7 წლის ფერმერმა იშვიათი ჯიშის კურდღლის მოშენება დაიწყო

 (photo: )

17 წლის ლუკა ღლიღვაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში კალიფორნიულ, ზელანდიურ და სერებრისტის ჯიშის კურდღლებს აშენებს. 

ახალგაზრდა ფერმერს ბოცვრები ბავშვობიდან უყვარდა და 1 წელია საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია. ლუკა ღლიღვაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ჯიშები მეხორცულები და ადვილად მოსავლელელები არიან.
ფერმერს ამ დროისთვის სოფლის სახლში 15 დედა კურდღელი ყავს. იგი ამბობს, რომ მათ ყოველდღიურად ჭირდებათ მოვლა, თუმცა ამის მიუხედავად სწავლას და საყვარელ საქმეს ერთმანეთს ადვილად უთავსებს.
,,ბავშვობიდან მიყვარდა კურდღლები და სულ გვყავდა სახლში. 1 წელია რაც გადავწყვიტე, რომ ჯიშიანი კურდღლები გამემრავლებინა და საყვარელი საქმისთვვის ბიზნესის სახე მიმეცა. ამ ეტაპზე მყავს 3 ჯიშის ბოცვერი, ისინი იმიტომ ამოვარჩიე , რომ მეხორცულები არიან. დღეისთვის მყავს 15 დედა ბოცვერი, ძირითადად ვაჭმევ ქერს,სიმინდს, ხორბალს, შვრიას, კოპტონს, იონჯას. მარცვალს ჯერჯერობით ვყიდულობ თუმცა ვაპირებ, რომ ჩემით ვაწარმოო. მათი მოვლა არ არის ძნელი ,ძალიან მარტივია. თან სკოლაში ვსწავლობ, მაგრამ არ მიჭირს საყვარელი საქმის კეთება. მარტო ამ ყველაფერს ვერ მოვახერხებდი, ჩემი ოჯახის წევრები რომ არ მეხმარებოდნენ’’,– განუცხადა Knews.ge-ს ლუკა ღლიღვაშვილმა.
ფერმერის თქმით, აღნიშნული ჯიშები გარდა მეხორცულობისა, ქართული და სხვა ჯიშის კურდღლებისგან შობადობის მაღალი მაჩვენებლითაც გამოირჩევიან. ახალგაზრდას თქმით, გაზრდილ ბოცვრებს ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა ყიდულობს. ერთი ბაჭიის ფასი 25 ლარიდან იწყება.
,,ეს ჯიშები ქართულისგან ბევრი რამით განსხვავდება . პირველია ის რომ არის კარგი დედა და გამოირჩევა შობადობის დიდი მაჩვენებლით, სწრაფმზარდია და რაც მთავარია ჩვენს კლიმატურ პირობებს უძლებენ’’,– განაცხადა ლუკა ღლიღვაშვილმა.
ლუკა ღლიღვაშვილს ამ ეტაპზე სახლის ეზოში კურდღლებისთვის რამდენიმე გალია აქვს. შექმნილი აქვს სპეციალური საკვებურები და დაწყურების სისტემა. ახალგაზრდა ფერმერი სამომავლოდ ბიზნესის გაფართოვებისთვის დედა კურღლების რიცხვის გაზრდას აპირებს.
,,ბოცვრებისთვის საკვებურები მაქვს ბუნკერული ტიპის, რომელსაც კვირაში ერთხელ სჭირდება შევსება .ასევე ნიპელების სახით მაქვს დაწყურების სისტემა და ვცდილობ, ახალი ტექნოლოგიების და მოვლის ახალი სისტემის დახმარებით ნაკლები დრო დავხარჯო მათ მოვლაზე. ახლასკოლაში ვსწავლობ სკოლაში და იმდენად მიყვარს სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა, რომ ვაპირებ აგრარულ უნივერსიტეტში ვეტერინარიის ფაკულტეტზე ჩავაბარო,’’– განუცხადა Knews.ge-ს ლუკა ღლიღვაშვილმა.

მაკა ხაზიური

წყარო: Knews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.