დარგებიმებოსტნეობა

„მზა ჩითილი“ თქვენი უხვი მოსავლისთვის

მარნეულის მუნიციპალიტეტში სასათბურე მეურნეობა – „შპს მზა ჩითილმა“ სასათბურე მეურნეობა აამოქმედა.

კომპანია პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად  1 142 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 442 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.

მეურნეობაში 30 ადამიანია დასაქმებული და წლიურად 30 მილიონი ცალი ჩითილის წარმოება შეუძლია. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

სასათბურე მეურნეობა 11 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული სადაც  გამოჰყავთ:  პომიდვრის, ბადრიჯნის, წიწაკის, სალათის ფოთოლის, ნესვის, საზამთროს, კომბოსტოს, ნიახურის (ჩვეულებრივი და დამყნობილი) ჩითილები.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფერმერები, რომლებიც ითანამშრომლებენ აღნიშნულ საჩითილე მეურნეობასთან, კომპანია მათ აგრონომის კვალიფიციური კონსულტაციებით უზრუნველყოფს, რათა მიიღონ უხვი და მაღალი ხარისხის პროდუქცია.

კომპანია ფერმერებისგან იღებს შეკვეთებს და სპეციალური საჩითილე მანქანებით მის ადგილზე მიტანას უზრუნველყოფს.

მაღალხარისხიანი, უვირუსო და უხვმოსავლიანი ბოსტნეულის ჩითილებით სწორი აგროტექნიკური პირობების ყზრუნველყოფის შემთხვევაში მაქსიმალურად უხვ და ჯანსაღ პროდუქტს მიიღებენ.