აგროსიახლეები

ნიადაგის დამლაშება _ გლობალური გამოწვევა და ბრძოლის მეთოდები

დამლაშება, რომელიც ძირითადად არასწორი ირიგაციითა და აორთქლების მაღალი დონით არის გამოწვეული, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მცენარის მიერ წყლის ათვისებას, აზიანებს ნიადაგის სტრუქტურას და მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლიანობას.

 ეს პრობლემა პირდაპირ კავშირ უკავშირდება გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, რადგან ყოველწლიურად მილიონობით ჰექტარი ნაყოფიერი მიწა გამოდის ბრუნვიდან.

ნიადაგის დამლაშება წარმოადგენს მიწაში წყალში ხსნადი მარილების (ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი) ჭარბ დაგროვებას. ეს პროცესი მსოფლიოში 833 მილიონ ჰექტარზე მეტ მიწას აზიანებს და მიწის დეგრადაციის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ფორმაა.

ნიადაგის დამლაშების მიზეზები

დამლაშება მისი წარმოშობის მიხედვით ორ ძირითად კატეგორიად იყოფა:

  1. მიმდინარეობს ბუნებრივად, მინერალების გამოფიტვისა და სანაპირო ზოლში მარილიანი წყლების შემოჭრის შედეგად.
  2. გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით, განსაკუთრებით არიდულ და ნახევრად არიდულ რეგიონებში:
    • უხარისხო წყლის გამოყენება ზრდის მარილების დაგროვებას.
    • არასწორი სადრენაჟო სისტემა იწვევს დაჭაობებას, რასაც მარილები ნიადაგის ზედაპირზე ამოაქვს.
    • წყალი ორთქლდება, მარილები კი ნიადაგში რჩება.
    • ღრმა ფესვთა სისტემის მქონე მცენარეების მოცილება იწვევს გრუნტის წყლების დონის აწევას, რომელთაც მარილები ზედაპირზე ამოაქვთ.

გარემოსდაცვითი და აგრარული გავლენა

  • მარილის მაღალი კონცენტრაცია აქვეითებს ნიადაგის ნაყოფიერებას. ყოველწლიურად 1.5 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა კარგავს აღწარმოების უნარს და გამოდის მწყობრიდან.
  • ნატრიუმის მაღალი დონე ნიადაგს ხდის ზედმეტად მკვრივს, მშრალ პერიოდში და წებოვანს, წყალგაუმტარს ჭარბი ნალექების დროს.
  • ჭარბი მარილები მცენარეს უძნელებს წყლის შეწოვას მაშინაც კი, როცა ნიადაგი ტენიანია.

მართვა და პრევენცია

მდგრადი მეურნეობისთვის აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

  • წვეთოვანი მორწყვის დანერგვა წყლის დანაზოგისთვის და წვიმის წყლის გამოყენება;
  • მიწისქვეშა სადრენაჟო სისტემების მოწყობა მარილების გამოსარეცხად;
  • ორგანული ნივთიერებების ან ნაკელის დამატება სტრუქტურისა და წყლის შეკავების უნარის გასაუმჯობესებლად;
  • ისეთი სახეობების შერჩევა, რომლებიც უძლებენ მარილის მაღალ შემცველობას.

ნიადაგების დამლაშება საქართველოში

საქართველოში დამლაშებული ნიადაგები ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებსა და რეგიონებში, სადაც მშრალი კლიმატი და აორთქლების მაღალი მაჩვენებელი ჭარბობს.

  • პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას ქვემო ქართლსა (მარნეული, გარდაბანი) და კახეთში (ალაზნის ველის ქვემო ნაწილი, ელდარის ველი). ასევე, დამლაშების ნიშნები გვხვდება შიდა ქართლის ზოგიერთ მშრალ რაიონში.
  • საბჭოთა პერიოდში აშენებული სარწყავი სისტემების მოშლამ და სადრენაჟო არხების დანაგვიანებამ გამოიწვია გრუნტის წყლების დონის აწევა.
    • ბოლო წლებში მომატებულმა ტემპერატურამ და ნალექების შემცირებამ გააძლიერა ნიადაგიდან წყლის აორთქლება, რის შედეგადაც მარილები ზედაპირულ ფენებში გროვდება.
    • ბევრ მეურნეობაში კვლავ გამოიყენება დატბორვითი მორწყვა, რაც ხელს უწყობს მარილების კონცენტრაციის ზრდას სახნავ ფენაში.

საქართველოში ამ პრობლემასთან საბრძოლველად აქტიურად მუშაობს „საქართველოს მელიორაცია“. ძირითადი აქცენტი კეთდება:

  1. რათა მოხდეს გრუნტის წყლების დონის დაწევა და მარილების გამორეცხვა;
  2. ნიადაგის მოთაბაშირიანება ეს არის ქიმიური მელიორაციის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ძლიერ დამლაშებული (ბიცობი) ნიადაგების სტრუქტურის გასაუმჯობესებლად;
  3. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფერმერების წახალისებაზე, რათა დანერგონ წვეთოვან მორწყვის სისტებები, რაც მკვეთრად ამცირებს მეორადი დამლაშების რისკს.

ნიადაგის დამლაშება არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემაა. მისი პრევენცია მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას _ დაწყებული მელიორაციული სისტემების მოწესრიგებიდან, დამთავრებული თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვით.