დარგებიმცენარეთა დაცვა

კაკლის საშიშმა ამერიკულმა მავნებელმა პოლონეთის საზღვარი გადმოლახა

პოლონეთში ასეთი მავნებელი ჯერ არ უნახავთ. როგორც მავნებლის გადაადგილების ქრონოლოგით ჩანს, ის თანდათან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობს.

ერთ-ერთი ფიტოსანიტარიული საფრთხე, რომელიც პოლონეთში კაკლის პლანტაციებს ემუქრება, პოლონეთის მცენარეთა და მეთესლეობის დაცვის სახელმწიფო ინსპექცია (PIORiN) მთავრობისადმი წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნავს მავნებელი Rhagoletis Completa-იაა.

აშშ-ში ამ მავნებელმა ნიგვზის პლანტაციების ნახევარი გაანადგურა, წერს პოლონური აგროპორტალი Sadyogrody-ი PIORiN-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

მავნებელი Rhagoletis Completa წარმოშობით ჩრდილოეთ ამერიკიდან (კანადა, მექსიკა, აშშ-ი) არის. პირველად ამ მავნებლის ნიშნები შვეიცარიაში 1988 წელს აღმოაჩინეს, შემდეგ ასევე აღრიცხეს ავსტრიაში, ხორვატიაში, ნიდერლანდებში, სლოვენიაში, უნგრეთში და იტალიაში, ბოლო დროს კი გამოჩნდა სლოვაკეთში, ჩეხეთში, და ბელგიაში. პოლონეთში ეს მავნებელი აქამდე რეგისტრირებული არ იყო, მაგრამ როგორც ჩანს, იგი ნელ-ნელა მოიწეს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.  

მავნებელი ძირითადად ემუქრება კაკალს და ატამს. დედალი ნაყოფის შიდა გარსში დებს კვერცხებს, სადაც იჩეკებიან და იკვებებიან ლავრები. ნაყოფის დაზიანებული გარსი რბილდება, შავდება და ლპება.

ხეზე აზიანებს ნაყოფის უმეტეს ნაწილს. მრავლდება სწრაფად. მავნებელი უკვე უკრაინაშიც გამოჩნდა და იგი სწრაფად ვრცელდება.