დარგებიმეფუტკრეობა

დედა ფუტკრის მიცემა ცრუდედიან ოჯახში ღია ბარტყის დახმარებით

ცრუდედიანია ფუტკრის ის ოჯახი, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო დაკარგა დედა ფუტკარი და არ ჰქონდა ახალი დედა ფუტკრის გამოყვანის შესაძლებლობა. ასეთ ოჯახში რამდენიმე ასეული მუშა ფუტკარი კვერცხის მდებლებად გარდაიქმნება. ასეთ მუშა ფუტკრებს ფიზიოლოგიურ ცრუდედებს, ან, უბრალოდ, ცრუდედებს უწოდებენ. ასეთი ფუტკრის ოჯახებისთვის ახალი დედა ფუტკრის მიცემა საკმაოდ ძნელი და შრომატევადია, ამიტომ მეფუტკრეობის სახელმძღვანელოები უმეტეს შემთხვევაში ოჯახის ლიკვიდაციას გვირჩევენ. ლიკვიდაციისათვის ფუტკრებს პირდაპირ ვფერთხავთ მიწაზე, ხოლო ცარიელი სკა გადაგვაქვს სხვა ადგილას. დაფერთხილი ფუტკრები თვითონ შეუერთდებიან მახლობელ ოჯახებს.

ზოგიერთი მოყვარული მეფუტკრე მაინც ცდილობს ცრუდედიანი ოჯახების გამოსწორებას. ასეთი ოჯახის გამოსწორების ერთ-ერთი გზა არის მასში არსებული ყველა სამამლე = ბარტყიანი ჩარჩოებიდან ფუტკრის ჩაფერთხვა სკაში, ხოლო მათ მაგივრად ნორმალური ფუტკრის ოჯახიდან 2-3 ჩარჩო ღია ბარტყის მიცემა. მეორე-მესამე დღეს კიდევ ვუმატებთ ღია ბარტყიან ჩარჩოებს და ვაძლევთ დედა ფუტკარს გალიით ან რაიმე სხვა დამცავი საშუალებით. საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა დედა ფუტკრის მაგივრად მწიფე სადედის მიცემა დამცავი ზამბარით ან სადედის პლასტმასის პროტექტორით.

დედა ფუტკრის მიცემა ცრუდედიან ოჯახში შიმშილის დახმარებით

ცრუდედიანი ოჯახის ყველა ჩარჩოს ვფერთხავთ სკაში, ვახურავთ თავსახურს და ვტოვებთ ყოველგვარი აშენებული ფიჭისა და საკვების გარეშე 2-3 დღის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ სკაში ვდებთიმ დღესვე ან მეორე დღეს ვაძლევთ დედა ფუტკარს დამცავი გალიით, ჩამოკიდებულ გუნდთან ახლოს (დედიანი გალია შეიძლება ჩამოვკიდოთ ჩარჩოს ზედა თამასაზე). შემდეგ დღეებში ვამოწმებთ დედა ფუტკრის მიღებას და ვათავისუფლებთ მას მიღების შემთხვევაში. იმავდროულად ფუტკრის ოჯახს ვაძლევთ ჯერ თაფლიანჭეოიან, ხოლო შემდეგ  ბარტყიან ფიჭებს.

ეს მეთოდი ცოტა შრომატევადია, მაგრამ სამაგიეროდ შედეგი თითქმის 100%-იანია.

მიხეილ ღლონტი