ხორბლის თესვის ტექნოლოგია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონებისთვის
ხორბლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია ითვალისწინებს ჯიშის პოტენციური შესაძლებლობის წარმოებაში მაქსიმალურ რეალიზაციას. ეს შესაძლებელია მაშინ, როცა ხორბლის ტექნოლოგიის ყველა ფაქტორი, წინამორბედის შერჩევიდან დაწყებული და მოსავლის აღებით დამთავრებული, სრულდება დროულად და მაღალხარისხოვნად. ერთი რომელიმე ფაქტორის მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობა მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს მოსალოდნელ საბოლოო შედეგზე.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდის მსვლელობის ხასიათსაც. კლიმატური პირობების ოპტიმალური მაჩვენებლები – ზომიერი ნალექები, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ჰაერის საშუალო შეფარდებითი ტენიანობა ქმნიან ხელსაყრელ პირობებს ხორბლის მაღალი და ხარისხოვანი მოსავლის საწარმოებლად მოკლედ, მარცვლის მოსავალი და ტექნოლოგიური ხარისხი განხორციელებული აგროტექნიკისა და მცენარის ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური კლიმატური პირობების ერთობლივი მოქმედების შედეგია.
საქართველოს ხორბლის კულტურა ძირითადად წარმოდგენილია მის აღმოსავლეთ ნაწილში. ხორბალი ითესება შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში, ასევე ადრე გაზაფხულზე.
წინამორბედი კულტურა
ხორბლის დასათესად ნიადაგის მომზადებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წინამორბედ კულტურას.
აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე ხორბლის შემოდგომით დასათესად სასურველი წინამორბედებია მოკლე ვეგეტაციის სამარცვლე სიმინდი, სასილოსე სიმინდი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები, მრავალწლოვანი ბალახების კორდი, სანაწვერალო კულტურები, სამარცვლე-პარკოსანი კულტურები – სოია, ლობიო, მუხუდო
ურწყავ პირობებში სასურველი წინამორბედებია სამარცვლე პარკოსანი კულტურები, სასილოსე სიმინდი, სიმინდი მწვანე საკვებად, ფართე მწკრივად (70ხ210 სმ) ნათესი სამარცვლე სიმინდი, ერთწლიანი პარკოსნებისა და მარცვლოვნების (შვრიანარევი ბარდა ან ცერცველა) ნარევი მწვანე საკვებად, მრავალწლოვანი პარკოსნების კორდი. ასევე დასაშვებია ხორბლის ერთი და იმავე ჯიშის ორ წელიწადს ზედიზედ დათესვა. რეკომენდებულია შავი ანეული.
რეკომენდებულია თესლბრუნვის სწორი დაცვა (საშემოდგომო პურეულის წინამორბედი უნდა იყოს ისეთი კულტურები, რომლებიც მავნებლებისაგან სრულად არ ზიანდებიან – მზესუმზირა, ჭარხალი, საკვები ბალახები ან შავი ანეული) რომლებიც უზრუნველყოფენ მინდვრის ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, კულტურის მაქსიმალურ მოსავლიანობას.
ამდენად, საგაზაფხულო ხორბლისათვის სასურველი წინამორბედებია სათოხნი კულტურები და ერთწლიანი ბალახები.
ნიადაგის დამუშავება
თესვამდე ნიადაგი უნდა დამუშავდეს არანაკლებ 15–20 დღით ადრე. საშემოდგომო ხორბლისათვის ნასიმიდნარი უმჯობესია ჯერ მძიმე დისკოებიანი იარაღით დამუშავდეს და შემდეგ 22–25 სმ-ზე მოხდეს წინმხვნელიანი გუთნით ჩახვნა. ასევე ტარდება სასილოსე ნასიმინდარის დამუშავება. ხნულის დასარევლიანების შემთხვევაში საჭიროა კულტივაცია-დაფარცხვის ჩატარება.
სარეველებისაგან და ფესურიანი სარეველე სგან სუფთა ან უმნიშვნელო რაოდენობის შემცველი მინდორი უნდა დამუშა დეს 14-16 სმ. სიღრმეზე საოში გუთნით ზედმობმული ფარცხით
ანალოგიურად უნდა დამუშავდეს ნაზესუმზირალი და ნასიმინდარი მინდვრები თესვის წინ მხოლოდ დისკოებიანი ფარცხით, ზედმიბმული ზიგზაგით.
აღმოსავლეთ საქართველოში, საწარმოო სპეციალიზაციის I, II,III,IV,V, VI, VII,VIII ზონებში რეკომენდებულია ხორბლის ზედიზედ ორ წელიწადს თესვა. ასეთი მინდვრიდან აღებული მოსავლის მარცვლის სათესლედ გამოყენება დაუშვებელია.
საშემოდგომოდ დათესილი ხორბლის აღების შემდეგ ნაწვერალი ნახევრად ანეულის წესით უნდა დამუშავდეს, რის დროსაც ნაწვერალი იხვნება წინასწარი აჩეჩვის გარეშე, თავთავიანი კულტურის აღებისთანავე 22-25 სმ სიღრმეზე.
სარეველების გამოჩენისთანავე ტარდება დაფარცხვით კულტივაცია. ასეთივე წესით უნდა დამუშავდეს სამარცვლე პარკოსანი კულტურებით – ლიბიო, სოიო და მწვანე საკვებად ან თივად ნათესი ერთწლოვანი მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურებით დაკავებული მინდორი.
აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე მრავალწლოვანი ბალახების კორდის მოხსნა რეკომედებულია 20 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე წინმხვნელიანი გუთნით 25-27 სმ სიღრმეზე.
ურწყავ ადგილებში კორდი უნდა მოიხნას ბალახნარის პირველი გამოჩენისთანავე. კორდის თესვისწინა დამუშავება, ნასიმინდარის მსგავსად, უნდა ჩატარდეს მხოლოდ მძიმე დისკოებიანი ფარცხით.
საგაზაფხულო ხორბლის დასათესად მზრალი უნდა დაიფარცხოს ხნულის გარდიგარდმო.
ქარისმიერი ეროზიის ზონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღის უკანა მხარე, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, მცხეთის, საგარეჯოს რაიონები) სარწყავ მიწებზე მრავალწლიანი ბალახების კორდი უნდა დამუშავდეს ბელტის გადაუბრუნებლად ბრტყელმჭრელი კულტივატორით 8-10 სმ სიღრმეზე, ზედაპირზე ნაწვერალის შენარჩუნებით, აგვისტოს მესამე დეკადიდან სექტემბრის მეორე დეკადამდე. 6-8 დღის შემდეგ დამუშავება ტარდება ბრტყელმჭრელი ღრმად გამაფხვიერებელით 25–27 სმ სიღრმეზე. თესვის წინ ნიადაგი მუშავდება ფარცხით.
ურწყავ მიწებზე კორდი პირველი გათიბვისთანავე უნდა დამუშავდეს ბრტყელმჭრელი კულტივატორით 8–10 სმ სიღრმეზე, 6–8 დღის შემდეგ გაფხვიერება ხდება 25–27 სმ სიღრმეზე ღრმადმჭრელი ღრმადგამაფხვიერებლით. თესვის წინ ტარდება ფარცხვა.
ნასიმინდარ და ნამზესუმზირალ მინდორში ჯერ უნდა ჩატარდეს სიმინდისა და მზესუმზირის ღეროების დაქუცმაცება დისკოებიანი ფარცხით, ხოლო შემდეგ დამუშავდეს ბრტყელი მჭრელი ღრმადგამაფხვიერებლებით 22-25 სმ სიღრმეზე. თესვის წინ ტარდება ფარცხვა.
თავთავიანების ნაწვერალი უნდა დამუშავდეს ბრტყელმჭრელი ღრმად გამაფხვიერებელით 22–25 სმ სიღრმეზე, ხოლო თესვამდე – ბრტყელმჭრელი კუტლივატორით 8-10 სმ-ზე. თესვის წინ ტარდება ფარცხვა.
წყლისმიერი ეროზიის ზონებში ხვნა, ხნულის დამუშავება, თესვა და ნათესის მოვლის სამუშაოები ტარდება ფერდობის გარდიგარდმო მიმართულებით.
3°-4° დახრილობის ფერდობებზე ნიადაგის დაცვისათვის რეკომენდებულია განივი კონტურული დამუშავება.
5° დახრილობის ფერდობზე უფრო ეფექტურია ღრმად ხვნასთან ერთად ბაზოების გაკეთება გუთნის ბოლო ტანზე დაყენებული დაგრძელებული თათით, რომელიც ხნულის ზედაპირზე ყოველ 150 სმ-ის შემდეგ წარმოქმნის შემაღლებულ ბაზოს.
თესლის მომზადება
ფესვის სიდამპლისა და სოკოვანი დაავადებების – გუდაფშუტა, ჟანგა, ნაცარი, საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანია თესლის თესვისწინა დამუშავება:
ტრიტიკონაზოლი 0.15-02 ლიტრი ერთ ტონა თესლზე (კორიოლისი);
ტებუკონაზოლი 0.4 ლიტრი ერთ ტონა თესლზე (რაქსილი, ტებიკური, გიზმო, როდოლიტი) ან დინიკონაზოლი 15 კგ/ტონა თესლზე (ალიანსი, კონილი, მაქსილი).
თესვა
უნდა დაითესოს მხოლოდ სერტიფიცირებული თესლი. დათესვამდე რეკომენდებულია თესლის გაწმენდა, დახარისხება და ფიტოექსპერტიზა. ასევე დათესვამდე საჭიროა ნაკვეთის გამოკვლევა მავთულა და ცრუ მავთულა ჭიების, მღრღნელი ხვატარების რაოდენობის დასადგენად. ლ მ2-ზე 5-8-ზე მეტი ცრუ მავთულა და მავთულა ჭიების აღმოჩენისას, ნიადაგი უნდა დამუშავდეს გრანულირებული პესტიციდებით.
საქართველოს ნიადაგურ–კლიმატური პირობების მიხედვით საშემოდგომო ხორბლის თესვის ვადები და ნორმები განსხვავებულია.
საშემოდგომო ხორბლის თესვის ნორმები და ვადები
რაიონი | თესვის ვადები | თესვის ნორმა (მლნ მარცვალი ჰა–ზე) | |
დაწყება | დამთავრება | ||
ახმეტა, თელავი, გურჯაანი, ყვარელი ლაგოდეხი | 1 ოქტომბერი | 30 ოქტომბერი | 4,5—5,0 |
დედოფლისწყარო, სიღნაღი | l ოქტომბერი | 30 ოქტომბერი | 5,0–5,5 |
მცხეთა, გარდაბანი, მარნეული,ბოლნისი | l სექტემბერი | 1 ოქტომბერი | 5,0-5,5 |
საგარეჯო, თეთრიწყარო | 20 სექტემბერი | 20 ოქტომბერი | 5,0-5,5 |
თიანეთი, დუშეთი, სამაჩაბლო | 20 სექტემბერი | 20 ოქტომბერი | 5,5–6,0 |
, გორი, ქარელი, ხაშური | 20 სექტემბერი | 20 ოქტომბერი | 5,0–5,5 |
წალკა, ახალქალაქი | 20 აგვისტო | 15 ოქტომბერი | 6,0-6,5 |
დმანისი | 15 სექტემბერი | 15 ოქტომბერი | 5,0-5,5 |
ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი | 15 სექტემბერი | 15 ოქტომბერი | 5,0-5,5 |
როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ხორბალი ითესება მწკრივად.
არსებობს მწკრივად დათესვის რამოდენიმე წესი:
ა. ჩვეულებრივ მწკრივი – მწკრივთაშორისი მანძილი 15 სმ;
ბ. ვიწრო მწკრივი – მწკრივთაშორისი მანძილი 7,5 სმ;
გ. ჯვარედინი დათესვა.
ქარისმიერი ეროზიის ზონებში რეკომენდებულია ვიწრო მწკრივად დათესვა. მიღებულია, რომ საშემოდგომო ხორბლის თესლის საშუალო რაოდენობა ჰექტარზე არ უნდა იყოს 1,8-2,0 მილიონზე ნაკლები.
საგაზაფხულო ხორბლის სათესი ნორმა უფრო მეტია (2.5 მილიონზე მეტი).
ხორბლის, თესლის ჩათესვის სიღრმე 4დან 6 სმ–მდე მერყეობს. ქარისმიერი ეროზიის ზონაში თესვა წარმოებს 1–2 სმ–ით უფრო ღრმად. თესვა უფრო ღრმად წარმოებს ასევე მსუბუქ და მშრალ ნიადაგებში.
ნათესების მოვლა
დათესვის შემდეგ განსაკუთრეგული მნიშვნელობა ენიჭება ნათესების მოვლას. ფხვიერ ნიადაგში თესვისას გვალვის დროს, საანეულო მინდვრებზე დათესილი ნაკვეთი იტკეპნება სატკეპნელებით იფარცხება მსუბუქი ფარცხებით რაც აუმჯობესებს გადაზამთრების პირობებს.
მნიშვნელოვანია ნათესების დაცვა სხვადახვა სახის სარეველა მცენარეებისაგან, მათ შორის – წიწმატურა ჩვეულებრივი მატიტელა, ყანის ჭლექი, მინდვრის ღიჭა, ხვართქლა, შალაფა, ღორის ქადა, ყანის ბირკა, თეთრი ნარი, შვრიუკა ნაცარქათამა, კომბოსტურა ღვარძლი, მათრობელა ველური კანაფი, ქუთქუთა, შლაგი, ძურწა მწვანე და სხვებისაგან.
