აგროსიახლეები

შარშან საქართველოში ხახვის იმპორტი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით 2023 წელს საქართველომ 12.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 31 909 ტონა ხახვი იყიდა, 2022 წელს კი _ 10.7 მლნ აშშ დოლარის _ 31 578 ტონა.
ყველაზე მეტი ხახვი შარშან რუსეთიდან შემოვიდა. გასულ წლებში ამ მხრივ თურქეთი ლიდერობდა, რამდენიმე წელიწადია თურქეთს საკმაოდ გადაასწრეს რუსეთმა და აზერბაიჯანმა, ირანმა, სომხეთმა და ყაზახეთმა.

ქვეყნების ნუსხა კი თუ საიდან რა რაოდენობის ხახვი შემოდის საქართველოში ასე გამოიყურება: 

რუსეთი – $5.4 მლნ 14 186 ტონა;

აზერბაიჯანი – $3.2 მლნ 8 525 ტონა;

ირანი – $943.2 ათასის 2 407 ტონა;

სომხეთი – $760.3 ათასის 1 967 ტონა;

ყაზახეთი – $600.7 ათასის 1 610 ტონა;

თურქეთი – $573.5 ათასის 1 515 ტონა;

უზბეკეთი – $493.3 ათასის 1 268 ტონა;

ეგვიპტე – $74.5 ათასის 216 ტონა;

ყირგიზეთი – $70.4 ათასი 176 ტონა;

ნიდერლანდები – $13.8 ათასის 7.2 ტონა.

აქვე აღსანიშნავია ის, რომ  2023 წელს, საქართველომ შარშან, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 82.1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 166.7 ტონა ხახვი გაყიდა.

წყარო: bm.ge