ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი ქართული სამი ღვინო – ქართული ღვინო ევროპის ბაზარზე

ქართული ღვინო საქართველოში და ევროპაში არა მხოლოდ მისი ხარისხით, არამედ სხვადასხვა ნიშნებით ფასდება. ამაზე მცირე მარნების თუ ღვინის კომპანიების წარმოებული ღვინოების “დასახელებებიც” ნათლად მეტყველებს.

აღსანიშნავია რომ, გაყიდვების მხრივ თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელი კომპანია მსგავს მონაცემებს ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებული მონაცემები კი ასე გამოიყურება: საქართველოში გაყიდული ბოთლის ღვინოდან 45% “საფერავზე” მოდის. ( უპირატესობა ხაშმის, კონდოლისა და ხოდაშენის მიკროზონებს ენიჭებათ.) დაახლოებით ამდენივე იყიდება “რქაწითელიც”. აქვე აღსანიშნავია რომ, მასში რქაწითელისა და სხვა ჯიშის ყურძნის კუპაჟური წესით მიღებული ღვინოებიც შედის. ხოლო დარჩენილი 10%-დან დაახლოებით 7 – 8% დასავლეთ საქართველოში მოწეული ყურძნისაგან – ალექსანდროული, ალადასტური, მუჯურეთული, ტვიში, უსახელოური და სხვა..- დამზადებულ ღვინოზე მოდის. ხოლო ისეთი ბოთლის ღვინოები, როგორიცაა მაგალითად: ციცქა, ხიხვი, ჩინური და სხვა საქართველოში მცირე რაოდენობით იწარმოება და შესაბამისად მცირე რაოდენობითვე იყიდება…

გაყიდვების მხრივ სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ, მაშინ, როდესაც ქართული ღვინო ევროპაში გადის. ღვინის კომპანიების მიერ ჩვენთვის მოწოდებული მონაცემებით, დაახლოებით ასეთი მდგომაროებაა: საფერავი – 75%, რქაწითელი (კუპაჟითა და ვარიაციებითურთ) – 20%, ხვანჭკარა, უსახელოური და სხვა.. 5%.

როგორც ცნობილია, უკრაინაში გაყალბებულ ხვანჭკარას, მათივე ფულით, დაახლოებით 6 – 7 ლარად იყიდით, ხოლო საფერავს 2 – 3 ლარად. აქედან გამომდინარე, ევროპაში ქართული ღვინის გაყიდვების ზუსტი მონაცემების დასადგენად უმჯობესია ქართული ღვინის დიდი კომპანიების მონაცემებს დავეყრდნოთ, ვიდრე იმ ქვეყნის მონაცემებს, სადაც ქართული ღვინის სახელით ბევრი უხარისხო ღვინო იყიდება.

ქართულ ღვინოზე რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების შემდეგ ქართველი მეღვინეები დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ ან უნდა დაენებებინათ თავი ღვინის მასშტაბური წარმოებისთვის და მცირე წარმოებაზე უნდა გადასულიყვნენ, ან უნდა ეფიქრათ იმ ალტერნატიულ გზებზე, რითაც ევროპელ მომხმარებელს მაღალხარისხიან პროდუქციას შეღავათიან ფასში შესთავაზებდა. სწორედ ამიტომ, ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა უცხოეთიდან მევენახეობის სპეციალისტები და ექსპერტები ჩამოიყვანეს.

დაბოლოს, ქართული ყურძნის ისეთ ჯიშებს, როგორიცაა: შავკაპიტო (ქართლი), საფერე (იმერეთი), ხიხვი (აღმოსავეთ საქართველო), ქისი (კახეთი) და სხვა.. გაყიდვების თვალსაზრისით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში დიდი მომავალი აქვს. დღეს ევროპაში ქართული ღვინოებიდან ყველაზე მოთხოვნადი მხოლოდ სამი სახეობის ღვინოა: რქაწითელი, საფერავი და ხვანჭკარა…

წყაროallwine.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *