აგროსიახლეებიდარგებიმებაღეობა

საზამთროს ახალი მინატურული ჯიში Kisy

ესპანური კომპანია «Jimbo Fresh» და «Agroponiente» ჯგუფმა მიმდინარე სეზონზე ბაზარზე მინიატურული საზამთრო „კისი“ (Kisy) გამოიტანა. ამ, ეგრეთწოდებულ, „ერთი ლუკმა“ საზამთროს, რომლიც სულ რაღაც   650-950 გრამამდე იწონის, შესანიშნავი გემო აქვს, ხრაშუნა და ტკბილია.

აღსანიშნავია, რომ საზამთროს ზომა თანამედროვე სამომხმარებლო ტრენდების და საბითუმო მომხმარებლების მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.

 საზამთროს გამოყენება მოსახერხებელია ნებისმიერ დროს, ჩანთაში ჩაიდო და მიირთვა მაშინ, როცა მოისურვებ.   

საზამთრო კისი ესპანეთში აგროტექნოლოგიის მკაცრი დაცვით მოჰყავთ და მკაცრად აკონტროლებენ ხარისხს. იგი ბაზარზე ხელმისაწვდომია აპრილიდან აგვისტომდე, ამ ეტაპზე მის ძირითადი მომხმარებელი ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია და არაბეთის გაერთიანებული საემიროებია.

ჯგუფ Agroponiente-ს დირექტორის განმარტებით, ისინი ჯერ გულდასმით იკვლევენ ბაზარს, სწავლობენ მოთხოვნას, მომხმარებლის განწყობას და შემდეგ ზრუნავენ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საზამთრო კისიც სწორედ ასეთი მიდგომის შედეგს წარმოადგენს, როცა მწარმოებლები მომხმარებელს ზუსტად იმას სთავაზობს, რასაც ითხოვენ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მინიატურულ საზამთროს წინ დიდი მომავალი და წარმატება ელოდება.

EastFruit მასალების მიხედვით