჟინებით, შეიქმნა გენიალურად უბრალო, მაგრამ ეფექტიანი ხსნარი, რომელიც ეფექტიანად უმკლავდება ბოსტნეულ თუ ხილ-კენკროვანი კულტურების თითქმის ყველა დაავადებას.

დაავადებების რაოდენობა, რომლისგანაც ბორდოს ხსნარი მცენარეებს იცავს, 25-ზე მეტია. მათ შორის ყველაზე ძირითადი ბაქტერიულ-სოკოვანი ინფექციური დაავადებებია.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ბორდოს ხსნარი?

მომზადებისას, ბორდოს ხსნარის კონცენტრაცია მერყეობს 1% до 3%-ის ფარგლებში, როგორ ძლიერი უნდა იყოს იგი, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვრება საბოსტნე კვლების, კენკროვანი პლანტაციის, ხეხილის ან ვენახის დაავადების ხარისხის მიხედვით.

ხსნარის დამზადების თანმიმდევრობა და დოზირება აუცილებელია ზუსტად იყოს დაცული!

გაითვალისწინეთ, რომ დამზადებისა და შეწამვლის პროცესში ხსნარი ტოქსიკურია ადამიანებისა და თბილსისხლიანი ცხოველებისათვის!

კირი უნდა იყოს ჩამქრალი და სასურველია გამოიყენოთ წვიმის წყალი.

როგორ მზადდება 1% -იანი ბორდოს ხსნარი 10 ლიტრი სამუშაოს ხსნარის მისაღებად.

დაგჭირდებათ მინის, ხის ან თიხის ჭურჭელი, რომელშიც გაიხსნება 100 გრ. შაბიამანი+ 5 ლ. წყალი. ანალოგიურად დაგჭირდებათ ასეთივე ჭურჭელი კირის გასახსნელად, იგივე პროპორციით 100 გრ. ახლადჩამქრალი კირი+5ლ.წყალი, მხოლოდ იმ გათვლით რომ ჭურჭელში მოთავსდეს 10 ლიტრი წყალი, თუ 10 ლიტრი სამუშაო ხსნარის დამზადება გსურთ.

სასურველია კირის წყალხსნარი გადაწუროთ, რათა მხსხილი ნაწილაკები არ გაყვეს გაფილრუტლ ხსნარს.

შაბიამნის ხსნარს ძალიან ნელ-ნელა, წვრილი ნაკადით ჩაასხავთ კირის წყალხსნარში ( აღნიშნული თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია). შესაბამისი რეაქციის შემდეგ მიიღებთ მკვეთრ, ცისფერ სითხეს.

3-%-იანი ბორდოს ხსნარის მომზადების პრინციპიც იგივეა, მაგრამ პროპორციები არის სხვადასხვა: 
300 გრ. შაბიამანი+ 5 ლ. წყალი და 400 გრ. ახლადჩამქრალი კირი+5ლ. წყალი.

ბორდოს ხსნარის ნაზავი დააყენეთ 2 საათის განმავლობაში – გამოიყენება დაუყოვნებლივ!.

თუ მოხდა ისე, რომ ბორდოს ხსნარი მხოლოდ მეორე დღეს უნდა გამოიყენოთ, მაშინ გამოყენების წინ დაუმატეთ 5-10 გრ. შაქარი 1%-იან 10 ლიტრ კონცენტრანტზე.

როგორ შევამოწმოთ ძლიერი ხომ არ გამოგვივიდა ბორდოს ხსნარი და ხომ არ დაგვიწვავს, დაგვიზიანებს მცენარეს?

ჩააგდეთ ხსნარში რკინის ნაჭერი, თუ მოწითალო ნადები გაუჩნდა-შაბიამანი მეტია და დაამატეთ ცოტა კირი.

ბორდოს ხსნარი გამოიყენება წინასწარაც – პროფილაქტიკური მიზნითაც: კვირტების გამოსვლამდე 3-%-იანი ხსნარი ერთხელ, ხოლო შემდეგ 1% -იანი 3-4 ჯერ.​ შეწამვლათა შორის შუალედი 10-14 დღეა.

შესხურებისას ჩაიცვით ხელთათმანები, გრძელტოტიანი შარვალი და გრძელმკლავიანი მოსასხამი.

მცენარის ბოლო შეწამვლიდან მოსავლის აღებამდე, უნდა გავიდეს, სულ მცირე, 5-და 25 დღემდე, კერძოდ:

კიტრი _  5 დღე;

პომიდორი _ 8 დღე;

ნესვი, საზამთრო _ 20 დღე;

ხურტკმელი, მოცხარი, ყურძენი _ 25;

სხვა მცენარეები _ 15.

ბორდოს ხსნარი ინსექტიციდებთან ერთად არ გამოიყენება.

მაღაზიებში იყიდება ,,მშრალი“ ბორდოს ხსნარიც, რომელშიც შაბიამანი და კირი ცალ-ცალკეა დაფასოებული. არ შეცდეთ, მიაქციეთ ყურადღება თუ რა აწერია ყუთს:
შაბიამანს უნდა ეწეროს: (CuSO4•5H2O) და არა (CuSO₄) და ლურჯი-ცისფერი შეფერილობის უნდა იყოს, ხოლო კირის თუ СаО, აწერია მაშინ ის ჩაუმქრალია და ჯერ უნდა ჩაქრეს, თუ როგორს ამის შესახებ ამ სტატიაში (კირი _როგორ ჩავაქროთ და გამოვიყენოდ სწორად?) წაიკითხავთ.

გირჩევთ, შეიძინოთ ცალკე კირი, ცალკე შაბიამანი.

ლია მღვდელაძე