ჯონჯოლი სასარგებლო და კომერციულად საინტერესო მცენარე
ჯონჯოლი (Staphylea) — ჯონჯოლისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი. იზრდება ბუჩქის ან ხის სახით.
საქართველოში ჯონჯოლის მხოლოდ ორი სახეობა გვხვდება: კოლხური ჯონჯოლი, რომელიც უმთავრესად დასავლეთ საქართველოში იზრდება და ჩვეულებრივი ჯონჯოლი, რომელიც ქართლსა და კახეთშიც იზრდება.
ჯონჯოლი უპრეტენზიო მცენარეა, არის გვალვისადმი მდგრადი და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. მისი ნერგების გამოყვანის რამდენიმე მეთოდი არსებობს: თესლით და გადაწიდვნით, ამონაყარით და კალმით. თესლის ნერგი დაახლოებით სამი წლის შემდეგ ყვავილობს, გადაწიდვნით გამრავლებულმა კი ყვავილი შეიძლება მომდევნო წელიწადს გაიკეთოს.
ჯონჯოლს საწარმოო კუთხით კარგი პოტენტიალი აქვს. მისი ბაღის გაშენება მომგებიანია, რადგან განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, მოსავალს მალე იძლევა და ბაზარზე ჩაბარების ფასი მაღალია. თითო კილოგრამი ჯონჯოლისგან თითო კილოგრამი მწნილი მზადდება, რაც ქართული სამზარეულოს ექსკლუზივია და კარგი საექსპორტო პოტენციალი აქვს.
100 გრამი ჯონჯოლი 23 კილოკალორიას შეიცავს:
• ცილები – 2,36 გრამი;
• ცხიმები – 0,86 გრამი;
• ნახშირწყლები – 1,69 გრამი;
• საკვები ბოჭკოები – 3,2 გრამი;
• ნაცარი – 8,04 გრამი;
• წყალი – 83,85 გრამი.
მაკროელემენტების შემცველობა 100 გრამზე:
• ფოსფორი – 10 მილიგრამი;
• კალიუმი – 40 მილიგრამი;
• ნატრიუმი – 196,4 მილიგრამი;
• მაგნიუმი – 33 მილიგრამი;
• კალციუმი – 40 მილიგრამი.
მიკროელემენტების შემცველობა 100 გრამზე:
• თუთია – 320 მიკროგრამი;
• სპილენძი – 0,374 მილიგრამი;
• მანგანუმი – 0,078 მილიგრამი;
• სელენი (სელენიუმი) – 1,2 მიკროგრამი;
• რკინა – 1,67 მილიგრამი.
ვიტამინების შემცველობა 100 გრამზე:
• B1 (თიამინი) — 0,018 მილიგრამი;
• B2 (რიბოფლავინი) — 0,139 მილიგრამი;
• B6 (პირიდოქსინი) — 0,023 მილიგრამი;
• B9 (ფოლიუმის მჟავა) — 0,023 მილიგრამი;
• C — 4,3 მილიგრამი;
• E — 0,88 მილიგრამი;
• К (ფილოქინონი) — 0,0246 მილიგრამი;
• PP (ნიაცინის ეკვივალენტი) — 0,652 მილიგრამი;
• ქოლინი — 6,5 მილიგრამი;
• A — 0,007 მილიგრამი;
• ბეტა–კაროტინი — 0,083 მილიგრამი;
• B5 (პანტოთენის მჟავა) — 0,027 მილიგრამი.
ჯონჯოლის სასარგებლო თვისებები ადამიანის ორგანიზმისთვის:
• საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებისას აღადგენს ნაწლავების მუშაობას;
• შველის გაციებისა და ვირუსული დაავადებების დროს გართულებული ხველებისას;
• არეგულირებს რეპროდუქტიული სისტემის მუშაობას ქალებშიც და მამაკაცებშიც;
• აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს უჯრედის დონეზე, რისი წყალობითაც მაღლდება კუნთოვანი ქსოვილის ტონუსი და მუხრუჭდება დეგენერატულ–დისტროფიული ორგანული ცვლილებები – რადიკულიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზები;
• აფერხებს შაკიკის განვითარებას და ამცირებს შეტევების სიხშირეს;
• ანესთეზიური მოქმედება აქვს თავისა და კბილის ტკივილისას;
• ეხმარება ორგანიზმს დაგროვებული ტოქსინების გამოდევნაში;
• ასტიმულირებს ორგანიზმის რეგენერაციულ ფუნქციას: ჯონჯოლის მუდმივი მიღებისას მალე ხორცდება ჭრილობები და გაიწოვება დაჟეჟილობები, ფერხდება ჩირქოვანი პროცესების განვითარება; მოტეხილობების შემდეგ ხელს უწყობს დაზიანებული სახსრის მალე აღდგენას;
• კარგია ღვიძლის დაავადებების მკურნალობისას;
• აქვს მსუბუქი გამხსნელი ეფექტი;
• რეგულარული მიღებისას აძლიერებეს გულის მუშაობას.
ვინაიდან ჯონჯოლის ხე არ საჭიროებს ქიმიური პრეპარატების დახმარებას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მისი ნაყოფი ნამდვილად ჯანსაღი პროდუქტია.
ჯონჯოლს უკუჩვენებები არა აქვს. მისი მიღება არ შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალური აუტანლობის დროს.
მომზადდა ქართული პრესის მასალების მიხედვით