რუბრიკებისტატიები

სახლები მალე მწვანე ელექტროსადგურებით გადაიხურება

შენობების სახურავები  მწვანე, განახლებადი ენერგიის მისაღებად უკვე დიდი ხანია გამოიყენება. ასეთი ტექნოლოგიები დღეს ჩვენთანაც ინერგება. დღეს უკვე მეცნიერთა ჯგუფი იკვლევს მწვანე, ხელოვნურ ხალიჩიანი სახურავების იდეას, რომელის პლასტიკური პირები გამოყენებულია ქარის მინიტურბინებად და სახლების ელექროენერგიით მოსამარაგებლად.

ამ ტექნოლოგიას ეწოდება მინი ტრიბოელექტონული გენერატორები (TENG), რომლის მინიტურბინების ფრთები დამზადებული იქნება ბალახის მსგავსი პლასტიკური მასალისგან. ყოველი ფრთა ერთი მხრიდან იფარება ნანოაღმძრავი სადენებით, ხოლო მეორე მხრიდან სპეციალური ოქსიდებით. როგორც კი ქარი დაუბერავს და ბალახის ფრთებს აამოძრავებს, წარმოქოიქმნება ელექტრონები, რომლებიც  ერთი ფრთიდან მეორეს გადაეცემა, რასაც ტრიბოელექტრული ეფექტი ეწოდება.

ეს სისტემა განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება იმ რეგიონებისთვის, სადაც ქარი ხშირად იცვლის მიმართულებას, ასევ მათთვის, სადაც ქარის ტურბინების გამოყენება პრაქტიკული არ არის.

ქარის ტურბინებთან შედარებით ტრიბოელექტრონული ნანოგენერატორები სუსტი ქარის პირობებშიც კი, იმის მიუხედავად რა მიმართულებით უბერავს ქარი,  ისინი ეფექტიანად გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას, მაშინ როცა ასეთ პირობებში ტრადიციული ქარის წისქვილის მსგავსი გენერატორების ეფექტიანობა ძალიან დაბალი, ან ნულის ტოლია.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ 300 კვ2 სახურავზე დამონტაჟებულ მწვანე გენერატორებს 8 კილოვატამდე ელექტროენერგიის გამომუშავა შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სრულად ან სრულად დააკმაყოფებს ელექტროენერგიაზე სახლის მოთხოვნილებას.

მეცნიერები ამბობენ, რომ მათ ორი მთავარი პრობლემა: ჯერ ერთი როგორ მოახერხონ ამ ენერგიის აკუმულირება და მეორე _ ამჟამად გამოყენებული ოქსიდი, რომელიც ტოქსიკური და ძვირია, იაფი მასალით შეცვალონ.

ნანოგენერატორებით ელექტროენერგიის წარმოება ძალიან პერსპექტიული პროექტია, რომელის წარმატება შემდგომ კვლევებზეა დამოკიდებული.