ჰერბიციდების შესხურება ხდება მცენარის ბარტყობის ფაზაში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 12-150C–ს მიაღწევს. ჰერბიციდების ხსნარის ხარჯვის ნორმა მიწისზედა შემასხურებლით შესხურებისას შეადგენს 200-250-350-450ლ/ჰა ხოლო თვითმფრინავით შესხურებისას – 30-40 ლ/ჰა-ზე.
მინერალური სასუქების გამოყენება
მცენარე საკვები ელემენტების — აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის გამოყენებას იწყებს სიცოცხლის პირველსავე დღეებში და ამთავრებს მარცვლის სრულ სიმწიფეში. აზოტის გამოყენება მთელი ვეგეტაციის პერიოდში თანაბარია.
.cxrili 1
რაიონი | თესვის ვადები | თესვის ნორმა (მლნ მარცვალი ჰა–ზე) | |
დაწყება | დამთავრება | ||
ახმეტა, თელავი, გურჯაანი, ყვარელი ლაგოდეხი | 1 ოქტომბერი | 30 ოქტომბერი | 4,5—5,0 |
დედოფლისწყარო, სიღნაღი | l ოქტომბერი | 30 ოქტომბერი | 5,0–5,5 |
მცხეთა, გარდაბანი, მარნეული,ბოლნისი | l სექტემბერი | 1 ოქტომბერი | 5,0-5,5 |
საგარეჯო, თეთრიწყარო | 20 სექტემბერი | 20 ოქტომბერი | 5,0-5,5 |
თიანეთი, დუშეთი, სამაჩაბლო | 20 სექტემბერი | 20 ოქტომბერი | 5,5–6,0 |
, გორი, ქარელი, ხაშური | 20 სექტემბერი | 20 ოქტომბერი | 5,0–5,5 |
წალკა, ახალქალაქი | 20 აგვისტო | 15 ოქტომბერი | 6,0-6,5 |
დმანისი | 15 სექტემბერი | 15 ოქტომბერი | 5,0-5,5 |
ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი | 15 სექტემბერი | 15 ოქტომბერი | 5,0-5,5 |
ხორბლის მოსავლიანობაზე დიდ გავლენას ახდენს სასუქები. ძირითად სასუქად ითვლება ნაკელი, რომელიც არამარტო ამდიდრებს ნიადაგს საკვები ელემენტებით, არამედ აუმჯობესებს ნიადაგის ფორიანობას, წყლისა და ჰაერის მიმოქცევის რეჟიმს. მისი შეტანა ჩვეულებრივ განისაზღვრება 20-25 ტ. ჰექტარზე. ზოგჯერ ნაკელის შეტანა ხდება ნიადაგის ძირითადი ხვნის წინ.
დადგენილია, რომ მინერალური სასუქები ხორბლის მარცვლის მოსავალს ზრდის. ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების განსაზღვრისას საჭიროა გამოყენებული იქნეს აგროქიმიური კარტოგრამები, ნიადაგში შესათვისებელი ფორმების არსებული რაოდენობის გათვალისწინებით.
აზოტოვანი სასუქების დოზა უნდა დადგინდეს წინამორბედი კულტურის და ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით.
საშუალო დოზად ალაზნის ველისა და გარე კახეთის პირობებისათვის აზოტი (N) შეადგენს (კგ/ჰა) 60–120; (P) – 60-90, (K) – 60;
შუა და ქვემო ქართლის პირობებისათვის – აზოტი (N) შეადგენს (კგ/ჰა) 90-150; (P) – 90, (K) – 45;
სამცხე-ჯავახეთის შავმიწებისათვის – აზოტი (N) შეადგენს (კგ/ჰა) 90-120; (P) – 90-120, (K) – 60.
აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავ, მშრალ, გვალვიან და ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ მიწებზე უკეთეს შედეგს იძლევა სამივე ელემენტის მთლიანი დოზის შეტანა ხვნის წინ ან ნიადაგის თესვის წინა დამუშავების დროს.
სარწყავით უზრუნველყოფის პირობებში მიზანშეწონილია ფოსფორკალიუმიანი სასუქების მთლიანი დოზის და აზოტიანი სასუქის დოზის 1/3-ის ხვნის ან თესვის წინ, ხოლო 2/3-ის ჯეჯილის გამოკვებაში შეტანა აღერების დაწყებამდე.
ხორბლის მოსავლიანობის ზრდას ხელს უწყობს მიკროელემენტების, კერძოდ, მანგანუმის შლამის გამოყენება აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ ნიადაგებზე (50 კგ/ჰა).
