მეფუტკრეობა

ცრუდედიანობა

დამახასიათებელი ნიშნები, პროფილაქტიკისა და ბრძოლის ღონისძიებები

ფუტკრის ბიოლოგიაში დედა ფუტკრის განხილვის დროს მოცემულია ცრუ დედასა და ცრუდედიანობასშორის განსხვავება. ამჯერად ჩვენ ცრუდედიანობას ვრცლად ვიხილავთ როგორც ფუტკრის არაგადამდებდაავადებას. ცრუდედიანობა ფუტკრის არაგადამდები დაავადებაა და ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როცა სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული უდედობის გამო ოჯახში კვერცხი აღარ აღინიშნება და ფუტკარს არ შეუძლია ახალი დედის გამოყვანა, მუშა ფუტკრები იძენენ გაუნაყოფიერებელი კვერცხის დების უნარს, საიდანაც მხოლოდ მამლები იჩეკებიან.

ცრუდედიანობა საფუტკრეებში ხშირად გვხვდება და გამოწვეულია მეფუტკრის მიერ ფუტკრის მოვლა-პატრონობის ნორმალური პირობების დარღვევით. მეფუტკრეები ცრუ დედას და ცრუდედიანობას ერთმანეთში ურევენ. ცრუ დედა ჩვეულებრივი დედა ფუტკარია. რომელიც დაბადებიდან 7-10 დღის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო მამალთან ვერ შეუღლდა და დაკარგა განაყოფიერების სურვილი, რის შედეგად დარჩა გაუნაყოფიერებელი, რომლის გამოსწორება უკვე აღარ შეიძლება, მას შეუძლია დადოს მხოლოდ სამამლეკვერცხი.

მეფუტკრეს კი აქვს რა ახალგაზრდა დედის გამოსწორების იმედი, მას ტოვებს სკაში და უხანგრძლივებს ოჯახს ფაქტიურად უდედოდ ყოფნას, რასაც მოსდევს მამლების მომრავლება, თაობათა შეცვლა ვეღარ ხერხდება, ოჯახი თანდათან სუსტდება და შემდეგ ნადგურდება. ამიტომ ცრუდედიანი ოჯახის გამოსწორების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, მისი დაუყოვნებლივ მოცილება და ოჯახისათვის სათადარიგო განაყოფიერებული დედის მიცემა.

ეს ფუტკრის ოჯახის ასეთი პათოლოგიურ მდგომარეობაა, როცა დედის დაკარგვიდან 8-9 დღის შემდეგ, ოჯახში კვერცხის არ არსებობის გამო, ღია ბარტყის გამოსაკვებად ძიძა ფუტკრების მიერ გამომუშავებული რძისმაგვარი ნივთიერებების გახარჯვის საშუალება მათ არა აქვთ, ისინი თვითონ ყლაპავენ. ეს იწვევს საკვერცხეების ნაწილობრივ განვითარებას და დაახლოებით 25-28 დღის შემდეგ ისინი გაუნაყოფიერებელ კვერცხების დადებას იწყებენ, საიდანაც მხოლოდ მამლები იჩეკებიან. აი, ასეთ დედებს ეწოდებათ ცრუდედები.

ცრუდედებს ​ ბიოლოგიურ დედებთან არავითარი მსგავსება არა აქვთ, რადგან ისინი ჩვეულებრივი მუშა ფუტკრები არიან, რომლებსაც სასქესო ორგანოები განუვითარებელი აქვთ, არ შეუძლიათ მამალ ფუტკრებთან შეუღლება და სურვილიც არ გააჩნიათ.

ასეთ ოჯახს, მეფუტკრე დროზე თუ არ დაეხმარება, ოჯახს დაღუპვა ელის. ცრუ დედა ნორმალური დედის ზომისაა და მისი ნახვა ჩვეულებრივად შეიძლება. ხანდახან მათი რიცხვი ოჯახში არსებული საერთო რაოდენობიდან 80 პროცენტს შეადგენს . დადგენილია, რომ თითო ცრუ დედა 30 – მდე კვერცხს დებს, მ ისი გახარჯვის შემდეგ, კვერცხდება წყდება. ცრუ დედა კვერცხის დებას 80 წამს ანდომებს, რაც 8-ჯერ აღემატება ნორმალური დედის კვერცხდებისათვის განკუთვნილ დროს. უნაყოფო – ბერწიდედისაგან განსხვავებით , ცრუ დედები აქტიურები არიან, სწრაფად მოძრაობენ ფიჭაზე, უჯრედებში იყურებიან, შემოაქვთ ნექტარი და მტვერიც, თავიანთ თავს თვითონ გამოკვებავენ და სხვა ფუტკრები მათ არ აწვდიან საკვებს, არც ამალა არ დასდევთ. გარდა ამისა, ცრუ დედები უჯრედებს ასუფთავებენ და ბარტყის გაჩენისთანავე ბუდის ვენტილაციას აქტიურად აწარმოებენ.

ამისათვის მეფუტკრემ უნდა იცოდეს, რომ ბიოლოგიურ დედასთან შედარებით ცრუ დედებს საგრძნობლად მოკლე და პატარა მუცლები აქვთ, ისინი ვერ სწვდებიან უჯრედის ფსკერს და ამიტომ კვერცხის დასადებად არჩევენ სამუშე უჯრედებს. ფრთებით და ფეხებით ებჯინებიან უჯრედის კედლებს და ნამდვილ ი დედისგან განსხვავებით არა უჯრედის ფსკერზე, არამედ კედლებზე ან ძირზე ჩაყრილის სახით, ერთდროულად რამოდენიმე კვერცხს დებენ. მომვლელი ფუტკრები რომელთაგან თითოს ტოვებენ და დანარჩენებს გამოყრიან. ამიტომ კვერცხი შეიძლება ვნახოთ სამამლე და მტვერჩატკეპნილ უჯრედებში და მოცურავე მდგომარეობაში თაფლიანი უჯრედების ზედაპირზეც.

ცრუდედიანი ოჯახის ძირითად დამახასიათებელ ნიშნად ითვლება ფიჭაზე კუზიანი ბარტყის არსებობა, როცა სამუშე უჯრედში ჩადებული კვერცხიდან სამამლე კვერცხი ვითარდება, სხეულის დიდი ზომის გამო, ფიჭის უჯრედი ს კედელი სკდება, ხშირად, წამოშენებული ნაწილი ვერ უძლებს დაწოლას და იხევა. მასში განვითარებული ჭია უჯრედს გასწევს სიგანეში და სიგრძეში ამოკლებს, ფუტკარი წამოაშენებს ცვილს და ამობურცული ქუდისებურად ხურავს, ამიტომაც ბარტყს კუზიანი ჰქვია, ასეთი უჯრედიდან დაბადებული მამლები სანაშენოდ არ გამოდგებიან. კუზიანი ბარტყი, დედიან ნორმალურ ოჯახშიც გვხვდება, მაგრამ განლაგებული არიან სწორად უჯრედების გამოუტოვებლად, ხშირად ბუდის ცენტრში და აქვს ოვალის ფორმა. ზოგჯერ გაცრუებულ ოჯახში შეიძლება ვნახოთ სადედე, რომელშიაც სამამლე კვერცხია ჩადებული, საიდანაც დედები არ იბადებიან.

ცრუ დედები ოჯახში ჩნდებიან იმ შემთხვევაშიც, თუ განაყოფიერებული დედა დიდი ხნით იყო გალიაში დამწყვდეული, ანდა, ნამდვილი დედა ვერ განაყოფიერდა ცუდი ამინდის გამო.

მართალია მეფუტკრე ვერ ნახულობს დედას ან კვერცხს, მაგრამ იცის, რომ ამ ოჯახში დედა ახალგაზრდაა, ელოდება მის გამოსწორებას. დაავადებული დედის სკაში დატოვებით უხანგრძლივებს ოჯახს ფაქტიურად უდედოდ ყოფნას.

მეფუტკრემ ასეთი დედა მაშინვე უნდა მოსპოს და ოჯახს, ვიდრე მასში არ გაჩენილან ცრუ დედები, მისცეს სათადარიგო განაყოფიერებული დედა ან მწიფე სადედე.

რუ დედიანობის პროფილაქტიკის მიზნით მეფუტკრემ საფუტკრეში უნდა იყოლიოს სათადარიგო დედები, საჭიროებისამებრ მის გამოსაყენებლად. ყურადღება უნდა მიაქციოს ოჯახში ბარტყი ს, კვერცხის, ღია და გადაბეჭდილი ბარტყის არსებობას და უდედოდ დარჩენილი ოჯახის დროულად გამოსწორებისათის განსაზღვროს ოჯახში დედის დაღუპვის დრო.

მეფუტკრე უნდა ითვალისწინებდეს:

– რoცა ბუდეში არ არის კვერცხი, მაგრამ ოჯახში ღია ბარტყია, მეფუტკრემ უნდა ივარაუდოს, რომ დედა სამი – ხუთი დღის წინაა მკვდარი;

– თუ ოჯახში არც კვერცხები, არც ღია ბარტყი და მარტო გადაბეჭდილი ბარტყია, ეს იმას ნიშნავს, რომ დედა ერთი კვირის დაკარგულია, ანუ ფუტკრის ოჯახი ერთი კვირის უდედოა;

– თუ ოჯახში არცერთი ასაკის ბარტყი არ აღინიშნება, მაშინ დედა სამ კვირაზე მეტია, რაც დაკარგულია, ანუ ოჯახი უდედოდაა დარჩენილი.

ბრძოლის ღონისძიებები. ცრუდედიანი ოჯახის გამოსწორებას მხოლოდ მაშინ მიმართავს მეფუტკრე, თუ იგი საშუალო, ან ძლიერი კონდიციისააცრუდედიანი ოჯახები უფრო ხშირად სუსტები არიან, ამიტომაც ასეთი ოჯახების გამოკეთებას აზრი არ აქვს და უერთებენ რომელიმე ოჯახს, ან აუქმებენ.

ცრუდედებიან ოჯახებში დედების მიცემა უშედეგოდ მთავრდება, რადგან ფუტკრები ფიჭებში ჩადებული კვერცხის გამო გრძნობენ რა, რომ თითქოს მათ დედა ჰყავთ, ახალ განაყოფიერებულ დედას არ ღებულობენდა კლავენ. ცრუ დედების თავიდან მოსაცილებლად მეფუტკრეებს ოჯახები საფუტკრის მოშორებით გააქვთ და იქ მიწაზე ბერტყავენ იმ მოსაზრებით, რომ ცრუ დედები სიმძიმის გამო იქ რჩებიან და სხვები უკანვე ბრუნდებოდნენ, მიწაზე დარჩენილი თითქოსდა ცრუ დედებს ფეხით სრესენ. ეს მცდარი შეხედულებაა. სინამდვილეში მიწაზე არამფრინავი ახალგაზრდა ფუტკრები რჩებიან, ხოლო ცრუ დედები უკანვე სკაში ბრუნდებიან. ცრუ დედებიანი ოჯხის გამოსწორების ამ მეთოდმაც არ გაამართლა.

ცრუ დედებიანი ოჯახების ფუტკრების სხვა ოჯახებში გადასანაწილებლად სკას მოაცილებენ თავ ის სადგომ ადგილს, ფუტკარს დაუბოლებენ, შეუქმნიან საშიშროების ინსტიქტს, რის გამოც ისინი თაფლით იტვირთებიან, ჩარჩოზე მსხდომთ დაბერტყავენ საფუტკრის შორიახლოს მიწაზე და საკვებით ჩიჩახვებგავსებულ, გზააბნეულ ფუტკრებს საფუტკრეში მდგომ სხვა ოჯახებში დარაჯი ფუტკრები შეუზღუდველად შეუშვებენ და მათი მკვიდრნი ხდებიან. ცრუდედებიანი ოჯახის ჩარჩოები და სკები შეუზღუდველად შეიძლება გამოვიყენოთ.

ცრუდედიანობა რომ გამოვასწოროთ, საჭიროა სკაში ჩავდგათ რამოდენიმე ახალგაზრდა ბარტყიანი ჩარჩო, მაშინ ყველა ფუტკარი და მათ შორის ცრუდედიანებიც გადაირთვებიან ბარტყის გამოსაზრდელად და შეწყვეტენ კვერცხისდებას.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა ფუტკრები მშვიდობიანნი არიან და ადვილად ღებულობენ დედას, ამიტომ რეკომენდებულია ოჯახს მიეცეს ბარტყიანი ფიჭა მასზე მსხდომი ახალგაზრდა ძიძა ფუტკრებით და გალი ით დამწყვდეული დედით, რომელსაც ფუკტრები ორ დღეში მიიღებენ, ზოგჯერ დედის გამოსასვლელ ხვრელს ცვილით დაფარავენ, რომელსაც ფუტკრები გამოღრღნის პროცესში ეჩვევიან და დედას მშვიდობიანად გამოუშვებენ.

კარგი შედეგით მთავრდება ცრუდედებიანი და ნორმალური ოჯახების ადგილ ების შეცვლა დამწყვდეული დედებით. კარგდედიანი ოჯახის დედას ათავსებენ გალიაში და დადგამენ ცრუდედიანიოჯახის ადგილზე. ღალიდან დაბრუნებული ნორმალური ოჯახის ფუტკრები ნახავენ რა გალიაში დამწყვდეულ დედას თავისუფლად მოსეირნე ცრუ დედებს დახოცავენ და გარეთ გამოყრიან. ორი დღის შემდეგ კი დედებს გალიიდან გაათავისუფლებენ. კარგია თუ დედის განვითარებამდე ამ ცრუ დედებიანოჯახს მივცემთ ორ გადაბეჭდილ ბარტყიან ჩარჩოს მასზე მსხდომი ძიძა ფუტკრებით. ცრუდედიანოჯახის ადგილზე მოთავსებულ ნორმალურ ოჯახს, რომელსაც გალიით ჩაედგა სათადარიგო დედა, ფუტკრები ადვილად მიიღებენ.

რამოდენიმე ათეული წელია, რაც პრაქტიკულად ნაცადი და დადებითი შედეგით დადასტურებულია ცრუდედიანი ოჯახის გამოსწორება სათადარიგო, ან სუსტი ოჯახიდან ამოღებული დედიანი, თუნდაც მცირებარტყიანი, მცირე თაფლიანი და მასზე მსხდომ ი ფუტკრიანად გაზეთში კარგად შეფუთული და კოჭის ძაფით შემოხვეული ფიჭიანი ჩარჩოს ცრუდედიანი ოჯახის ბუდის ცენტრში ჩადგმის ხერხი. ასეთ შემთხვევაში ფუტკარი იწყებს გაზეთის ღრღნას და ამასობაში ეგუებიან გაზეთის შიგნით არსებულ დედას, რომელიც ორ დღეში მშვიდობიანად გა მოდის და თავისუფლად აგრძელებს ფიჭის უჯრედებში კვერცხისდებას. ფუტკარი და ცრუდედები კი გადაირთვებიან ბარტყის მოვლაზე. ჩარჩოზე შემოხვეული გაზეთი და ძაფი უნდა ამოვაცალოთ, რითაც ფუტკარს თავიდან ავაცილებთ გაზეთის, როგორც მათთვის უცხო სხეულის ოჯახიდან გარეთ გამოტანაზე ენერგიის ხარჯვას.

წყარო: www.futkara.ge