აგროსიახლეები

კახეთში ნაურდლის სარწყავი სისტემის  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 შპს „საქართველოს მელიორაცია“, წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, კახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.

თელავის მუნიციპალიტეტში ნაურდლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ითვალისწინებს გამანაწილებელი ქსელის მოწყობას _ ამორტიზებული ინფრასტრუქტურის ნაცვლად,  500 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების ლითონის მილი მონტაჟდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად,  50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს, ეფექტიანად მართონ წყლის რესურსები და გაზარდონ  სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა.