ღვინის გაფილტვრა, გადაღება და შენახვის პირობები – რაც ყველა მეღვინემ უნდა იცოდეს

ღვინის გემოს განაპირობებს მთელი რიგი თვისებების ერთობლიობა: მჟავიანობა, ალკოჰოლის და შაქრის შემცველობა, ტანინებისა და სხვა ელემენტების თანაფარდობა, რომელიც  ყოველი კონკრეტული ღვინისთვის უნიკალურია და მის განსაკუთრებულ გემოს განაპირობებს.

გვიანი მოსავლის ღვინოები ძალიან ტკბილია და ჩვეულებრივ მიირთმევენ,  როგორც სადესერტო ღვინოებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია ღვინის გაფილტვრა. გაფილტვრა ღვინის მექანიკური გაწმენდის მეთოდია, რომელიც მიმართულია სითხეში კედლების გასწვრივ და აკავებს თავის მხრივ ნარჩენებს. გაფილტვრა ხელს უწყობს არასასურველი ფერმენტების დაკავებას, ღვინოს აჯანმრთელებს და  მიკრობების ჩანასახებს ხოცავს.

საერთოდ, ღვინის ლექი იხრწნება, რაც თავისთავად ცუდად მოქმედებს ღვინის ხარისხზე.

მადუღარ არეს, თუკი კახურ ღვინოს ვაყენებთ (ჭაჭაზე დუღილი), სჭირდება დარევა.

ჭაჭას ურევენ დღეში მინიმუმ სამჯერ-ხუთჯერ. ეს ოპერაცია ემსახურება მადუღარი არის ზედაპირზე ამოტივტივებული ჭაჭის ჩარევას და ამით გამოირიცხება ამოტივტივებული ჭაჭის დაჟანგვა, დაძმარების პროცესის დაწყება და ღვინის ხარისხის გაუარესება.

თუკი დუღილის პროცესში აერაცია და გარკვეული რაოდენობის სითბო დადებითად მოქმედებდა მადუღარ არეზე, დუღილდამთავრებულ ღვინოს ესაჭიროება ჰერმეტულობა და შენახვის დაბალი ტემპერატურა (ქარხნულ პირობებში ღვინოს ინახავენ არა უმეტეს 14-15 გრადუსისა).

ღვინის გადაღების პროცესში ჭურჭლის კედლებსა და ფსკერზე შევამჩნევთ კრისტალებს, რომელთაც ღვინის ქვა ეწოდება. ეს კრისტალები ღვინოში არსებული მჟავების მარილებია. ღვინის ქვა სიცივის ზემოქმედებით გამოიყოფა და ეს პროცესი დადებითად მოქმედებს ღვინის ხარისხზე, კერძოდ, მისი გამოლექვის დროს ღვინოს სცილდება ზედმეტი მჟავიანობა, ფერი უფრო წმინდა, ხოლო მისი გემო უფრო ჰარმონიული ხდება. ჭურჭლის შიდა ზედაპირზე გამოლექილი ღვინის ქვა სითბოების დადგომისას ნაწილობრივ კვლავ გაიხსნება ღვინოში და აამღვრევს მას, ასე რომ, ღვინის ქვა დაცლილ ჭურჭელს დაუყოვნებლივ უნდა მოშორდეს.

ნატურალური ღვინის მწარმოებლები და ე.წ. „ბიო ღვინის“ შემქმნელები არ აღიარებენ ღვინის ფილტრაციის მეთოდს და მიაჩნიათ, რომ ღვინის ხელოვნური ფილტრაცია სასმელის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.

ისე კი, მსოფლიო ბაზარზე არსებული ღვინის 95%-ზე მეტი გაფილტრულია.

წყრო: allwine.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *