დარგებიმეფუტკრეობა

გინდა გახდეთ მეფუტკრე?

თუ ოდესმე დაინტერესებულხართ, თუ როგორ დაგეწყოთ მეფუტკრეობა, ამ შესავალიდან გაიგებთ თუ რა არის საჭირო, რომ გახდეთ მეფუტკრე და რატომ შეუძლია ყველას, ისარგებლოს ამ მშვენიერი საქმიანობით.
ამ სტატაიში ჩვენ ვუპასუხებთ შემდეგ კითხვებს:
_ რატომ მეფუტკრეობა?
_ ვის შეუძლია, გახდეს მეფუტკრე?
_ არის თუ არა მეფუტკრეობა რთული?
_ რა უნდა ვიცოდე ფუტკარზე?
_ რა დრო დამჭირდება შესასწავლად?
_ შესაძლებელია, რომ სასიკვდილოდ დავინესტრო?
_ რა იარაღები დამჭირდება?
_ როდისაა საუკეთესო დრო დაწყებისთვის?
_ სად უნდა განვათავსო შემი სკა?
_ რომელი რესურსი დამეხმარება, რომ მეტი ვისწავლო?
რატომ მეფუტკრეობა?

ყველა მეფუტკრეს აქვს თავისი განსაკუთრებული მიზეზები, რის გამოც იგი ამ საქმიანობითაა დაკავებული, თუმცა არის რამდენიმე საერთო მიზეზი, რომელსაც ყოველი მეფუტკრე იზიარებს:

  • ფუტკრები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მცერანრეების დამტვერვაში (მათზეა დამოკიდებული ჩვენი ხილის, ბოსტნეულის ნიგვზეულ-თხილეულისა და თესლეულის 70%-ის წარმოება).
  • ისინი საინტერესო არსებები არიან, საოცარი ლოგოკით, მუშაობისა და თანაცხოვრების პრინციპით.
  • იგი ხელს უწობს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. გიღვივებთ ჯადოსნური ბუნების აღქმის უნარს.
  • მეცნიერულად, მეფუტკრეობა არის ერთ-ერთი საუკეთესო მასტიმულირებელი ჰობი.
  • ფუტკართან მუშაობა მშვენიერი გზაა, ბავშვებს შეაყვაროთ ბუნება.
  • აღარ ვამბობთ, რომ თაფლი გასაოარია! ასევე ფუტკრის სხვა პროდუქტები – ყვავილის მტვერი, დინდგელი, რძე.
  • და რა თქმა უნდა, ყველაფერ ამასთან, მეფუტკრეობა შემოსავლის წყაროა.

ცხადია, ეს სია გაცილებით დიდია, ვიდრე მე შემიძლია აქ ჩამოვთვალო. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, თუ რა დაგაინტერესებთ და მიგიზიდავთ მეფუტკრეობისკენ ყველაზე მეტად.

აქვე, სამართლიანი იქნება, თუ ავღნიშნავთ, რომ თუ შენი მთავარი მიზანი მეფუტკრეობაში მ ხ ო ლ ო დ ფულია, ჩვენ სხვა უფრო მარტივი საქმიანობისკენ გიბიძგებდით.

უკვე ვთქვით, რომ მეფუტკრეობის შესწავლა მრავალმხრივ დაგაჯილდოვებთ. ასე რომ, თუ ოდესმე გინდოდათ მეფუტკრეობის დაწყება, დაე დავიწყოთ!

ვის შეუძლია, გახდეს მეფუტკრე?

პასუხი მარტივია – ყველას!

მეფუტკრეობით შეიძლება დაკავდეს ყველა:

  • ახალგაზრდა თუ მოხუცი;
  • ქალაქში, გარეუბანში თუ სოფელში მცხოვრები;
  • მოძრავი თუ ნაკლებად მოძრავი ადამიანი;
  • ყველა კლიმატურ პირობებში მცხოვრები ადამიანი.

შენიშვნა: გამონაკლისია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიეკუთვნებით იმ 2% ადამიანების რიცხვს, რომლებსაც ფუტკრის დანესტვრაზე ალერგია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მაინც შეგიძლიათ გახდეთ მეფუტკრე, ამ საქმეს დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ.

არის თუ არა მეფუტკრეობა რთული?

დიახ.

რატომ?

ბევრს მეფუტკრეობა ასე წარმოუდგენია: ყუთში დაასახლებ ფუტკარს და შემდეგ, ელოდები თაფლის მოსავალს. ეს პირველი მითია, რომელიც უნდა დავამსხვრიოთ, სანამ მეფუტრეობას დაიწყებთ.

საქმე ისაა, რომ მეფუტკრეობაში ბევრი გამოწვევაა, იგი მოითხოვს კარდ ცოდნას ფუტკრის საინტერესო ყოფაცხოვრების შესახებ.

იგი მოითხოვს კიდევ ერთ უანგარო პრინციპს – შრომას. ცოდნა და შრომაა კარგი მეფუტკრის საუკეთესო მეგობარი. 

ფუტკართან პრაქტიკული მუშაობისას ყველაფერს ისწავლით, გამოიმუშავებთ უნარჩვევებს, ამას კი შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს. 

კარგი მეფუტკრე რომ გახდეთ, ამას გარკვეული გატაცება და სწავლის ერთგულება დასჭირდება, თუმცა, დამერწმუნეთ, ეს ძალისხმევა ამად ღირს.

რა უნდა ვიცოდე ფუტკარზე?

დროთა განმავლობაში ბევრს შეისწავლით. სინამდვლეში, რაც უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენთ, როგორც მეფუტკრე, იმაზე მეტს ისწავლით, ვიდრე წარმოდგენა შეგეძლოთ.

მეფუტკრეობა იმითაა მომხიბლავი, რომ ძალიან ბევრია სასწავლი. ყველაზე გამოცდილი მეფუტკრეებიც კი აწყდებიან ხოლმე ყოველწლიურად ახალ სცენარსა თუ ფაქტს.

დამწყებ მეფუტკრეს სჭირდება ძირითადი გაგება იმისა, თუ რატომ აკეთებენ ფუტკრები იმას, რასაც აკეთებენ, რა სჭირდებათ მათ, რა საშუალებები არსებობს მათი გადარჩენისა და ა.შ.

ყველა წარმატებულ მეფუტკრეს ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფუტკრის ცხოვრების სტილის ფუნდამენტური გაგება. ეს ცოდნა ეხმარება მეფუტკრეებს, კიდევ უკეთ შეისწავლონ ფუტკარი და გაუმკლავდნენ მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

ჩვენ, ყველა პოტენციურ მეფუტკრეს გირჩევთ, იკითხოთ წიგნენი ფუტკარზე, დასვათ კითხვები, კარგად გაერკვეთ ფუტკრის ცხოვრების ფუნდამენტურ კანონებში და შემდეგ მოიწყოთ საკუთარი საფუტკრე.

რა დრო დამჭირდება შესასწავლად?

ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დაგაინტერესებთ და მოინდომებთ, თუ რამდენ ძალისხმევას გაიმეტებთ ამ საქმისთვის, შესაბამისად განისაზღვრება დროც – მოანდომებთ ამას ნახევარი საუკუნე, ათი წელი თუ ორი წელი. 

ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი დაინტერესებულია და ძალისხმევასაც არ დაიშურებს, მნიშვნელოვანი ბაზისის შექმნას მეფუტკრეობაში იგი სულ ორ წელიწადშიც შეძლებს.

შესაძლებელია, რომ სასიკვდილოდ დავინესტრო?

არა (აქაც უნდა ვახსნოთ 2% ადამიანებისა, რომლებიც ალერგიულები არიან, თუმცა არა, არც ისინი დაინესტრებიან სასიკვდილოთ!).

მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული აზრისა, ფუტკრები წარმოუდგენლად მშვიდები და დამჯერეები არიან. მათ თავიანთი მიზნები აქვთ და თუ მარტო დარჩნენ, ამ მიზნებს ყველას შეუწუხებლად მიაღწევენ.

სანამ საფრთხეს არ გრძნობენ, ფუტკრები არ ინესტრებიან, იმიტომ რომ ნესტარის გამოყენება მათივე სიკვდილით მთავრდება.

მოკლედ, ასე ვთქვათ:

  • არ არსებობს გარანტია რომ ფუტკარი არ დაგნესტრავს, თუმცა თუ ის საფრთხეს არ გრძნობს, ამას არც ერთ შემთხვევაში არ იზამს  
  • მოექეცი ფუტკრებს ნაზად და ისინი განაგრძობენ თავიან საქმიანობას 
  • დამცავ ტანსაცმელს შეუძლია დაგეხმაროს ნესტრისგან თავდაცვაში 
  • მშვიდი განწყობით, შესაბამისი ტანსაცმლითა და ფუტკართან წყნარი მუშაობით შეგიძლიათ, მთელი წელი დანესტვრის გარეშე გაატაროთ

დანესტვრა არ არის მთლად სასიამოვნო, თუმცა შეგიძლია მიიღო ქმედებები, დანესტვრის ალბათობის შესამცირებლად და თუ მაინც ინესტრებით, თვენი სხეული იწყებს შეგუებას ფუტკრის შხამთან და შემდეგი დანესტვრა უკვე აღარ არის იმდენად მტკივნეული, როგორც წინა.

რა იარაღები დამჭირდება?

მეფუტკრეობის დასაწყებად არ დაგჭირდებათ დიდი აღჭურვილობა. გარკვეულწილად, ეს დამოკიდებული იქნება თქვენს მდებარეობაზე, იმაზე, თუ რის მიღწევას გადაწყვეტთ მეფუტკრეობით და სხვა ფაქტორებზე.

მეფუტკრის ძირითადი აღჭურვილობაა:

  • სკა – ფუტკრის სახლი 
  • ჩარჩო – რომელზეც ფუტკრები ფიჭას ააშენებენ 
  • იარაღები – ასტამი, საბოლებელი, ჩოთქი 
  • დამცავი ტანსაცმელი – ქუდი, კომბინიზონი და ხელთათმანები
როდისაა საუკეთესო დრო დაწყებისთვის?

მოკლე პასუხია გაზაფხული.

სეზონების მხრივ, ფუტკრის ყველაზე დიდი გამოწვევა ზამთარია – მათ მთელი თვეები გუნდურად შეკრული უნდა გაატარონ, შეინარჩუნონ სითბო და მოიხმარონ თაფლის რესურსები. წარმოუდგენელი სასწაულია ის, რომ მათ შეუძლიათ გადარჩნენ ძალიან ცივ ტემპერატურაზეც კი, თუმცა ამ პერიოდში დიდი რაოდენობით მომარაგებული თაფლის მიღება სჭირდებათ, რადგან ზამთარში არ შეუძლიათ ახლის წარმოქმნა.

გაზაფხულს, ფუტკარი იწყებს ნექტრისა და ყვავივის მტვერის შეგროვებას, ქმნიან ახალ მარაგებს და ფუტკრის კოლონიაც იზრდება მოცულობაში. ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად უკვე ძლიერი ფუტკრის ოჯახი ეძებს ყვავილებით მდიდარ ადგილს მთავარი ღალის დასაწყებად.

ასე რომ, გაზაფხული საუკეთესო დროა, რომ დაიწყოთ თქვენი ახალი სკით.

მაგრამ ნუ გაიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლებსაც ბევრი პოტენციური მეფუტკრე უშვებს. ისინი ფიქრობენ, რომ იყიდიან სკებს, შიგ ფუტკარს ჩაასახლებენ და მორჩა, უკვე მეფუტკრეები არიან. ცხადია, ასეთი მიდგომა დიდი შეცდომა იქნება.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, თუმცა უმნიშვნელოვანესია მხოლოდ ერთი: მეფუტკრეობის სწავლას დრო სჭირდება. სანამ პირველ სკას დაასახლებთ, მანამდე ისწავლეთ, წაიკითხეთ, მოუსმინეთ, კითხვები დასვით და უკეთ გაერკვიეთ მეფუტკრეობაში, თუმცა ეს გარკვეულ დროს მოითხოვს.

ასე რომ, თუ ახლა შემოდგომა ან ზამთარია, ნუ დაელოდებით გაზაფხულს, არამედ ისწავლეთ და მოემზადეთ გაზაფხულისთვის, სანამ პირველ სკას დაასახლებთ.

სად უნდა განვათავსო ჩემი სკა?

პასუხი ამ კითხვაზე ფუტკრის ძირითადი მოთხოვნილებებიდან გამომდინარეობს.

მათ სჭირდება:

  • რეგულარული მზე; 
  • სიახლოვეს საკვები რესურსები – მაგ. ყვავილები (მაქს. 3-4 კმ რადიუსში); 
  • წყალთან წვდომა;
  • ქარისგან თავდასაცავი; 
  • მავნებლებისა და ცხოველებისგან თავდაცვა. 

კარგი იქნება, თუ ამ ჩამონათვალს სუფთა გარემოს დავამატებთ და ფუტკარს მოვარიდებთ იმ ადგილს, სადაც მცენარეები პესტიციდებითა და შხამქიმიკატებით იწამლება.

რომელი რესურსი დამეხმარება, რომ მეტი ვისწავლო?

საბედნიეროდ, თანამედრო სამყაროში ცოდნის მიღების ძალიან, ძალიან ბევრი გზა არსებობს.

 თვენ შეგიძლიათ:

  • იკითხოთ წიგნები; 
  • უყუროთ ვიდეო კურსებს; 
  • დაესწროთ ლექციებს; 
  • იკითხოთ სტატიები; 
  • გყავდეთ კარგი ადგილობრივი მენტორი.

დღეს ის დროა, როცა ცოდნა ვერ დაიმალება, ასე რომ თუ მოითხოვთ, იგი მოგეცემათ ძალიან ბევრი მხრიდან.

ჩვენც აქ ვართ, რომ ამ საქმეში პატარა წვლილი შევიტანოთ.

წარმატებებს გისურვებთ მეფუტკრეობაში და ყველა იმ საქმეში, რომელსაც აირჩევთ და შეიყვარებთ!

წყარო:beekeeper.ge