მარცვლეულის ამღები კომბაინი ფერმერებს ჭიათურასა და საჩხერეშიც სჭირდებათ!
სამი ათეული წელია რაც ჭიათურის რაიონს არ ყავთ მარცვლეული კულტურების ამღები კომბაინი, ამიტომ მოსახლეობას ძირითად სიმინდი და ლობიო მოჰყავს.
მარტო ჭიათურაში კი არა, მეზობელ საჩხერის მუნიციპალიტეტშიც არ ჰყავთ კომბაინი, რაც, სამწუხაროდ აღარც კევრი არსებობს, თორემ ფერმერები შეიძლება, კომბაინის გარეშეც, ნამგლითა და ცელით გასულიყვნენ იოლას
როგორც ფერმერი როლანდ დარბაიძე ამბობს, შვრია აქვს ასაღები, რომელმაც სიმაღლეში უკვე 170 სანტიმეტრს გადააჭარბა და იძულებულია მოუმწიფებელი ყანა ცელით გათიბოს… ასევე არიან მეზობელი ფერმერებიც.
_ სხვა გზა არ არის, ნედლი შვრია უნდა გავთიბო, თივის საპრესით დავპრესო და დავაბინავო. ანალოგიური ვითარებაა საჩხერეშიც, იქ რომ მაინც ჰყავდეთ, რაღაცას მოვახერხებდი და გადმოვიყვანადი, მაგრამ…
რაიონში ერთი კომბაინიც რომ იყოს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საშემოდგომო თავთავიანი კულტურებს დათესავდა და სარგებელს ნახავდა.
ადრე, ავადსახსენებელი კომუნისტების პერიოდში, ერთი კი არა რამდენიმე კომბაინი იყო რაიონში და სოფლებში, სადაც კი ამის საშუალება იყო, შვრია, ქერი, ხორბალი ითესებოდა, საკმაოდ კარგი მოსავალიც მოდიოდა. ეს იმითაც იყო კარგი რომ ხდებოდა კულტურათა მონაცვლეობა. დღეს კი მხოლოდ ერთი მონოკულტურა სიმინდი ითესება და ისედაც გამოფიტული ნიადაგი, რაც მუშავდება, კიდევ უფრო ნადგურდება. ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ისე როგოც მეზობელ რაიონებში ასეულ ჰექტრობით დაუმუშავებელი ადგილებია, რომელებიც წლებია გაყამირებულია, დარწმუნებული ვარ ერთი კომბაინი რომ იყოს, მოსახლეობა ამ ადგილებს დაამუშავებდა და სარგებელს ნახავდა.
ჭიათურის და საჩხერის რაიონში საშემოდგომო კულტურები ოდითგანვე მოჰყავდათ ამას ბევრი ფაქტი ადასტურებს, თუნდაც ის, რომ დღესაც არსებობს, უძველესი, ღირსებით შემკობილი ხორბლის ჯიში: კორბოულის თეთრი დოლის პური, რაც იმის დასტურია, რომ აქ უძველესი დროიდან მარტო ხორბალი კი არ მოჰყავდათ, ხალხური სელექციით მოსავლიანობის გაზრდაზე და ადგილობრივი ჯიშების დახვეწაზეც ზრუნავდნენ, ამიტომ დღეს იმის ხმამაღლა თქმაც კი უხერხულია, რომ ზემოიმერელ ფერმერებს კომბაინი სანატრელი გახდომიათ.
არ ვფიქრობთ, რომ ეს რთულად მოსაგვარებელი საქმეა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სახელმწიფომ უსათუოდ უნდა იზრუნოს, ჭიათურის და საჩხერის მნიციპილიტეტებში არსებულ სერვისცენტრებს თითო კომბაინი მაინც ჰყავდეს.