დარგებიმეფრინველეობამეცხოველეობა

რაც მეცხოველე და მეფრინველე ფერმერებმა ზედმიწევნით უნდა იცოდნენ

თანამედროვე ტექნოლოგიური მეცხოველეობა და მეფრინველეობა ხარისხიან საკვებზეა დაფუძნებული. სწორედ დაბალანსებული საკვები განსაზღვრავს დიდწილად ამ დარგის  რენტაბელობას _ ბიზნესის მომგებიანობას და ამიტომაც მეცხოველე თუ მეფრინველე ფერმერებმა იმთავითვე უნდა გიათავისონ _ მაღალი შედეგის მისაღწევად კვების პროცესი მოითხოვს პროფესიონალურ მიდგომას.

პროფესიული დონე ეს არის სპეციალიზებულ წარმოებაში სრული რაციონის საკვების დამზადება, სადაც ხარისხის კონტროლი ლაბორატორიაში მიღებული ნედლეულის სრულფასოვანი გამოკვლევით იწყება. ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ცხოველების სახეობის, ტექნოლოგიური, ასაკობრივი და ფიზიოლოგიური ჯგუფის მიხედვით დგება რეცეპტურა.

სრულფასოვანი საკვებია ის, რომელიც მთლიანად აკმაყოფილებს ორგანიზმს ენერგიით, საკვები ნივთიერებებით: (ცილა, ცხიმი, ნახშირწყლები), ვიტამინებითა, მიკრო და მაკრო ელემენტებით.

 

რაციონის სრულად დაბალანსება სპეციალური პროგრამით რეცეპტურის ოპტიმიზაციის შესაბამისად ხდება, ეს  გვაძლევს საშუალებას, ცხოველის და ფრინველის გენეტიკური პოტენციალი სრულად იქნეს გამოყენებული, რათა მივიღოთ მაქსიმალური შედეგი ხარისხიანი პროდუქტი: ხორცი, რძე, კვერცხი…

ხარისხიანი და დაბალანსებული საკვების დამზადება შესაძლებელია:

_  თუ  ზუსტად განისაზღვრება ნედლეულში: ნედლი პროტეინი, ნედლი ცხიმი, უჯრედანა, მარილი, კალციუმი, ფოსფორი, უსაფრთხოების მაჩვენებლები – ტენიანობა, ტოქსინები;

_ ნედლეული ინახება ოპტიმალურ გარემოში – (ტემპერატურა, ტენიანობა);

 _ სპეციალური პროგრამის მეშვეობით ხდება რეცეპტის ოპტიმიზაცია ენერგიის, საკვები ნივთიერებებისა და ფასის მხრივ;

_ მაღალეფექტიანი საფქვავის და შემრევის მეშვეობით ნედლეულის მსუბუქი კომპონენტები ქუცმაცდება და თანაზომიერად ერევა მთლიან მასაში, რაც უზრუნველყოფს ერთგვაროვანი საკვები მასის მიღებას – პროდუქციის ჰომოგენობა შეადგენს 95 %-ს;

_  ლაბორატორიულად კონტროლდება გამზადებული საკვების ხარისხი.

როდესაც ფერმერი თვითონ ამზადებს საკვებს, მას არ აქვს საშუალება, დაიცვას ზემოთ აღნიშნული პირობები. შესაძლებელია რომ რამდენიმე პარტია მართლაც მაღალხარისხოვანი საკვები დაამზადოს, მაგრამ ეს იქნება უფრო ერთჯერადი შემთხვევითი გამართლება და არა სერიოზული კვლევით და ანგარიშით მიღებული შედეგი.

რა შესაძლო საფრთხის წინაშე იყენებს ფერმერი თავს, როდესაც თავის მომზადებულ საკვებს აძლევს ფრინველს და ცხოველს?

მას არ აქვს საშუალება და ხშირად ცოდნაც, შეამოწმოს ნედლეულს (ხორბალი, სიმინდი დ.ა.შ) კვებითი ღირებულება, ან მისი უვნებლობის მაჩვენებლები.

მარცვლოვანი კულტურების ხარისხი დიდად არის განპირობებული გარემო ფაქტორებით, კლიმატი ყოველ წელს იცვლება, შესაბამისად ერთი და იგივე ადგილიდან მიღებული მოსავლის პარამეტრები ყოველ წელს განსხვავებულია.

ფერმერმა რომც მიიღოს ხარისხიანი ნედლეული, მან  უნდა უზრუნველყოს ან ამ ნედლეულის რეგულარული და სტაბილური მიღება მომწოდებლისგან, ყოველ ჯერზე ნიმუში ლაბორატორიაში წარადგინოს, ან დიდი ზომის რეზერვუარებში ათეულტონობით ნედლეულის დაბინავება და შენახვა შესაბამისი პირობების დაცვით შეძლოს. ორივე შემთხვევაში მატერიალური და შრომითი დანახარჯი ანგარიშგასაწევია.

ამის გარდა, გასათვალისწინებელია მეცნიერულად დადასტურებული რეცეპტის არარსებობა. შესაძლოა საკვები აბსოლუტურად უსაფრთხო და უვნებელი იყოს, მაგრამ შეცდომით დამზადებული, დაუბალანსებელი  საკვები სასურველ შედეგს არ მოგვცემს – საკვები რომელიც ერთი მიმართულების ან ერთი ასაკობრივი ჯგუფისთვის ოპტიმალურია, მეორე მიმართულების და ასაკის ფრინველში ან ცხოველში გამოუსადეგარია.

თანამედროვე ტექნოლოგიებში შესაბამისად, კარგი რეცეპტი და კარგი ნედლეული არ იძლევა გარანტიას, რომ საბოლოო პროდუქტი მაღალხარისხიანი იქნება, ამისათვის აუცილებელია ნედლეულის ყველა კომპონენტის შესაბამის გარემოში გულდასმით დაქუცმაცება და არევა, რომ თანაზომიერად განაწილდეს მთლიან მასაში ყველა საჭირო ელემენტი. ამისათვის საჭიროა ფერმერს ჰქონდეს მაღალხარისხოვანი დანადგარების ერთობლიობა: ბუნკერები, რეზერვუარები, სასწორები, შემრევები, როგორც პირველადი, ასევე მთლიანი მასისთვის. ეს დანადგარები სიმაღლით 14 მეტრი, ხოლო ფართობით (გარე პერიმეტრის გარდა) 1000  კვადრატულ მეტრზე მეტია. გასათვალისწინებელია ელექტროენერგიის და მომსახურების საკმაოდ დიდი დანახარჯები, რაც საწარმოს რენტაბელობაზე პირდაპირ აისახება.

ამიტომ, სჯობს ვენდოთ პროფესიონალებს და საკვები შევიძინოთ მათგან, ვისაც მისი წარმოების სათანადო პირობები და გამოცდილება აქვს.

ირაკლი ხუციშვილი,

ინვეტ ფიდის“  სურსათის უვნებლობის მენეჯერი.