მარცვლის მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად სასუქების შეტანა შეიძლება თესვამდეც და თესვის შემდეგაც.
ნათესი განსაკუთრებით განიცდის ტემპერატურის ცვლილების ზეგავლენას. ხშირად, ნიადაგის ზედაფენაში წყლის უკმარისობის გამო, არასაანეულო მინდვრებში, საშემოდგომო ხორბლის შემოდგომაზე აღმოცენება იგვიანებს ან საერთოდ არ აღმოცენდება. აღმოცენებული მცენარეები, წყლის უკმარისობის გამო, სუსტად ვითარდებიან და ზამთრის პერიდოში მცენარეთა მნიშვნელოვანი ნაწილი იღუპება. ამის მიზეზებია: დაზრობა ანუ გაყინვა, აღმონაცენის დანესტიანება, ჩახურება, ამოჩრა, ყინულის ქერქი.
ნათესების სავეგეტაციო მორწყვა
მორწყვა მიგდებით გაჟონვით ან დაწვიმებით მოთხოვნების მიხედვით უნდა ჩატარდეს მარტის მესამე დეკადიდან მაისის ბოლომდე.
მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები
მავნებლის მაღალი სიმჭიდროვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები სხვადასხვა ქიმიური ჯგუფების კონტაქტურ–ნაწლავური მოქმედების პრეპარატების გამოყენებით. სასურველია ყოველ წელიწადს ბრძოლის ქიმიური ღონისძიებებისას ვცვალოთ პრეპარატის ასორტიმენტი, რათა ადგილი არ ჰქონდეს მავნებლის რეზისტენტული (მდგრადი) ფორმების წარმოქმნას.
მცენარეთა ბიოლოგიური და ქიმიური დამუშავებისათვის გამოიეყენება „პესტიციდების სახელმწიფო კატალოგით“ ნებადართული პრეპარატები. პესტიციდების გამოყენება ხდება რეკომენდებული ხარჯვის ნორმების და რეგლამენტების დაცვით. მავნე მწერების წინააღმდეგ გამოიყენება:
აცეტამიპრიდი 0,1 კგ/ჰა (აცე, მოსეტამი ტემპი) ან
ციპერმეტრინი 0,2-0,35 ლ/ჰა (არივო; ალექსანდერი; რიეომეტრინი; ციპერსანი) ან დელტამეტრინი ეკ 00501 ლ/ჰა (დეცის ექსტრა, დელტა)
სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება:
პროპიკონაზოლი + ციპროკონაზოლი 0,5 ლ/ჰა (ალტო სუპერი) ან
პროპიკონაზოლი 0,4 ლ/ჰა (ტილტი, ბაპერი ტილტი).
ბრძოლა პურის ბზუალასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ შემოდგომით, მცენარეთა ბარტყობის ფაზაში, პურის ბზუალასა და სხვა მავნებლების გავრცელების კერებში მათი კრიტიკული რიცხოვნობისას გამოიყენება სხვადასხვა ინსექტიციდი (შემოდგომით-ნოემბრის მეორე დეკადაში; გაზაფხულზე-მარტის პირველ-მეორე დეკადაში).
ბრძოლა პურის ბზუალასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ
შემოდგომით, მცენარეთა ბარტყობის ფაზაში, პურის ბზუალასა და სხვა მავნებლების გავრცელების კერებში მათი კრიტიკული რიცხოვნობისას გამოიყენება სხვადასხვა ინსექტიციდები (შემოდგომით–ნოემბრის მეორე დეკადაში; გაზაფხულზე მარტის პირველ-მეორე დეკადაში).
თაგვისებური მღრნელების წინააღმდეგ ბრძოლა
წარმოებს შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ვეგეტაციის განახლებისას, მღრნელების კრიტიკული რიცხოვნობის შემთხვევაში კვლავ გამოიყენება შხამით დამუშავებული მისატყუარი მასალა:
თუთიის ფოსფიდი თუთიის ფოსფიდის შემცველობა მისატყუებელ მასალაში 2,5-5%-ია, შეტანა ხდება ბადის მეთოდით, ყოველ 5–10 მეტრში, იყენებენ სპეციალურ გრძელტარიან კოვზს ან გამფანტველებს, აქტიურ სოროში შეიტანენ 5-10 გრამ მზა მისატყუებელს.
ან გამოიყენება პრეპარატი შტორმი 0,7-1,5 კგ/ჰა.
გულნარი ჩხუტიაშვილი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი,
ოთარ ლიპარტელიანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპოდენტი, დარგობრივი და სახელმწიფო პრემისს ლაურიატი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, პროფესორი,
ცოტნე სამადაშვილი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის უფროსი პროფესორი